კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავამყაროთ ოჯახში ურთიერთგაგება და დავგეგმოთ სასურველი მომავალი ცხოვრება

თუ გსურთ, რომ ოჯახში გქონდეთ ურთიერთგაგება, აუცილებლად გაითვალისწინეთ ასტროლოგიური რჩევები და ამის მიხედვით დაგეგმეთ საკუთარი ცხოვრება და მომავალი. დედამიწაზე აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია და ადამიანებს შორის ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები აქვს; კერძოდ, ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად მიმდინარეობს. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. ამ პერიოდში ეს ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი უახლოეს გარემოცვაში, თუნდაც მეუღლეში. თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან იმდენი ენერგია წაიღოს თქვენგან, რომ დაავადება გამოიწვიოს. თუ ვერ გაეცლებით, შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ მისი სიტყვები; ან არ მისცეთ საუბრის საშუალება და თქვენ მასზე მეტი ილაპარაკეთ, თან, რაც შეიძლება ემოციურად და ხმამაღლა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ცოლქმრულ ურთიერთობაში ერთ-ერთი მათგანი ენერგოვამპირია და მეუღლისგან ბევრ ენერგიას იღებს. ამიტომ, სანამ კონკრეტულ ადამიანთან ბედის დაკავშირებას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დააკვირდეთ მის ქცევებს და, მასთან ურთიერთობის შემდეგ – თქვენს ჯანმრთელობას. 

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ მოძებნოს ცხოვრების თანამგზავრი, ვისთანაც ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებს; ჰქონდეს სიყვარულით აღსავსე ოჯახი; თავიდან აიცილოს უთანხმოება ახლობლებთან. ამიტომ, გირჩევთ, სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრებაში, გადახედეთ თქვენს პირად ჰოროსკოპს.

ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რომელსაც რომელიმე კონკრეტული სტიქია მართავს. ყველა ზოდიაქო და ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. როგორც ვიცით, სულ ოთხი სტიქია არსებობს: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი.

აუცილებელია ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი სკანდალებს, ასე გახშირებულ განქორწინებებს, გაუგებრობებსა და გაურკვევლობებს ოჯახის წევრებთან.

ასტროლოგიაში არსებობს ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები. მაგალითად: ცეცხლის სტიქიის ნიშნები: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, კარგად ეგუებიან ამავე ნიშნით ან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს – თხის რქებს, კუროებს, ქალწულებს. რაც შეეხება მშვილდოსანს, მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად გამონახოს საერთო ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უჭირს მორიელის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა და თანაცხოვრება.

ჰაერის სტიქიის ნიშნები – სასწორი, მერწყული და ტყუპები, კარგად ეწყობიან ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებს, მაგრამ, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მუდმივად პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობები აქვთ.

წყლის სტიქიის ნიშნები კარგად ეწყობიან მიწის და, თავისივე – წყლის სტიქიის ნიშნებს და ძნელად ეგუებიან ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს.

მიწის სტიქიის ნიშნები მშვიდად გრძნობენ თავს მიწისა და წყლის სტიქიების ნიშნების გარემოცვაში, მაგრამ, ვერ ეგუებიან ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ოჯახურ თანაცხოვრებას.

скачать dle 11.3