რჩევები ავტომოყვარულებს
კითხვა: მინდა შევიძინო აკუმულატორი. რომელი აკომულატორის შეძენა ჯობია – ჟელეიანის თუ წყლიანის?
პასუხი: თავად მე ჟელეიან აკუმულატურს ვხმარობ; შედარებით ძვირია, მაგრამ, უფრო მომწონს. ისე, წყლისაც არ არის ცუდი, მთავარია, ხარისხიანი აკუმულატორი იყიდოთ, კარგი ბრენდის, რომელსაც წყალიც კარგი აქვს და ჟელეც. ასეთებია: „ვარტა”, „ბოში” და სხვა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე“ რომელიც დაძვრისას „გლუშიტელიდან“ ბენზინს აფრქვევს. რისი ბრალია და რამდენად სახიფათოა ეს?
პასუხი: თქვენი ავტომობილი გაუმართავია – როგორც ჩანს, ძრავაში რჩება დაუწვავი ბენზინი, ან, შეიძლება, არ მუშაობს სანთელი („სვეჩი”) – ფაქტია, რომ ძრავაში რაღაც სერიოზული პრობლემაა – სადღაც ბენზინი არ იწვება და ასე სიარული ძალიან სახიფათოა. რადგან დაუწვავი ბენზინი მაყუჩში გადმოაქვს, ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მაყუჩში აალდეს, რადგან მაყუჩიც ცხელია. ამიტომ, აუცილებლად მიიყვანეთ ავტომობილი სერვისში.
კითხვა: როგორ შევამოწმო, არის თუ არა მექანიკის კოლოფი გამართული?
პასუხი: სიჩქარეებში უნდა ვარდებოდეს თავისუფლად და არ უნდა ჰქონდეს არანაირი ხმა ძრავას არც დაბალ და არც მაღალ ბრუნზე. შეამოწმეთ ორივეზე. გადართვა უნდა იყოს რბილი. მექანიკური კოლოფის შემოწმება ადვილია, ავტომატურის არის ცოტა რთული, მაგრამ, არა შეუძლებელი.
კითხვა: ხელოსანმა გამიუქმა თერმოსტატი და მითხრა, რომ ასეც შეიძლება ავტომობილის მართვა. რამდენად სწორია ეს და რამდენ ხანს შეიძლება ასე ვატარო მანქანა?
პასუხი: თერმოსტატის გარეშე ძრავა შედარებით ცივად მუშაობს, მის გათბობას ასე დიდი ხანი სჭირდება. ცივზე სიარული ძრავას დააზიანებს, მწყობრიდან გამოვა ძრავის ეგრეთ წოდებული „კოლიცოები” და დაიწყებს ზეთის ჭამას. ცივი ძრავის შემთხვევაში ავტომობილი მეტ საწვავსაც მოიხმარს და, შესაბამისად, აღარ არის ისეთი ეკონომიური, როგორიც მანამდე იყო. ავტომობილზე თერმოსტატი აუცილებელია, მით უმეტეს – ზამთარში, როდესაც ძრავა საერთოდ ვერ მოახერხებს გათბობას. ამიტომ, თერმოსტატი დაზამთრებამდე დააყენეთ.
კითხვა: აღმართზე ასვლისას მანქანაში წყალი ამიდუღდა. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს: შესაძლოა, თერმოსტატია გაფუჭებული და ბოლომდე არ იღება. ავტომობილი აუცილებლად მიიყვანეთ ძრავის ხელოსანთან, რათა ძრავა არ დაზიანდეს და სერიოზულ ხარჯებში არ გადავარდეთ.