კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მამაცი“ გულები

„მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან უნახავია“

სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ თბილისის ქუჩებს მტაცებლები მოედნენ, როგორც ჩანს, დედაქალაქის საკრებულოს „მამაცმა“ გულებმა ამდენსაც ვერ გაუძლეს, ამიტომაც, არც აციეს, არც აცხელეს და იარაღის ტარების უფლების დაკანონება მოითხოვეს.

საინტერესოა, რომ ამ ინიციატივას ისევ ქალი დაუპირისპირდა. კერძოდ, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თამარ ცინცაბაძე შეეწინააღმდეგა საკრებულოს წევრებისთვის იარაღის ტარების დაკანონებას.

იმ მოტივით, რომ, სახელდობრ, მას საკუთარი ფუნქციების უკეთ შესასრულებლად იარაღი არ სჭირდება (რაშიც, რთულია, არ დაეთანხმო), მით უფრო ძნელია, არ გაიზიარო მისი ეს მოსაზრება: „მზად ვარ, მოვისმინო ყველა იმ დეპუტატის არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგო აზრისაა, ოღონდ, არა ახლა, როცა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა დაუცველი აღმოჩნდა, მაშინ როცა ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა, დაიცვას ისინი. ასეთ სიტუაციაში ფიქრი საკუთარ დაცვაზე, მსუბუქად რომ შევაფასოთ, არასწორია.“

მეორე მხრივ, რაკი სული ტკბილია და მის გარეშე სკამიც კი კარგავს ფასს, ვფიქრობ, ჩვენი საკრებულოს დეპუტატებს არა მხოლოდ იარაღის ტარების უფლება უნდა დაუკანონდეთ, არამედ ვეფხვის ტყავებიც გადაეცეთ (რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე) – ტანზე შემოსახვევად, რათა მნახველს უმალ აღმოხდეს: „თავსა და ტანსა ემოსა გარეთ-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი მშვენება კაცთაგან უნახავია“. – 

скачать dle 11.3