კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ დავიცვათ თავი სექტანტთა ქადაგებისგან?

პასუხი: სექტანტებისგან ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლობის ღრმა ცოდნა დაგიცავთ. ამისთვის საჭიროა ეკლესიაში იაროთ და გყავდეთ მოძღვარი, რომელიც გასწავლით გზას, როგორ დაიცვათ თავი არა მარტო სექტანტებისგან, არამედ ყოველი უკეთურებისგან.

კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული ეკლესია რეინკარნაციას?

პასუხი: ადამიანი ერთხელ იბადება და აღარასდროს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად, უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. თუმცა გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი არსებობას არ ამთავრებს. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით ისეთივე, როგორიც იყო, ოღონდ უხრწნელი ხორცით.

კითხვა: რას ნიშნავს განბანა და არის თუ არა განმბანველი ნათლია?

პასუხი: განბანა არის ნათლობის შემდეგ ახალ ნათელღებულზე მირონის მოწმენდის წესი, რომელსაც ასრულებს ღვთისმსახური და ესწრება ნათლია. წინათ მირონს მღვდელი არ წმენდდა ნათლობის დროს ახალმონათლულს და რამდენიმე დღის შემდეგ განმბანველი ასრულებდა ამას. ეს წესი იმიტომ შეიცვალა, რომ მირონცხებული ადამიანი ვერ ასრულებდა იმას, რაც ევალებოდა, ამიტომ მირონის – ამ სიწმინდის შებღალვა რომ არ მოხდეს, მღვდელი ნათლობის დროსვე ასრულებს განბანვას.

კითხვა: რომელი ფორმაა სწორი „წმინდა” თუ „წმიდა”?

პასუხი: ორივე ფორმა სწორია. საეკლესიო ხელნაწერებში გვხვდება როგორც „წმინდა” ასევე, „წმიდა”.

скачать dle 11.3