კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოხიბლა ბიანკა ბალტი ქართველმა გიორგი პაპიძემ

უკვე მეორე წელია, 23 წლის გიორგი პაპიძე თავისი ფავორიტი იტალიელი ტოპ-მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტია. ის არამხოლოდ თანამშრომლობს მასთან, არამედ მოდის დედაქალაქ მილანშიც კი წაიყვანეს... ბიანკას სახლშიც უცხოვრია მასთან ერთად და ყოველდღე ერთად ატარებდნენ დროს. ის ასევე, იტალიური სამოდელო სააგენტოს, „ბრავე მოდელს მანაგამენტის” წარმომადგენელია, რომელმაც არაერთი ლამაზი გოგო აღმოაჩინა საქართველოში და მილანში გააგზავნა. საინტერესო ამბებს იტალიელი ლამაზმანის შესახებ გიორგი თავად გვიამბობს.

გიორგი პაპიძე: ბიანკა ბალტი ჩემი ფავორიტი იყო. როგორც კი პირველად დავინახე რომელიღაც ტელეარხზე, გადავირიე. ძალიან დავინტერესდი და მოვიძიე ყველაფერი მის შესახებ. ვიცოდი, რომ ბოიფრენდი ჰყავდა. ის მოვძებნე „ფეისბუქზე“. ერთადერთი ადამიანი მიჩვენა ამ სახელითა და გვარით და მივხვდი, ის იქნებოდა, რადგან არც ისეთი ცნობილი გახლდათ, რომ ვინმეს მისი ყალბი „ფეისბუქი“ გაეკეთებინა. მივწერე: ბიანკას რაიმე ფეისბუქ-გვერდი თუ ჰქონდა, რადგან მისი დიდი ფანი ვარ და მინდა, მის სიახლეებს ვადევნო თვალი-მეთქი. მითხრა, რომ არანაირი გვერდი არ აქვს. მე შევთავაზე, თუ მენდობოდნენ, შემეძლო, მათი „ფეისბუქი“ შემექმნა და მემართა. ფრანჩესკომ მითხრა, რომ ბიანკას ჰკითხავდა. ჰკითხა და ნება დამრთეს, ოღონდ რამდენიმე თვე დაგაკვირდებითო. რვა თვე მაკვირდებოდნენ. მოეწონათ და კონტრაქტი გამიფორმეს.

– ბიანკა ბალტის ბევრი ფანი ჰყავს და  მსგავსი რამ შეიძლება, სხვებსაც მიეწერა. როგორ მოიპოვე მისი ნდობა?

– სავარაუდოდ, ყველას დავასწარი. თუმცა, ქუჩაში ყოველდღიურად უამრავი ფანი ხვდება და ყველამ იცოდა, რომ არ ჰქონდა არანაირი სოციალური ქსელი.  არის ფორუმები, რომლებიც მხოლოდ მოდელებისთვისაა. ყველას ინდივიდუალური გვერდი აქვს. კომენტარებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ შეიძლება, მანამდეც ჰქონოდა მსგავსი შემოთავაზება.

– როგორ შეხვდით ერთმანეთს პირველად?

