კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფერა ჰაერში

„ბოინგ 727-ის“ კაპიტანი ლიტლეიჯი თვითმფრინავის აეროპორტში დაშვებისთვის მოემზადა, როცა შიდა კავშირის მიკროფონში სტიუარდესას შეშფოთებული ხმა გაისმა.

– სერ, პრობლემები გვაქვს. კლარისა ვარ. ერთ-ერთმა მგზავრმა მილი ტუალეტში შეათრია და ჩაიკეტა...

– რაო? – კაპიტანმა რადისტს სთხოვა „მიწასთან“ კავშირის მოწყობილობა ჩაერთო, – კლარისა, რას გულისხმობ?

– იმას, რომ თვითმფრინავის გატაცების მცდელობაა. მილი კი მძევალია. იმ ტიპს მოთხოვნები აქვს. მგზავრებმა ჯერ არაფერი იციან. შესაბამისად, პანიკაც არ არის.

– ძალიან კარგი. კლარისა მომისმინე...

– დიახ, კაპიტანო...

– მე ახლა „მიწას“ დავუკავშირდები და რაციას სპიკერზე ჩავრთავ, რომ შენი ხმა გაიგონონ. ყველაფერი მოყევი, როგორც იყო...

– ის ტიპი, ერთ-ერთი მგზავრი, თავისი ადგილიდან ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. როგორც კი ფარდის იქით აღმოჩნდა, მილის მკლავში სტაცა ხელი, რევოლვერი შუბლზე მიადო და ტუალეტში შეათრია. ჯერჯერობით, მილი კარგად არის. მისი საშუალებით გველაპარაკება...

– და მოთხოვნები აქვს? რას აპირებს?

– მილი ამბობს, რომ ის მოითხოვს, „ბოინგი“ ჯეკსონვილისკენ შევაბრუნოთ... იქ საწვავი დავიმატოთ... დანარჩენს მერე გვეტყვის. მილიმ კიდევ თქვა, რომ გარდა რევოლვერისა, მას აქვს დანა და ბოთლი უცნაური შეფერილობის სითხით. თავად ამბობს, რომ ნიტროგლიცერინია და თუ მოთხოვნებს არ დავუკმაყოფილებთ, თვითმფრინავს ააფეთქებს.

კაპიტანმა მეორე მიკროფონი აიღო, რომლითაც მთავარ სადისპეტჩეროს უკავშირდებოდა.

– ყველაფერი გაიგონეთ?

– დიახ, ყველაფერი... საინტერესოა, საით აპირებს. თუ კუბაში, იქამდე საწვავი გეყოფათ. ვინ არის, მისი ვინაობა არ დაადგინეთ?

კაპიტანმა შიდა კავშირისთვის განკუთვნილი რაცია აიღო...

– კლარისა, გესმის ჩემი... ვინაობა უკვე დაადგინეთ?

– დიახ, სერ. მგზავრების სიაში წერია, რომ ის ვინმე ჩარლზ ვაგნერია, ჰარტფორდიდან. სულ ბოლოში, გასასვლელთან იჯდა, როცა ავფრინდით. საუზმე და ერთი ბოთლი ლუდი მოითხოვა. სულ ეს არის...

– კაპიტანო ლიტლეიჯ, – გაისმა დისპეტჩერის ხმა, – დაელაპარაკეთ მას. გაიგეთ, რა უნდა. შეეცადეთ, მგზავრებში პანიკა არ ატყდეს.  მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– დიახ. მესმის. მე არც მილი მემეტება საფრთხისთვის.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... ამიტომაც ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, ლიტლეიჯ.

კაპიტანმა ამოიოხრა.

– ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, ახლა მთავარია, პანიკა არ ატყდეს, თორემ სიტუაციაზე კონტროლს დავკარგავთ.

– შეცვალეთ კურსი და წადით ჯეკსონვილისკენ. ჩვენ ნებას გრთავთ, – იყო პასუხი სადისპეტჩეროდან, – კაპიტანო, უსაფრთხოების სამსახური და ახალი ორლეანის სპეციალური, საგანგებო დანიშნულების განყოფილება გიბრძანებთ, არ გარისკოთ!

კაპიტნის თანაშემწე თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე ჩაძვრა სპეციალურ ჩანთაში და საჭირო რუკები ამოიღო... კაპიტანს კავშირი უსაფრთხოების სამსახურთან ჩართული ჰქონდა, რომ არცერთი დეტალი არ გამოპარვოდა.

– კლარისა, როგორ ხართ?

– ჯერჯერობით კარგად, სერ...

– ტუალეტის კარზე დაკიდე წარწერა, რომ დროებით არ მუშაობს. ფარდა ბოლომდე გადასწიე და არცერთი მგზავრი ტუალეტის სიახლოვეს არ მიუშვა.. ახალი მოთხოვნები ხომ არ წამოუყენებია?

– წამოაყენა, კაპიტანო... ოთხი მილიონი უნდა თვითმფრინავისა და მგზავრების სიცოცხლის გამოსასყიდად. ფული ჩემოდნით ჯეკსონვილში უნდა დაახვედრონ, 250 ათასი – შეკვრებით. იქ გაუშვებს მგზავრებს და შემდგომ სამოქმედო  გეგმას მოგვცემს, – კლარისას სიტყვები მკაფიოდ ისმოდა. თუმცა ხმა დამფრთხალი და შეშინებული ჰქონდა.

