კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მყარდება უხილავი და უსიტყვო კონტაქტი გარდაცვლილ ახლობლებთან და რა კავშირშია მათი კარმული დავალიანება ჩვენს წარუმატებელ ცხოვრებასთან

ჩვენს ბედნიერ მომავალსა და მის წარმატებულ ცხოვრებაზე წინაპართა კარმული ვალებიც ახდენს ზეგავლენას. თუ ადამიანი წარუმატებელია, არ უმართლებს და ცხოვრებაშიც ბევრი წინაღობა და ბარიერი ხვდება, შესაძლოა, ამის მიზეზი სწორედ წინაპართა არასწორი ცხოვრება იყოს. როგორც, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზი ამბობს, შესაძლებელია, რომ წინაპართა არასწორი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, შთამომავალზეც გადავიდეს.

ნაზი: როცა ადამიანი ცხოვრებაში წარმატებებს ვერ აღწევს, დიდი შანსია, ამის მიზეზი წინაპართა კარმული ვალები იყოს. ასეთი უიღბლო და წარუმატებელი ადამიანები ძალიან მოუსვენრები და ენერგიულები არიან. ასე რომ, თუ წინაპართა კარმული ვალები თქვენ გადმოგეცათ გადასახდელად და გამოსასწორებლად, არ არის გამორიცხული, უმიზეზოდ ფორიაქობდეთ, ვერ ხარჯავდეთ მოზღვავებულ ენერგიას, ხშირად ფეთქდებოდეთ ელემენტარულ საკითხზე საუბრისას და ასე შემდეგ. 

– გამიგია, რომ, თუ ადამიანს წინაპრისგან გადმოცემული კარმული ვალები აქვს, ის ხშირად ხედავს აჩრდილებს. 

– დიახ, ასეთი ადამიანები ხშირად ხედავენ თეთრებში გამოწყობილ გარდაცვლილთა აჩრდილებს. ადრე ამას მალავდნენ, რადგან მათ შეურაცხადებად მიიჩნევდნენ და მათ სიმართლეში ეჭვი შეჰქონდათ; ეგონათ, რომ ეს ტყუილი ან მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა დღეს ამ საკითხზე უკვე თამამად და ხმამაღლა საუბრობენ თვითმხილველები. სპეციალური კვლევებიც ჩატარდა ამ თემასთან დაკავშირებით. როცა ადამიანები გარდაცვლილ წინაპრებს ხედავენ და მათთან კონტაქტს ამყარებენ, ამას უხილავი კონტაქტი ჰქვია. ეს, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს შეემთხვას.

ასე რომ, გარდაცვლილი წინაპრების აჩრდილების ხილვა რეალურად შესაძლებელია, ანუ, ადამიანი გარდაცვლილს ხედავს, რეალურად კი ის იქ არ არის.

– სინამდვილეში იმ ადგილას რა ხდება? 

–  სინამდვილეში, იმ ადგილას არის მისი ენერგეტიკა და ადამიანის გრძნობათა ორგანო სწორედ მას აღიქვამს კონკრეტულ მომენტში. შეიძლება, გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი მისმა შთამომავალმა დაინახოს, ხოლო, მის გვერდით მყოფმა ადამიანებმა ვერაფერი შენიშნონ. 

– ესე იგი, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ხედავს აჩრდილს, ხოლო მის გვერდით მდგომი ადამიანები მას ვერ ამჩნევენ?

– არა, ბევრი ფაქტია, როცა გარდაცვლილი ადამიანის თეთრებში ჩაცმული აჩრდილი ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა შენიშნა. ამ დროს ხდება კოლექტიური გენის შეერთება და მოქმედება. მათი გრძნობათა ორგანოები ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემენ. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადამიანის გონებაში ხდება მისი იდენტიფიკაცია. შედეგად კი, როცა ეს ენერგეტიკა მას გადაეცემა, წარმოსახვის უნარიც გააქტიურებას იწყებს და, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი დაინახოს სხვებთან ერთად. 

– მგონია, რომ აჩრდილები მაინც წარმოსახვითი მოვლენაა და, ალბათ, ბევრი დამეთანხმება ამაში.