–  ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ბაქოში. არ დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს, 12 მარტს, ბიანკა სრულიად მოულოდნელად მირეკავს და მეკითხება: პასპორტი თუ გაქვსო. რომ ვკითხე, რისთვის-მეთქი, ჩემი აგენტი მოგწერსო. სულ „იმეილზე“ ვიყავი, ყოველ წუთს განახლებას ვაკეთებდი და რომ დაეწერა ბილეთები, სასტუმრო... მივხვდი, რომ მართლა მივდიოდი. ეს იყო სასწაული. სიხარულისგან ბოლო ხმაზე ვყვიროდი. თან, ჩემი პირველი ფრენა იყო. მართლია, ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკა არ მქონდა, ვღელავდი. ნეტავ აზერბაიჯანში ინგლისური როგორ იციან, ვინ წამიყვანს– მეთქი, მაგრამ აეროპორტში მძღოლი დამხვდა. სასტუმრო „ფოურ სეასონში” მიმიყვანეს. მე დღის პირველ საათზე ჩავედი და ბიანკა ღამის ორ საათზე უნდა ჩამოსულიყო. სასტუმროში რომ მივედი, ბიანკამ მომწერა: შენ ჩემზე ადრე ჩახვედი და მე საღამოს ჩამოვალო... მთელი დღე აივანზე ველოდი, როდის გამოჩნდებოდა. მძღოლმა რომ მოიყვანა და მანქანიდან გადმოვიდა, პირველი რეაქცია იყო ის, რომ ცუდად გავხდი. შემდეგ მომწერა: სად ხარ, რაღას ელოდები, ჩემთან ამოდი ნომერშიო. საკუთრი ნათესავი არ მიგიღებდა ისე, როგორც ბიანკამ მიმიღო. დიდი ხნის უნახავი ახლობელივით, ნათესავივით ჩამეხუტა. ამხელა სითბო არავისგან მიგრძნია. იცოდა, რომ წინა დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და „აპპლეის” პროდუქცია დამახვედრა საჩუქრად. მე საქართველოდან სხვა რა უნდა წამეღო, თუ არა ჩურჩხელა, ტყლაპი, ჩირი... ძალიან მოეწონა. ფოტოც მაქვს, ჩურჩხელას როგორ ჭამს. ბიანკა ყოველ ხუთ წუთში მეხუტებოდა. ბევრი მესაუბრა – ძლივს გაგიცანი, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ხარო. არც კი მეგონა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო.

– ყველასთან ასეთი თბილია, თუ შენს მიმართ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება?

– ყველას მიმართ ძალიან თბილია. მეორე დღეს „დოლჩე & გაბანას” გადაღება იყო და ქუჩაში რომ გავედით, ვინც შეგვხვდა გზაში და  იცნო, ყველასთან „სელფი“ გადაიღო. სხვა ვარსკვლავებს რომ ვუყურებ, უფრო სხვანაირები არიან. ბიანკა ყველას ეხუტება, ეფერება. გამიკვირდა, არ ველოდი. თუმცა, ამ ადამიანში სწორედ ეს მომეწონა, როდესაც ინტერნეტიდან შემიყვარდა. მერე მივედით „დოლჩე & გაბანას” მაღაზიაში. დაპატიჟებული ვიყავით წვეულებაზე, რომელსაც ატარებდა აზერბაიჯანის პირველი ლედი – მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ცენტრში. მე არ ვიცოდი, რომ იქ უნდა წავსულიყავი და შესაბამისი ტანსაცმელი არ მქონდა წაღებული. ყველაფერი მიყიდეს და მიღებაზე გამზადებული წამიყვანეს. წვეულებაზე  ბევრი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა – არაბეთის პრინცესა, ჯონ ლეგენდი... იქ როგორც კი შედიან, ვარსკვლავებს ეგრევე  ერთმანეთს აცნობენ. ბიანკას გააცნეს ერთი კაცი, რომელმაც მეც ჩამომართვა ხელი და თბილად მომესალმა... მეც ვუთხარი, სასიამოვნოა, თქვენი გაცნობა-მეთქი, ოღონდ ვერ ვიცანი. მერე ბიანკას ვკითხე: ვინ იყო ის კაცი-მეთქი და მითხრა: ჯორჯ ხუმრობ, ჯონ ლეგენდი იყოო...  ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ ვიცანი და სელფი არ გადავიღე.

– შეყვარებული ხომ არ ხარ ბიანკაზე?

– ბიანკა მიყვარს როგორც ადამიანი. ის იმდენად იდეალური ქალია ჩემთვის, რომ ამაზე არასდროს მიფიქრია. ბიანკა რომ გავიცანი, არავინ მიყვარდა... ახლა კი მყავს შეყვარებული, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, მოდელია. ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. სხვათა შორის, ბიანკამაც იცის. ძალიან მოსწონს ჩემი რჩეული და მეუბნება, რომ ჩემს ქორწილში აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. ბიანკას საქართველოში ჩამოსვლა ძალიან უნდა ჩემ გამო. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, მეუბნება, რომ იმდენად საინტერესო ადამიანი ვარ მისთვის, აინტერესებს, ჩემ უკან რა დგას. მაგრამ, ჯერჯერობით, აგენტი თავს იკავებს. მანამდე, საქართველოზე მხოლოდ ის იცოდა, რომ რუსეთმა დაგვბობა.

