კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხოვრების ინდექსები

სასიამოვნო ნიუანსი

სანამ ჩვენ სტიქიას ვებრძვით, დანარჩენ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი დაუთვლიათ და აღმოჩენილა, რომ 86-ქვეყნიან ჩამონათვალში 57-ე ადგილზე ვართ, ანუ შუას იქით.

თუმცა ამ კვლევაში გულის მოსაფხანი ცნობებიც გვხვდება. სახელდობრ, ჩვენი მეზობელი და ოკუპანტი რუსეთი ჩვენ უკანაა და საპატიო 72-ე ადგილს იკავებს (მთელი 15 პოზიციით ვუსწრებთ წინ!).

 ჩვენზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. კერძოდ: ესტონეთი – 21-ე ადგილი, ლიტვა – 32-ე, ლატვია – 39-ე. 

პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, მეორე ადგილი გერმანიას ხვდა წილად, მესამე კი – შვედეთს. მათთან ერთად პირველ ათეულში მოხვდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი, დანია, ავსტრია, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია. ჩვენი მეზობელი სომხეთი მესამოცეზეა, ჩვენი მეგობარი უკრაინა კი – სამწუხაროდ, 75-ეზე. – 

საინტერესოა, რომ ცხოვრების ინდექსის რეიტინგში ყველაზე ბოლო ადგილს ვენესუელა იკავებს, ერთი მხრივ, ენერგორესურსებით მდიდარი და, მეორე მხრივ, ამ ჩვენი სეპარატისტული ცხინვალისა და სოხუმის ამღიარებელი.

საგულისხმოა, რომ მონაცემები არ ეყრდნობა ოფიციალურ, სახელისუფლო ანგარიშებს და რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს ცხოვრების დონეს ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით.

დამეთანხმებით, სასურველია, უფრო ზემოთაც ვყოფილიყავით, თუმცა ისიც საოცარია, იქაც როგორ მოვხვდით, სადაც აღმოვჩნდით და, უფრო სასიამოვნო, რომ აქ მაინც გავუსწარით ოკუპანტებსა და მათ თანამგრძნობებს.

скачать dle 11.3