– საერთოდ, აჩრდილები წარმოსახვითი მოვლენაა, მაგრამ მას მაინც რეალური საფუძველი აქვს, კერძოდ, მიღებული ინფორმაცია. ერთი ახალგაზრდა კაცი სიმსივნით გარდაიცვალა. დედამისი ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე, გვიან ღამემდე  იქ იჯდა  და გლოვობდა შვილს. სახლში რომ მოდიოდა, მეზობლებს უყვებოდა, როგორ იხილა მან სასაფლაოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი შვილის აჩრდილი და როგორ შეძლო მასთან დაკონტაქტება ხმის ამოუღებლად. როცა ამას ყვებოდა, ყველას ეცოდებოდა – საწყალი, ჭკუიდან შეიშალა, რასაც წარმოსახვაში ხედავს, იმას ყვებაო. არადა, თვეების განმავლობაში იმდენად დამაჯერებლად ყვებოდა შვილის აჩრდილის ხილვას, რომ ერთ დღესაც, მეზობლებს ეჭვი შეეპარათ – იქნებ, მართლაც ხედავსო და გაჰყვნენ საფლავზე. შებინდებისას ქალმა შორს თითით მიანიშნა – მოდისო. ვერავინ ვერაფერი დაინახა. მეორედაც იგივე განმეორდა; მესამეჯერ კი, როცა მათი აზრების და ფიქრების გადაჯაჭვა და ინფორმაციის გონებრივი გაცვლა მოხდა, შორიახლოს მართლაც დალანდეს თეთრებში ჩაცმული აჩრდილი. ზოგი იმასაც ამბობს, გარდაცვლილი ახლობლების აჩრდილებს ღამით ხშირად ვხედავთ, მაგრამ მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებთო.

– ამ დროს რა ხდება?

– ამ დროს ჩვენი გრძნობათა ორგანოები გარდაცვლილთა ენერგეტიკის არსებობას ვერ გრძნობს. ზოგადად, ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება, მათ შორის, არც ადამიანის სული. ის რამდენჯერმე მეორდება სხვადასხვა ადამიანის სხეულში. არ არის გამორიცხული, რომ ის ცხოველში, ფრინველში ან მცენარეში გადავიდეს, განმეორდეს და დედამიწაზე ადამიანის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდეს. სიკვდილის წინ კი ადამიანებს მართლაც ეცხადებიან გარდაცვლილი ახლობლები. სიკვდილის წინ ხშირად ხედავენ მათ სიზმარში და მათგან გაფრთხილებასა და მინიშნებებს იღებენ. იმასაც გეტყვით, რომ ადამიანის გენეტიკური კოდის ხელმეორედ დედამიწაზე მოსვლის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება, ანუ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა გარდაცვლილი ადამიანი, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლის სახით. ამქვეყნად ყველას ჩვენ-ჩვენი მისია გვაკისრია და ეს მისია ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევასრულოთ, რომ იმქვეყნად წყნარად და ვალების გარეშე წავიდეთ. შემდეგ კი, ჩვენი სულის ხელმეორედ დაბრუნებისას, ამქვეყნად არ შევუქმნათ პრობლემა უცოდველ ადამიანებს. ზოგადად, თითოეულ ჩვენგანს თავისი კოდით იცნობენ სამყაროში არსებული იდუმალი ძალები და, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ისევ განაგრძობს არსებობას. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამ კოდის არსებობას ვერ ვაცნობიერებთ და ვერ ვგრძნობთ. მაგრამ, ადამიანის კოდი მანამდე იწყებს იმქვეყნად გარდასახვას, სანამ მისი პატრონი გარდაიცვლება. ადამიანი ამ დროს იმქვეყნად გარდასახვის მოსამზადებელ პერიოდს გადის. ამიტომ არის, რომ სიკვდილის წინ ადამიანი ქვეცნობიერის დონეზე რაღაც უცნაურს გრძნობს; ისე ეკონტაქტება ახლობლებს, თითქოს ემშვიდობება; სიზმარში ხედავს გარდაცვლილებს; იცვლის კანის ფერს; სწრაფად მოქმედებს, თითქოს რაღაცას ელის. ამ დროს ცოცხალი ადამიანი, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებაც ეძლევათ.

– ამბობთ, რომ გარდაცვალების წინ ადამიანს წინათგრძნობა აქვს?

– დიახ, რასაკვირველია, მაგრამ ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას. გაიხსენეთ გარდაცვლილი ადამიანები და დააკვირდით, სწორს თუ არ ვამბობ.  ასევე, სიკვდილის წინ ადამიანს ეცვლება ხასიათი, უფრო ხელგაშლილი ხდება და არ ენანება იმ ნივთების გაჩუქებაც კი, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია; ის გაცილებით კონტაქტურია და ცდილობს, დიდხანს ესაუბროს გარშემო მყოფებს. 

скачать dle 11.3