– გარდა ბიანკასთან მუშაობისა, ასევე „ბრავე მოდელს მანაგამენტის” წარმომადგენელი ხარ. ეს როგორ მოხდა?

– ესეც სასწაული იყო. მე, ბიანკა და მისი აგენტი – ბრუნო პაულეტა ბაქოში  ერთ სასტუმროში ვიყავით. როგორც კი გამიცნო ბრუნომ, პირდაპირ მითხრა: მინდა ჩემს ბიზნესში ჩაგრთო და ჩემი აგენტი იყოო. მოდელების ძებნა მევალება. საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი და  აქ მოდელები მომეძებნა. ერთი წელია, რაც  ბრუნოსთან დავდე კონტრაქტი. თბილისში რამდენიმე ქასთინგი ჩავატარეთ და უკვე 6 გოგონა ვიპოვეთ. მილანში   სამი თვე იყვნენ. თბილისის მოდის კვირეულშიც მიიღეს მონაწილეობა და „მერსედეს ბენცის“ კვირეულშიც. ახლა აზიაში მიდიან. მათ შორის არიან: ანა ახვლედიანი, ანამარია ფოჩხუა, რომელზეც ბრუნომ თქვა: მსგავსი სილამაზის სახე არ მინახავსო, ეს მაშინ, როცა უამრავი ტოპ-მოდელი ჰყავს აღმოჩენილი. ანამარია მხოლოდ 14 წლისაა და ჯერ მისი სამუშაოდ წაყვანის უფლება არ გვაქვს. როგორც კი 16 წლის გახდება, წავიყვანთ, დავიწყებთ მის აქტიურ პიარ-კამპანიას და 100 პროცენტით დარწმუნებულები ვართ, დიდ წარმატებას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წაყვანა ასაკის გამო არ შეიძლებოდა, უკვე გვყავდა წაყვანილი და OVS-ს პატარების სახეც გახდა. ამ ბრენდის დიდების სახე კი, ბიანკა ბალტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ახალი გოგო ვიპოვოთ თბილისში. ევროპაში მოთხოვნა უფრო არის ფერად, მეტყველ თვალებზე. ისე ვეძებთ გოგონებს, როგორსაც ქასთინგის დირექტორი გვთხოვს. არის პარფიუმერიული ბრენდები, სადაც სიმაღლე არ არის მნიშვნელოვანი.  

– მილანში წაგიყვანეს. გვიამბე, შენი იტალიური ცხოვრების შესახებ. როგორც ვიცი, ბრუნო პაულეტას სახლში ცხოვრობდი...

– მილანში რომ წამიყვანეს ბიანკა მეორედ ვნახე. ბრუნოს სახლში ვცხოვრობდი. ბიანკა მთელ დღეებს ჩვენთან ერთად ატარებდა. ერთხელ თევზის კერძიც კი გაგვიკეთა. მეც ვცადე, ქართული კერძის, „ოსტრის“ გაკეთება, მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა. 

– ვიცი, რომ მონიკა ბელუჩიც ნახე...

– იქ დავესწარი „დოლჩე გაბანას” გადაღებებს, სადაც მონიკა ბელუჩი ვნახე. ცხოვრებაში ის გაცილებით ლამაზი და ახალგაზრდაა. ფოტოებს რომ ვუყურებდი, თითქოს ცოტა ნაოჭები ჩანდა, სახის კანი მოშვებული ჰქონდა, ალბათ ფოტოობიექტივი უფრო აღიქვამს ყველა დეტალს. ზოგადად, რას დავაკვირდი, იცი?  ვინც კი ვნახე  სელებრითები –  ბიანკა, მონიკა, სტეფანო... ცოცხლად გაცილებით  ლამაზები არიან, ვიდრე ფოტოებში.

скачать dle 11.3