– გაიგონეთ? – იკითხა კაპიტანმა და უსაფრთხოების სამსახურიც მაშინვე გამოეხმაურა, – არ ინერვიულოთ. იქნება ფული... კიდევ რა უნდა?

– კლარისა, ჩვენი გესმის? – მიმართა კაპიტანმა სტიუარდესას.

– დიახ, სერ... მას ბევრი მოთხოვნა აქვს. ეტყობა, დიდხანს ამუშავებდა ამ გატაცებას და ყველა წვრილმანი გააზრებულ-გათვლილი აქვს. ჩავიწერე მოთხოვნები თანმიმდევრობით და ახლა წაგიკითხავთ. კუპიურები აუცილებლად 50-იანი და 100-დოლარიანები უნდა იყოს. თვითმფრინავი ჯეკსონვილის ასაფრენი ბილიკის განაპირას უნდა დაჯდეს. სულ ბოლოში და მას მხოლოდ კიბე უნდა მიუახლოვდეს. ჯერ გამოუშვებს მგზავრებს, ეკიპაჟს – არა. ჩემოდანი და ორი პარაშუტი თვითმფრინავში ისე უნდა შემოაგდონ, რომ შიგნით არავინ შემოვიდეს.

– პარაშუტები უნდა? თანაც ორი?

– დიახ. ერთი სამხედრო დანიშნულების, მეორე – მოყვარული მხტომელებისთვის. მერე თვითმფრინავი მაიამიში უნდა გაფრინდეს მინიმალური სიჩქარით და მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე.

– კაპიტანო, როგორც ჩანს, თვითმფრინავიდან ჩახტომას აპირებს – გაისმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ხმა. შეძლებს?

– შეძლებს. ახლა ვხვდები, რატომ აირჩია „ბოინგი 727“ – მხოლოდ ამ მოდელს აქვს უკანა, მესამე, სათადარიგო კარი.

– გააკეთეთ, რასაც ითხოვს. ყველა ქვედანაყოფი მზადყოფნაშია, ვერსად წაგვივა...

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ტერორისტი ითხოვდა. „ბოინგი” ავიაგამანადგურებლების მეთვალყურეობის ქვეშ იყო... მოძალადემ მგზავრების გათავისუფლების ბრძანება ტუალეტიდან გასცა. მათ უთხრეს, რომ თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და იძულებითი დაჯდომა განხორციელდა. როცა უკანასკნელი უკმაყოფილო მგზავრი ავტობუსში ჩასვეს და იქაურობას გააცილეს, „ბოინგი“ ისევ ჰაერში აიჭრა და გეზი მაიამისკენ აიღო. საკმაოდ დაბლა მიფრინავდა. ტერორისტმა კაპიტანს კლარისას პირით უბრძანა, შუქი გამოერთო და ოკეანეს მოშორებოდა. ჩახტომას აშკარად დაუსახლებელ ტერიტორიაზე აპირებდა. ფლორიდის ცენტრში. „ბოინგს“ კორიდორი გაუხსნეს. ავიაგამანადგურებლებმა ის მხედველობის არეალიდან დაკარგეს. დაახლოებით ათ წუთში კაპიტანმა ლიტლეიჯმა მარცხენა ფრთასთან შავი ლაქა დაინახა, რომელიც წყვდიადში გაუჩინარდა...

– მორჩა, გადახტა... ვწუხვარ, რომ ხელიდან გავუშვით...

– არა უშავს, კაპიტანო... ვერსად წაგვივა, ფლორიდის მთელი პოლიცია ფეხზეა და ჯარის სპეციალური ქვედანაყოფიც მზად არის, ძებნაში ჩაერთოს. შეგიძლიათ, მაიამიში დაბრუნდეთ. თქვენი ეკიპაჟისთვის სასტუმრო უკვე დაჯავშნილია. დაისვენეთ...

კაპიტანმა ლიტლეიჯმა მიმღები გამორთო.... ავტოპილოტი ჩართო და სალონში გავიდა. მისი თანაშემწე, რადისტი და ორი სტიუარდესა აღფრთოვანებული სახეებით ჩასცქეროდნენ თავახდილ ჩემოდანში ჩაწყობილ ტკიცინა კუპიურებს...

– გილოცავთ, ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა... კლარისა, ვნერვიულობდი, რომ ღია კარიდან არ გადავარდნილიყავი.

– ჩემზე არ ნერვიულობდით? – ეწყინა მილის, – ზუსტად ორსაათნახევარი ვიჯექი დახუთულ ტუალეტში გვამთან ერთად... საშინელება იყო...

– არც ჩემთვის იყო ადვილი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა, – საუბარში ჩაერთო კაპიტნის თანაშემწე, – საცოდავი, არ გაუმართლა, რომ სწორედ იმ დროს მოუნდა ტუალეტში გასვლა, როცა ოპერაციის დაწყება დავგეგმეთ. ვერასდროს გავიგებთ, რას აკეთებდა ის სიცოცხლეში... ჩარლზ ვაგნერი...

– მძიმე კი იყო... ლამის თან გადამიყოლა ღია კარში, – ამოიოხრა კლარისამ და გაიღიმა, – თუმცა, ეს ყველაფერი ამად ღირდა... ახლა მდიდრები ვართ... ფული გავიყოთ და მაიამიში ვალმოხდილი გმირები ჩავფრინდეთ.

скачать dle 11.3