კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხენებთან – ნაზნი

ანუ „ამას – დახვრეტა, იმას – ჩამოხრჩობა“

განა იმიტომ, რომ, როგორც პიპინია ამბობდა: წ ხûë ñòðîჯ ñ ëþჰüìè, íî íåæåí ñ ëîøჭჰüìè (ანუ მკაცრად ვეპყრობოდი ადამიანებს, მაგრამ ნაზად ცხენებსო), სულ სხვა მიზეზით (ჩემი ეჭვით, ცარიელ სკამთა გამრავლების იმედით), „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განცხადება გაავრცელეს და, არც მეტი, არც ნაკლები, გვამცნეს, რომ „ყოველგვარი გამოძიების გარეშე ცხადია, რომ ამ ტრაგედიის მიზეზი არის ხელისუფლება!“

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტრაგედიაში ჩვენს თანამემამულეზე მტაცებლის თავდასხმა იგულისხმება. ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა ძალამ შენიშნა: „ასეთ ვითარებაში არავის აქვს გამოძიების გარეშე, თუნდაც სავარაუდო დამნაშავეების დასახელების უფლება, მაგრამ არსებითად განსხვავებულია დღეს მომხდარი უბედურება – 17 ივნისს სამსახურში მისული ადამიანი მოკლა ზოოპარკიდან გაქცეულმა გარეულმა ცხოველმა.“ და ბოლოს დასძინეს: „საზოგადოების თვალწინ ჩადენილი ეს დანაშაული ისევე აშკარაა, როგორც ყველასთვის ცნობილია დამნაშავეების ვინაობა. ვიდრე ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს, მათთვის მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება და პასუხის მოთხოვნა არათუ დაუყოვნებლივ შეგვიძლია, არამედ მოვალენიც ვართ, რომ ასე მოვიქცეთ.“

მოკლედ, რაკი პოლიტიკური ბრძოლისას ყველაფერი მოსულა (სკამი ახლა სულზეც უტკბესია), განცხადების პათოსი („ამას – დახვრეტა, იმას – ჩამოხრჩობა“) გასაგები და ბუნებრივია, თუმცა, თუ გავიხსენებთ პარტიის ლიდერის პოლიტიკური ბიოგრაფიის დეტალს, რომ მან 2012 წელს მაჟორიტარული არჩევნები თვით როლანდ ახალაიას ვერ მოუგო, სკამები რომც დაცარიელდეს, ისმის რიტორიკული კითხვა: არის კი  განცხადების ავტორების მარიფათი საკმარისი იმ სკამების დასაკავებლად?! – 

скачать dle 11.3