კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ვარჯიშობდა სოსო მაჭავარიანი დანის ბერტრანსისა და სასო სალიმის გვერდით და რომელი თამაშის შემდეგ მოიპოვა მან ჩემპიონის ტიტული

სოსო მაჭავარიანი ერთ-ერთი ქართველი წარმატებული კალათბურთელია, რომელიც არა ერთმა  უცხოურმა  საკალათბურთო აკადემიამ მიიწვია.  კალათბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო, თუმცა, 12 წლის ასაკში „ეფეს პილსენის” აკადემიის წევრი იყო. 14 წლისა ლუბლიანას „ოლიმპიას“ ახალგაზრდულ გუნდში, ისეთ პროფესიონალებთან ერთად ვარჯიშობდა, როგორებიც არიან: დანის ბერტრანსი, სასო სალიმი. მას იტალიაში გუნდის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიანიჭეს. ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენი ამჟამად საქართველოში იმყოფება და 20 წლამდელებთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

სოსო მაჭავარიანი: 19 წლის ვარ. მყავს, 17 წლის ძმა – კახი, რომელიც ასევე კალათბურთელი იყო, თუმცა ტრავმების გამო თავი დაანება და 10 წლის და. მამა ბიზნესმენია. დედა წარსულში პედაგოგი იყო, ამჟამად დიასახლისია. კალათბურთში ვარჯიში 9 წლისამ დავიწყე ლაშა თოიძესთან, რომელმაც შემასწავლა ამ დიდებული თამაშის ანბანი და შემაყვარა ის. 12 წლის ასაკში  „ეფეს პილსენის” საკალათბურთო აკადემიაში მიმიწვიეს. თურქი აგენტი იყო საქართველოში ჩამოსული და მას მოვეწონე. ეს ის დროა, როდესაც ზაზა ფაჩულია თურქეთიდან ახალი გადასულია NBA-ში. ამ აკადემიაში პირველად ვნახე თბილი დარბაზი, კეთილმოწყობილი საშხაპე, საუკეთესო პარკეტი და ბურთები. მაშინ, თბილისში არანაირი სავარჯიშო პირობები არ იყო.  რამდენიმე თვის შემდეგ იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი საქართველოში, რადგან თურქულმა კლუბმა კონტრაქტის გაფორმებისას თურქეთის მოქალაქეობის მიღება მომთხოვა, რასაც ჩემი მშობლები არ დათანხმნენ.  სტამბულიდან რომ წამოვედი, მახსოვს, გული მწყდებოდა და მიძნელებოდა დიდ კლუბთან განშორება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მშობლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, რასაც საქართველოს ნაკრებში თამაშის წინ, ჩემი ქვეყნის ჰიმნის მოსმენისას განვიცდი. 14 წლისა ლუბლიანის „ოლიმპიას” ახალგაზრდულ გუნდში მიმიწვიეს, სადაც ვვარჯიშობდი ისეთი პროფესიონალების გვერდით, როგორიც არიან: დანის ბერტრანსი, სასო სალიმი და სხვები. მაშინ „ოლიმპიას” ძირითად გუნდში  გიორგი შერმადინი და ვოვა ბოისა გამოდიოდნენ. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მაქსიმალურად მეხმარებოდნენ, გუნდს შევწყობოდი და მიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. 

– სანტა მარგარიტას საკალათბურთო აკადემიაში როგორ მოხვდი? ჩემპიონის ტიტული რომელი თამაშის შემდეგ მოიპოვე? 

–  გასული წლის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან თამაში მინიმალური უპირატესობით დავთმეთ. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩემთან მოვიდა იტალიელი მწვრთნელი ლუკა მაკიაველი და სანტა მარგარიტას საკალათბურთო აკადემიაში თამაში შემომთავაზა. პირობები მისაღები იყო და მეც დავთანხმდი. სანტა მარგარიტა პატარა საკურორტო ქალაქია, ძირითადად მდიდარი იტალიელებით დასახლებული. გენუიდან ერთი საათის სავალზეა. მას მთელ იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია აქვს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეძენებ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდა კალათბურთელებს, უქმნიან ვარჯიშის, სწავლის იდეალურ პირობებს და შემდგომ ეხმარებიან იტალიის წამყვან კლუბებთან კონტრაქტის გაფორმებაში. ეს ყოველივე  კლუბისთვის საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. იტალიაში, რეგულარულად მიწევდა თამაში, როგორც დიდ გუნდში, რომელიც სერია C-ში გამოდის, ასევე ახალგაზრდულში. დღეში ორი ვარჯიში მქონდა, კვირაში მინიმუმ ორი მატჩი ჩემპიონატზე და კიდევ რამდენიმე ტურნირში ვმონაწილეობდი. ჯამში 70-მდე შეხვედრა დამიგროვდა. ესაა ის დიდი გამოცდილება, რაც იტალიამ შემძინა. ბოლოს, 19 წლამდელებში იტალიის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. ფინალურ შეხვედრაში 12 ქულა და 11 მოხსნა დავაგროვე, რის შედეგადაც, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

– უცხო ქვეყანაში არ გაგიჭირდა? ბევრი ისტორია გექნება გასახსენებელი.

