კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გემრიელი და ხარისხიანი – რატომ მოსწონს მომხმარებელს „დიდგორის” პროდუქტი და რითაა ის გამორჩეული?!

დღეს თბილისის სუპერმარკეტების ქსელში გაყინული ხორცპროდუქტებისა და სხვა ნახევარფაბრიკატების, ერთი შეხედვით, დიდი არჩევანია, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შერჩევა მაინც თავსატეხად რჩება. „დიდგორის” სახელწოდებითაა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი, ამ მხრივ სანდო, ეკოლოგიური და, რაც მთავარია, გემრიელი პროდუქტი. თუ ჩვენი მკითხველების არჩევანსაც არ ენდობით, ერთხელ მაინც თავად დააჭაშნიკეთ და მიხვდებით, რომ „დიდგორის”  გემრიელი ხინკალი, პელმენი, კატლეტი და ბლინები თქვენი მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება.  თუ რა პროდუქციას აწარმოებს კომპანია და რითია ის გამორჩეული, კომპანიის ხარისხის მენეჯერი, ქალბატონი თამარ სუბელიანი გვესაუბრება:

 

– ქალბატონო თამარ, რამდენი ხანია, რაც კომპანია ფუნქციონირებს და რომელი პროდუქტებით ხართ წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე?

– კომპანია დაარსდა 2010 წელს. ჩვენი ასორტიმენტი ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია: ვაწარმოებთ გაყინულ ნახევარფაბრიკატებს, სადაც შედის სხვადასხვა სახის ხინკალი, ხორცის, კარტოფილისა და ასე შემდეგ; ასევე, ხორცის პელმენი, სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი ბლინები, გაყინული  ღორის ხორცის მწვადი; გარდა ქათმის ფილეს ჩხირებისა და კატლეტებისა, გვაქვს, ასევე, კიევური კატლეტი, კუპატი, ტოლმა, „ვარენიკი”  და სხვა. ჩვენი პროდუქცია მზადდება ჩვენს საწარმოში, აქვე ხდება მისი დაფასოება და აქედანვე გადის სადისტრიბუციო ხაზში. კომპანიის გაყიდვების არეალი მოიცავს როგორც თბილისის ქსელურ სუპერმარკეტებს (მათ შორის ისეთ მსხვილებს, როგორებიცაა: „ფრესკო”, „ფურშეტი”, „ნუგეში”  და ასე შემდეგ), ასევე, გაგვაქვს ქუთაისში, ბათუმში, კახეთში და სხვა რეგიონებშიც 

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, გარდა ეკოლოგიური ფაქტორისა, „დიდგორის” პროდუქცია გემრიელია და ეს ყველა ჩვენმა მომხმარებელმა იცის. ჩვენი ტექნოლოგი  მუდმივად ზრუნავს გემოს მაღალ სტანდარტზე და ახალი პროდუქციის ქსელში გაშვებამდე მას შიდა პირობებში ვაგემოვნებთ. გათვალისწინებულია ქართველი მომხმარებლის გამოკვეთილი დამოკიდებულება სანელებლებისადმი და ხშირად ჩავრთავთ ხოლმე მას ჩვენს პროდუქციაში. მოკლედ რომ ვთქვათ, „დიდგორი” ხარისხიან და გემრიელ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. 

ჩვენი მუშაობის უმთავრესი პრინციპი გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა საკვების დამზადება; პერმანენტულად და ლაბორატორიულ დონეზე კონტროლდება ჩვენი ნედლეული, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციისგან შედგება, ანუ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხორცპროდუქტების წარმოებისას ვიყენებთ მხოლოდ ლაბორატორიულ დონეზე შემოწმებულ ნედლეულს; ასევე, დაცულია შენახვის ვადები, ტემპერატურის რეჟიმი და, ვცდილობთ, აღნიშნული საკითხი სუპერმარკეტების დონეზეც გავაკონტროლოთ. ვადაგასული პროდუქცია ნადგურდება და ის მომხმარებლამდე ვერასდროს მივა; ამას გარდა, საწარმოში მაღალ დონეზეა აყვანილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები: მუდმივად ხდება  სამომხმარებლო ინვენტარებისა და დანადგარების  დეზინფიცირება, ისევე, როგორც საწარმოო პერსონალის მიერ ნორმების დაცვა. ჩვენი საწარმო მუდმივად განიცდის განახლებასა და გაუმჯობესებას, შემოდგომიდან კი ვგეგმავთ წარმოების გაფართოებასა და ძეხვეულის ფართო ასორტიმენტის ბაზარზე გამოშვებას. 

– რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს საწარმოში?

– მთლიანად, სამზარეულოს პერსონალიდან დისტრიბუციის ჩათვლით, 100-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. აქ ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ეკიდება. ზოგადად, ჩვენ ვგრძნობთ იმ დამოკიდებულებას, რომ მომხმარებლამდე უნდა მივიტანოთ ჯანსაღი პროდუქტი და ჩვენს მყიდველს იმედი არ უნდა გავუცრუოთ.  

– როგორც ქალბატონი, ხარისხის მენეჯერის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?

– ვფიქრობ, რომ ქალი საქმეს ყველგან კეთილსინდისიერად უძღვება, იქნება ეს ოჯახი თუ ბიზნესი. შრომისმოყვარეობასა და ენთუზიაზმს კიდევ უფრო მიმძაფრებს ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია   და ჩვენ ერთად ვახორციელებთ აღნიშნული ბიზნესის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ქართველი მომხმარებელი საოცრად მოწესრიგებული, გემოვნებიანი მყიდველია და ზუსტად ხვდება, რომელია ხარისხიანი და გემრიელი პროდუქტი. ჩვენც ვეცდებით, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ მათი ინტერესები და მოთხოვნები და უფრო და უფრო გავამდიდროთ „დიდგორის” ასორტიმენტი. კომპანიის  ორიენტირება სწორედ მათკენაა მიმართული, რადგან გემრიელ პროდუქციას ჩვენ მომხმარებლისთვის  ვამზადებთ! 

скачать dle 11.3