კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა შოთიკო ნოზაძემ გიორგი ლიფონავა და რა საყვედურები მიიღო მან ხაშურელებისგან

„ხაშურელი თენგო“ კიდევ ერთი პერსონაჟია, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში გამოჩნდა და პირველივე სცენიდან მაყურებლის დიდი ყურადღება დაიმსახურა. „გაღლეტილი ხაშურელი“, „ვეშაპივით ბიჭი“ – როგორც მას ნუნუკამ უწოდა, ყველას ხალისიან განწყობას უქმნის და როგორც აღმოჩნდა, ხაშურელებსაც მოსწონთ. რა აკავშირებს მისი როლის შემსრულებელს ხაშურთან, როგორ მოხიბლა მან ერთი ფრაზით გიორგი ლიფონავა და როგორია რელურ ცხოვრებაში, ამას მისგან შეიტყობთ.

შოთიკო ნოზაძე: სინჯზე რომ მივედი, ჯერ გიორგი ლიფონავა გამესაუბრა და მითხრა, რაც სურდა. შემდეგ კი სუფრის სცენა უნდა გამეთამაშებინა. საგურამოს სცენა იყო. ირგვლივ სერიალზე მომუშავე ბევრი ადამიანი იდგა. თუმცა, ლიფონავამ მითხრა: ეს სცენა აღარ მინდა, წარმოიდგინე, რომ აქ ბაქარია და უბრალოდ, გაიცანიო. მაშინ ვთქვი ეს სიტყვები: „ბაქარი შენა ხარ, ძმაა“. ყველამ სიცილი და ტაშის დაკვრა დაიწყო. ლიფონავამ: მორჩა, დამტკიცებული ხარო. მეორე გადაღებაზე „რუსთავი 2-ში“ რომ ავედი, ყველა ჩემი ფრაზებით ლაპარაკობდა. იძახდნენ: „ბაქარი შენა ხარ?“

– ხალხი უკვე გცნობს?

– ქუჩაში მაკვირდებიან ხოლმე და მერე მეუბნებიან: უკაცრავად, შენ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხომ არ თამაშობ? როცა ვეთანხმები, ყველა ძალიან დიდ პოზიტივს გამოხატავს. როგორც ჩანს, ეს პერსონაჟი მოსწონთ. სასაცილო ტიპია და ალბათ, ამიტომ. სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი, თუ ასე უცებ ამხელა ყურადღებას დაიმსახურებდა. რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან დამირეკა მეგობარმა: „ფეისბუქზე“ ახალი გვერდი გამოჩნდა, რომელსაც „თენგოია“ ჰქვიაო. არ ვიცი, იქ ასე მალე როგორ ნახა. შევედი და სულ ორი დღის შექმნილი გვერდი იყო, მაგრამ უკვე უამრავი მოწონება ჰქონდა. მე ვფიქრობდი, რომ ეს პერსონაჟი უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ხაშურელებისგან აგრესიას ველოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსწონთ. 

– ხაშურთან მართლა გაკავშირებს რამე?

– წარმოშობით ხაშურელი ვარ, თუმცა ექვსი წლიდან დღემდე, რუსთავში ვცხოვრობ. სკოლაც რუსთავში დავამთავრე.

– და რა გითხრეს ხაშურელებმა?

– მაგარი ხაააარ, ძმაოოოო. მიიდი, მიიდი, მაგარია, იქნება ასახელო ხაშურიო. ხაშურში მართლა არაფერი ხდება. ისევ ბნელა. იქ რომ ჩავდივარ, 90-იანი წლები მახსენდება. ჰოდა, ახლა ბედნიერები და კმაყოფილები არიან. 

– გაბრაზებით არავინ გაგბრაზებია?