– იტალიაში მანამდეც ვიყავი ნამყოფი. ერთი თვე ფლორენციის საკალათბურთო გუნდში ვვარჯიშობდი. ფლორენცია ქალაქი-მუზეუმია. როდესაც ნახავ მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის და სხვათა შედევრებს, არ შეიძლება, პატივისცემა არ გაგიჩნდეს ამ ერის მიმართ. იტალიელებიც ამაყები არიან. ისინი მხოლოდ იტალიურ ენას აღიარებენ და ამიტომ უცხოელისთვის კომუნიკაცია ძნელია. შესაბამისად, იძულებული ვიყავი, იტალიური სასწრაფოდ შემესწავლა.  ტემპერამენტიანი, თავისი ქვეყნის პატრიოტი ხალხია – უყვართ პიცა, სპაგეტი, კარგი ღვინო. აქედან რამდენიმე ბოთლი „უსახელაური” წავიღე და ძალიან მოეწონათ, რაც ნამდვილად გამიკვირდა, რადგან ისინი მხოლოდ იტალიურ ღვინოს სცემენ პატივს. კარგი სამზარეულოც აქვთ, მაგრამ ქართულს ვერაფერი შეედრება. ისე მენატრებოდა ხაჭაპური, გამოვაცხვე კიდეც. ბარბარობას ლობიანები გავაკეთე, მწვადებსაც ვწვავდი – ასე რომ, გასულ წელს საკალათბურთოსთან ერთად, კულინარიული გამოცდილებაც მივიღე. ჩემთან ერთად გუნდში რამდენიმე ლეგიონერი გამოდიოდა: ამერიკელი, სერბი, დომინიკელი, სენეგალელი... სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხი და არაერთი სახალისო ისტორია გადაგვხდენია. ერთხელ საიდანღაც პატარა თაგვი გამოძვრა და ერთმა ჩემმა გუნდელმა მოკლა. ეს რომ დომინიკელმა დაინახა, ისტერიკაში ჩავარდა. მისი რელიგია თაგვის მოკვლას თურმე სასტიკად კრძალავს, ამის გამო ცხარე ცრემლით ტიროდა. მთელი დღე ლოცულობდა, რაღაც რიტუალებს ატარებდა. ამ ყოველივეს რომ მორჩა, შემდეგ შეძლო ვარჯიშზე მოსვლა. მანამდე არ გამოჩენილა (იცინის).

– კალათბურთის თამაში სიმაღლის გამო დაიწყე? ამჟამად საქართველოში ხარ, უცხოეთში გამგზავრებას როდის აპირებ?

–  დიახ, ბავშვობიდან ტანმაღალი ვიყავი და მომწონდა ეს სპორტი. ჩემი გადაწყვეტილება იყო, კალათბურთელი ვყოფილიყავი. სექტემბერში დავტოვე საქართველო და დატვირთული რეჟიმის გამო, მაისის ბოლოდე ვერ შევძელი ჩამოსვლა. ამჟამად ვვარჯიშობ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად და ვემზადებით უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მანამდე, ამხანაგური თამაშები გვიწევს ლიტვასა და ლუქსემბურგში. ხშირად მიწევს ქვეყნის დატოვება და ოჯახისგან შორს ყოფნა, რაც განსაკუთრებით მიძნელდება. როგორც მე, ასევე ჩემმა ოჯახის წევრებმაც, კარგად იციან, რომ ამ ეტაპის გავლა აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.  ამჟამად ჩემი სერბი აგენტი მოლაპარაკებას აწარმოებს ვენეციისა და როზეტოს საკალათბურთო გუნდებთან, აგრეთვე, მიწვევა მაქვს ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯიდან. შესაბამისად, უცხოეთში როდის მომიწევს გამგზავრება, არ ვიცი. 

– უცხოეთში ძალიან პოპულარული ხარ, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს. პირადში რა ხდება?

– რაც უფრო მეტს ვშრომობ, თაყვანისმცემლებიც უფრო მრავლად არიან. ძირითადად, სოციალურ ქსელში აქტიურობენ. საერთოდ, ვცდილობ, მათთან თავშეკავებული ვიყო. იტალიელებს, ფეხბურთის შემდეგ, კალათბურთი ძალიან უყვართ და აფასებენ ამ სპორტს. თამაშებზეც ბევრი გულშემატკივარი დადიოდა, რაც ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა და ვცდილობდი, უკეთ მეთამაშა. პირად გრძნობებს რაც შეეხება, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, შესაბამისად, დროც არ მრჩება. 

скачать dle 11.3