კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცოცხლები“

ანუ კოლორიტის ვნებანი

რაკი ისე მოხდა, რომ სტიქიამაც ჩვენთვის მოიცალა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულებს არა მხოლოდ საცხოვრებლის დაკარგვით ან დაზიანებით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, არამედ, დაუზღვეველი ავტომანქანებისაც.

მეორე მხრივ, თავდაპირველად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარებოდა, მოგვიანებით კი ისიც გაირკვა, რომ, საბანკო სექტორის ინიციატივით, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, შესაძლოა, სამომხმარებლო სესხები ჩამოეწეროთ.

ეს იდეა გასულ კვირასვე განიხილეს შვიდი კომერციული ბანკისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრისას. ამას გარდა, საბანკო სექტორი დახმარებას გეგმავს დედაქალაქის მერიისა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერადაც (გულმოწყალებამ გვიან, მაგრამ, რაც მთავარია, მაინც გაიღვიძა). 

ამის პარალელურად, შეიძლება, ითქვას, ქართული პოლიტიკის კოლორიტი (უარყოფითი დატვირთვით), აკაკი ბობოხიძე ბრძანებს: „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა, თბილისს რომ ჰყავდეს ცოცხალი მერი.“

ბ-ნი ბობოხიძის ვნებანი (ანუ მოტივები) გასაგებია – გულს ვერ უბრძანებ, თუმცა, თუ გავისხენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფოს, ჯერ ერთი, ომით დაზარალებულებისთვის სრულად არ აუნაზღაურებია მიყენებული ზარალი და, არათუ სესხები არ ჩამოუწერიათ მათთვის, დიდი ბრძოლების შემდეგ ძლივს მოხერხდა გადავადება, სავარაუდოა, რომ ბ-ნ ბობოხიძეს „ცოცხალი“ მმართველი ასეთი ჰგონია?! – 

скачать dle 11.3