– არა. ალბათ, ისეთი ხაზით განვითარდა ეს ყველაფერი, რომ აგრესია არ გამოიწვია. რეალურად, ხაშურელები მართლა ასეთები არიან. თენგო ხაშურელის ტიპში ზუსტად ზის, ბუნებრივია, ყველა ასეთი არაა. თუმცა, მათზე მაქვს ყურადღება გამახვილებული, ვინც ასე მეტყველებს. ამას ცოტა გაღიზიანებაც მოჰყვა, ასე არ ლაპარაკობენ ხაშურელები. რატომ გგონიათ, რომ აქ უწიგნურები და სოფლელები არიანო. საყვედურებიც იყო, მაგრამ გაცილებით მეტი პოზიტივია. ამ როლზე ბევრი არც მიფიქრია. პირველად რაც თავში მომივიდა, ის გავაკეთე, მეტი არაფერი. თუმცა, მეტყველებასთან დაკავშირებით ვკითხულობდი, როგორ იქნებოდა უკეთესი. ხაშურელებსაც დავურეკე და რჩევები და აზრი ვკითხე. მეც ხაშურელი ვარ, მაგრამ ძალიან ხშირი ურთერთობა არ მაქვს იქაურობასთან. ერთი-ორი კვირით ჩავდივარ ხოლმე და ეს კილოს დასაჭერად საკმარისი არაა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. 

– პროფესიით მსახიობი ხარ?

– მერვე კლასიდან მოყოლებული სცენაზე ვდგავარ. პირველად რუსთავში ხელოვნების კოლეჯში ჩავაბარე, შემდეგ – კინოაკადემიაში. ვთამაშობდი თოჯინების თეატრში, თუმცა გარკევეულ მიზეზთა გამო, წამოვედი. ახლა მეგობრებს ვეხმარები მცირე გადაღებებში. ისე, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ რუსთავში და თან, ოპერატორობასაც ვითავსებ.

– ბავშვებს როგორი რეაქცია აქვთ შენს დანახვაზე?

– ერთი მოდის და მეუბნება: მე გიყურებ, შენ ხომ თენგო ხარო? კი-მეთქი. დედაჩემი არ მაყურებინებს ამ სერიალს, მაგრამ მე ჩუმად myvideo-ზე შევდივარ და ვუყურებ ხოლმეო. ბაქარი რატომ სცემეო? მშობლები მოდიან, ბავშვებმა გვითხრეს, რომ სერიალში თამაშობ და მართალიაო?

– შენი პერსონაჟი ძალიან სასაცილოა. გადაღებისას რთული არ არის თავის შეკავება?

– ბაქარს რომ პირდაპირ ვუტევ, მაგ სცენის გადაღებისას სამი დუბლი გაფუჭდა, რადგან ეცინებოდათ. შაურმის გადაგდებას მოჰყვა კიდევ დიდი ამბები. მთელი საქართველო ამ შაურმას გაჰყვა. ბევრი დუბლი დაგვჭირდა მის გადასაღებად. ექვსი შაურმა გავაფუჭეთ. ეს არავინ იცის (იცინის). ერთი შაურმა არ მაპატიეს და ეს რომ სცოდნოდათ, წარმომიდგენია. კომენტარებში ვკითხულობდი: „ამის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას”, „სად დააგდე, მოვალ და ვნახავ“, „თამუნა რა შაურმაში გასაცვლელია, მე ამ შაურმას არ გადავაგდებდი მისი გულისთვის“ და სხვა. მივხვდი, რომ შაუმა კულტივითაა და ვფიქრობ, უმეტესობა არც ხუმრობდა. 

– ჩაცმულობას მთლიანად კოსტიუმების მხატვარი წყვეტს, თუ შენც შეგაქვს გარკვეული შტრიხები?

