კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი – „შვიდისრიანი“

ამ ხატის შექმნა სახარების ერთ-ერთ ცნობილ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც მირქმის დღესასწაულად (15 თებერვალი) დაადგინა ეკლესიამ. ამ დღესასწაულის შინაარსი ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვისაა ცნობილი და მასზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, მხოლოდ იმ სიტყვებს მოგაგონებთ, რომელიც სულიწმიდის ძალით, მოხუცებულმა სვიმეონმა მას შემდეგ, რაც ჩვილი იესო მიირქვა (ჩაიხუტა) და დედა-ღვთისმშობელს მიმართა:

„აჰა, დადგინებულია ეს მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა განცხადდეს მრავალთა გულის ხრაზვანი“.

ეს იყო წინასწარმეტყველება იმ მრავალ განსაცდელთა და ჭირთათმენისა, რომელთა გადატანაც მოუხდებოდა დედა-ღვთისმშობელს.

სწორედ სვიმეონის ეს წინასწარმეტყველებაა სიმბოლურად გამოსახული ღვთისმშობლის ხატებზე, რომელთა შესახებაც ამჯერად გესაუბრებით: ღვთისმშობელი მათზე გულში ჩასობილი შვიდი მახვილითაა წარმოდგენილი. რიცხვი 7 წმიდა წერილში სისრულის, სისავსის მაჩვენებელია, ხოლო ამ შემთხვევაში, შვიდი მახვილი ხილული სიმბოლოა იმ მწუხარების, იმ სიმწრისა და ნაღველისა, რითაც აღსავსე გახლდათ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების მთელი გზა. 

აღნიშნულ ხატებზე 7 მახვილის, ანუ ისრის განლაგების მიხედვით, მათ ორ სახესხვაობას განარჩევენ.

ერთი სახის ხატებზე მარჯვნივ სამი და მარცხნივ ოთხი მახვილია გამოსახული. ეს გახლავთ საკუთრივ „შვიდისრიანად“ სახელდებული ხატი ყოვლადწმიდა ღვისმშობლისა.

თუ ხატზე სამ-სამი მახვილია წარმოდგენილი მარცხნივ და მარჯვნივ და ერთიც, მეშვიდე – შუაში ქვემოდან, ეს ხატი იწოდება „სვიმეონის წინასწარმეტყველებად.” მას კიდევ „გაბოროტებულ გულთა ლმობიერებით აღმავსებელსაც“ უწოდებენ.

ამ ხატის წინ უნდა ვილოცოთ სიყვარულის განსავრცობლად, შურისა და ყოველგვარი სიავის აღმოსაფხვრელად, ჩვენს მტერთა, მოძულეთა და გაჭირვებულთა მოსაქცევად, რათა მათი და ჩვენი გულები, სამწუხაროდ, ხშირად გაბოროტებულნი, ძმათმოყვარეობისა და კეთილისყოფებისაკენ მოაბრუნოს და ლმობიერებითა და მიმტევებლობით აღავსოს ყოვლადწმიდა დედა-ღვთისმშობელმა.

„შვიდისრიანად“ წოდებულ ამ ხატზე ყოვლადწმიდა ქალწული არც ღვთაებრივ ყრმასთან ერთადაა გამოსახული, არც მთავარანგელოზებთან, არც მოციქულებთან: დედა ღვთისა მარტოდმარტო დგას – მშვიდი და სათნო სახით. მის გულს კი შვიდი ისარი გმირავს.

სიმბოლურად ეს ხატი ღვთისმშობლის მთელ ცხოვრებას ასახავს, გამოუთქმელი მწუხარებითა და ნაღველით აღსავსეს, რომლის განმავლობაშიც ყოველი განსაცდელის ჟამს, ღვთისმშობელი ამჯობინებდა, დაეთმინა და უხმოდ ეტანჯა.

რაც შეეხება ამ ხატის ისტორიას, შემორჩენილია შემდეგი გადმოცემა: რუსეთში, ვოლოგდის გუბერნიაში მცხოვრები ერთი გლეხი ხანგრძლივად ავადმყოფობდა. ის დაკოჭლდა და მიუხედავად მკურნალობისა, მის ძლიერ, საერთო სისუსტეს არაფერი შველოდა. ერთხელ, ძილში გაიგონა ხმა, რომელმაც უბრძანა, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის სამრეკლოში ეპოვნა ღვთისმშობლის ერთი ხატი, რომლის წინ ლოცვა გამოაჯანმრთელებდა. გლეხი ორჯერ მისული ამ ეკლესიაში, მაგრამ სამრეკლოში არავინ შეუშვა, არც მისი ნაამბობი დაიჯერეს. და აი, როცა იგივე თხოვნით მესამედ მივიდა ტაძარში, შეიბრალეს და სამრეკლოში შეაგზავნეს. როგორც კი ზემოთ ავიდა, მაშინვე იპოვა ხატი, რომელიც უბრალო ფიცარი ჰგონებოდათ, კიბეზე გაედოთ და ზედ ფეხებით დადიოდნენ. ნაპოვნი სიწმიდე მაშინვე გაასუფთავეს, გარეცხეს და მის წინ პარაკლისი აღასრულეს, რომლის დროსაც ის გლეხი გულმხურვალედ ლოცულობდა და განიკურნა კიდეც.

ამ ამბებიდან კარგა ხანი რომ გავიდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ დაავიწყდათ სასწაულთმოქმედი ხატი, მაგრამ, როდესაც 1830 წელს ვოლოგდაში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, შეშინებულმა ხალხმა დახმარებისათვის ისევ ზეციურ დედოფალს მიმართა. მათ „შვიდისრიანი“ და კიდევ ერთი ღვთისმშობლის ხატი ქალაქის ირგვლივ ლოცვით შემოატარეს და ქოლერამ უეცრად დატოვა იქაურობა.

ეს ხატი დაწერილი ყოფილა ტილოზე, შემდეგ კი ფიცარზე დაუწებებიათ. მალე მისი ზუსტი ასლი ვოლოგდის ერთ-ერთ ეკლესიაში დააბრძანეს. დღეს ამ ხატის უამრავი ასლი და, როგორც უკვე ვთქვით, ორი სახესხვაობაა ცნობილი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ ხატების ხსენებას 13(26) აგვისტოსა და ყოველთა წმიდათა კვირას აღასრულებს.

скачать dle 11.3