კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, რა არის სიყვარული

არც გარეგნობა მაკლია, არც ოჯახიშვილობა, არც ქონება და არც განათლება, მაგრამ მაინც ძალიან უბედური ადამიანი ვარ. ვიცი, რომ ძალიან ბევრ გოგოს შურს ჩემი, თითქმის ყველას, ვინც მიცნობს, რადგან ჰგონიათ, რომ პრობლემები არ მაქვს და თანაც ბიჭები გუნდ-გუნდად დამდევენ, რაც, ცხადია, ძალაუნებურად იწვევს გოგოებში შურს. ამის გამო ყველას გაორებული დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ: მემლიქვნელებიან და „მეტენებიან“ ყველა იმ მიზეზის გამო, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და თან, იმედი აქვთ, რომ ჩემი თაყვანისმცემლებიდან რომელიმეს მაინც „დაითრევენ“; ამის პარალელურად კი ვერ მიტანენ, იმიტომ, რომ, სადაც ჩემ გვერდით არიან, ბიჭები იქ მათ ვერ ამჩნევენ, რადგან ჩემი გულის მონადირებაზე არიან გადასულები. მე თუ მკითხავთ, ნამდვილად არ არიან დასაწუნი გოგოები, მაგრამ მე იმიტომ ვარ უფრო პაპულარული, რომ ისეთი მდიდარი და ცნობილი მამიკო მყავს, მახინჯი, გოიმი და უწიგნურიც რომ ვიყო, მაინც შეეცდებოდნენ ჩემი გულის მოგებას – ეს ხომ ყოველთვის ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე მოხდება. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მე არ მომწონს არცერთი მათგანი, სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ; პულსიც კი არ მიჩქარდება; მათი მლიქვნელური ფაციფუცი ხომ ისე მიშლის ნერვებს და ისე მაღიზიანებს, საერთოდ ვეღარ აღვიქვამ მამაკაცებად.

ჩემს მართლა მეგობრებსაც და ეგრეთ წოდებულ მეგობრებსაც ბედნიერი ვგონივარ, რადგან, დარწმუნებული არიან, რომ ჩემი ცხოვრება სიყვარულით არის აღსავსე (მატერიალური კეთილდღეობის პარალელურად), მაგრამ, სინამდვილეში არც კი ვიცი, რა არის სიყვარული, რადგან არასდროს არავინ მყვარებია და, ეჭვი მაქვს არც არასდროს შემიყვარდება, რადგან, როგორც ჩანს, ფრიგიდული ქალი ვარ, საშინლად არარომანტიკოსი, არამეოცნებე და არაგულჩვილი (ბიჭების მიმართ). სიმართლე გითხრათ, ამას ძალიან განვიცდი და ვცდილობ, რომ ასეთი არ ვიყო, მაგრამ არაფერი გამომდის. ვინც შემომხედავს, ვერავინ დაიჯერებს, რომ არც ყვავილები მიყვარს, არც ლექსები და სიმღერები ამაღლებულ გრძნობებზე და არც ქალისა და მამაკაცის ერთგულების მჯერა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასეა და ამიტომ არც არასდროს მიგრძნია თავი ბედნიერ ქალად. ასეთად ყოფნას, მერჩივნა, ღარიბი ოჯახის შვილი ვყოფილიყავი, ძალიან საშუალო გარეგნობა მქონოდა და სიყვარული შემძლებოდა – მაშინ მართლაც ბედნიერად ჩავთვლიდი თავს.

ის გოგოები კი, ვისაც ჩემი შურთ, მინდა დავამშვიდო და ვუთხრა: დამიჯერეთ, ნამდვილად არაფერი მაქვს შესაშური. თქვენ გაცილებით უფრო ბედნიერები ხართ, რადგან ერთხელ მაინც (თუნდაც ცალმხრივად) გყვარებიათ ცხოვრებაში, მე კი, ალბათ, ისე დავბერდები და მოვკვდები, რომ ვერასდროს შევიგრძნობ სიყვარულის მშვენიერებას.

მაგდა, 24 წლის.

скачать dle 11.3