მიწების შემგროვებლები
კბილმოსინჯულები
თუმცა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 17 მილიონ კვადრატულ კოლომეტრს მოიცავს, სადაც მხოლოდ 150 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს (ანუ, ორჯერ მცირე ტერიტორიას ფლობს და სამჯერ მეტ მოსახლეობას), საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ვნებანი უცხოთა მიწებისადმი.
ამასობაში კი ბაიკალის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ აპირებენ, 150 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჩინურ კომპანიას გადასცენ იჯარით და 49-წლიანი ვადით. როგორც რუსი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, უმკაცრესად გააკონტროლებენ, რომ ჩინელებმა გადასახადები კაპიკ-კაპიკ გადაიხადონ! მართალია, 150 ჰექტარი 17 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფონზე უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ საქმეს კბილიც მოუსინჯეს და გემოც გაუსინჯეს.
რაც ყველაზე საინტერესოა, თუ „დუმის“ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვერწმუნებით, რუსეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 40 პროცენტი არათუ დაუმუშავებელია, მას საერთოდ არ იყენებენ. ამიტომაც თანამემამულეებსა და კოლეგებს არწმუნებს, რომ მათი იჯარით გაცემა სულაც არ არის საშიში.
ბუნებრივია, ეს რფ-ის შიდა საქმეა, თუმცა, თავისთავად, აჩენს ჯერ კიდევ შამილისდროიდან აქტუალურ რიტორიკულ კითხვას: ჯერ საკუთარისთვის რომ მოევლოთ და შემდეგ წაპოტინებოდნენ სხვებისებს?! თუ, რასაკვირველია, მიწებს მილიარდნახევრიან ჩინეთს არ უგროვებენ?! –