კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ და KPMG Georgia საქართველოს მასშტაბით დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე ღია სემინარებს ჩაატარებენ

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ – შანსი რეალური წარმატებისკენ

საუკეთესო განათლების მისაღებად ბევრი უცხოეთს ირჩევს, მაგრამ საქართველოშიც შესაძლებელია, მიიღო მაღალი დონის ცოდნა უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის გარანტით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის კურსდამთავრებულის სტატუსით. აქ სწავლების საუკეთესო პირობებია. მსმენელებს უნიკალური შესაძლებლობა ექმნებათ, მიიღონ სრული სტიპენდია. ასევე, ისარგებლონ უპროცენტო, გრძელვადიანი დაფინანსებით. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი,“ ამჯერად საერთაშორისო აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანია KPMG Georgia-სთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს ღია სემინარებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე. ღია სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე ყველას, ვისაც დასაქმება სურს. ტრენინგის შესარჩევად და რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ www. bog. edu. ge

აკაკი ხელაძე („საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორი): საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, განაგრძობს სტუდენტების მიღებას, მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ფინანსების კუთხით. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისთვის  მნიშვნელოვანია, ადამიანებს მისცეს რეალური შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება. უკვე დაიწყო მიღება მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 5 სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლის საფასური. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტისთვის ასევე, მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სტუდენტის განვითარებას კარიერული წინსვლისა და დასაქმების კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, KPMG Georgia-სთან ერთად, ტურნეს ფარგლებში ღია სემინარზე დასწრების საშუალება ექნება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლა.

„სემინარზე დასწრება უფასოა, სადაც განხილული იქნება სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი, ეფექტური პასუხების გაცემა. ღია სემინარის მსმენელებს ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო დამატებით საკითხებზე მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია და რჩევები. ღია სემინარები ჩატარდება თელავში 12 ივნისს, ქუთაისში – 15 ივნისს და ბათუმში – 16 ივნისს,“ – განაცხადა KPMG Georgia-ს პერსონალის მართვის სამსახურის უფროსმა ანა გოცირიძემ.

скачать dle 11.3