კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 14 წლის ბიჭი. 1 კვირაა, რაც დამეწყო გულში (გულთან) ჩხვლეტა. რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს? 

პასუხი: გარდატეხის ასაკში ხშირია გულის არეში ტკივილი, რადგან გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარების ზოგად ტემპს ოდნავ ჩამორჩება, გულის მასის ზრდა კი არ შეესაბამება მთელი სხეულის ზრდის ხარისხს. სქესობრივი მომწიფების ასაკში მოზარდები უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, განსაკუთრებით  – ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს; ტკივილს გულმკერდის არეში. მაგრამ, ამის მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის „დაბრალება” და ამ მიზეზით უყურადღებობის გამოჩენა არ არის სწორი. ერთხელ მაინც უნდა მიმართოთ ექიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცე, როცა ცხვირიდან სისხლი წაგსკდება? მითხრეს, რომ არ შეიძლება თავის გადაწევა და შუბლზე ცივის დადება. გთხოვთ, მასწავლოთ სწორი მკურნალობა.

პასუხი: თავი ოდნავ წინ დახარეთ და ცხვირის ნესტოებთან ქსოვილის ნაჭერი მიიდეთ. ცხვირზე უნდა მოთავსდეს ყინული ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი. თუ სისხლდენა 10-15 წუთში არ შეწყდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. არ შეიძლება თავის უკან გადაწევა – ამან, შესაძლოა, სისხლიანი პირღებინება გამოიწვიოს.

კითხვა: მაინტერესებს, იკურნება თუ არა ქრონიკული B ჰეპატიტი, ან ჩემს მეუღლეს თუ გადაედება ან, ხომ არ ემუქრება საფრთხე ნაყოფს?

პასუხი: B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადამდები ერთადერთი ინფექციაა, რომლისგან თავის დაცვაც ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულის ოჯახის წევრები უნდა იქნენ გამოკვლეულნი და აცრილნი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით. ქრონიკული B ჰეპატიტი გაცილებით ძნელი სამკურნალოა. ამ დროს ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გამრავლებას, იძლევა ღვიძლის ფუნქციის აღდგენის, ციროზის ჩამოყალიბების ალბათობის შემცირების საშუალებას, მაგრამ, გამოჯანმრთელება (ორგანიზმის ვირუსისგან გათავისუფლება) ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ დედას აქვს ვირუსული B ჰეპატიტი, მას, შესაძლოა, შეეძინოს დაინფიცირებული შვილი. ნაყოფის დასნებოვნების ალბათობა ვირუსული მარკერების სპექტრზეა დამოკიდებული. ამიტომ, ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ჰეპატოლოგის კონსულტაცია, რომელიც ქალს სათანადო გამოკვლევებს დაუნიშნავს. მნიშვნელოვანია სისხლის შრატში ვირუსული მარკერების სრული სპექტრის დადგენა, რათა განისაზღვროს ინფექციის აქტივობისა და ბავშვის დაინფიცირების რისკი.

 

скачать dle 11.3