– კოსტიუმების მხატვარმა თავიდან მითხრა, რომ იქნებ შენც გქონდეს რაიმე იდეაო და კარგი-მეთქი. სხვათა შორის, შარვალი ჩემი მაცვია. პერანგი მათ შეარჩიეს და ისე ძალიან გამიკვირდა, ის თუ ვინმეს ეცვა. ერთი ცალი ყოფილა მაღაზიაში დარჩენილი. მოკლედ, გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, მაგრამ შემიძლია, ვურჩიო. ტექსტებიც თავიდან ძალიან აკადემიურად იყო დაწერილი. ვუთხარი, რომ ხაშურელი ასე არ იტყოდა. ძალიან ჩვეულებრივად უნდა მეთქვა: „ბაქარი შენ ხარ?“ და მე ცოტა წავუმატე: „ბაქარი შენა ხაარ, ძმაა?“. მეორე ფრაზა იყო „ვინ თამუნა შეგიყვარდა, ხო არ გინდა, აგხიო ლაჯზე“ და ვთქვი: „ვინ თამუნა შეგიყვარდა შენა, გინდა დაგიკლა მუშტზე?“

– რამით ჰგავხარ ხაშურელ თენგოს?

– ვგავარ ფიზიკურად და იმით, რომ მეც ხაშურელი ვარ. სხვა ყველაფერში მისგან აბსოლუტურად განვსხვავდები. 

– თენგოს მუშტებით გააქვს თავისი და შენ?

– მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ რამდენჯერმე მიჩხუბია. კონფლიქტური არ ვარ. 

– თენგოსავით, გოგოს გამო არ გიჩხუბია?

– გოგოს გამო მეც მიჩხუბია. თუმცა, ეს წლების წინ, სკოლის ასაკში იყო. აღმოჩნდა, რომ ორ ბიჭს ერთი გოგო მოგვწონდა და ვიჩხუბეთ. გოგო არცერთს არ დარჩა. არა, იმას დარჩა (იცინის). 

– ახლა თუ გყავს შეყვარებული?

– კი, შეყვარებული მყავს. ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფერია. ორი წლის წინ გავიცანი ქორწილში. უფრო სწორად დავინახე და მომეწონა. იმ დღეს საერთოდ არაფერი მომხდარა და მეორე დღეს სოციალური ქსელის საშუალებით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ორი კვირის განმავლობაში ასე ვიყავით. მერე შევხვდით და დაახლოებით ორ თვეში, უკვე გავერკვიე ჩემს გრძნობებში. პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მე გადავდგი და სიყვარული ავუხსენი. ძალიან მარტივად, მივედი და ყურში ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი. არ ელოდა და დაიბნა. მაშინვე არაფერი უთქვამს და რამდენიმე კვირის მერე დადებითი პასუხი მივიღე. ახლა, თუ დრო მაქვს, სულ მასთან ერთად ვარ. შემიძლია, ოცდაოთხი საათი დავუთმო.

– თენგო ცოტა რთული ხასიათის ჩანს. შენ როგორი ხარ?

– „მოიტა, ქალო, საჭმელი“ და მსგავსი რამეები არ მახასიათებს. შემიძლია, საქმეები გავინაწილო ადამიანთან, რომელთანაც ვიქნები. არც ჭურჭლის გარეცხვა „მიტყდება“, არც სარეცხის და არც საჭმლის გაკეთება. ძალიან გემრიელ კერძებსაც ვამზადებ. თენგო რომ ცოლს ეძახის: „სად არის, გოგო, ქათამი! – ასეთი არ ვიქნები. 

– ეჭვიანი თუ ხარ?

– ჩემთვის არაა დამახასიათებელი, უცბად გადავირიო, მივიდე და ადამიანი ვცემო. ნაწილობრივ ეჭვიანი ვარ, მაგრამ საბაბი არ მაქვს. ერთმანეთს ვენდობით. თუ ჩემი შეყვარებული ვინმეს მოსწონს, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ შეაწუხებს, ამას გავარკვევ. მაგრამ, ჯერ სიტყვიერად. მუშტი-კრივს სიტყვები მირჩევნია, თუმცა, არც ეგ არის პრობლემა (იცინის).

скачать dle 11.3