კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიღო შემოწირულობად ნოდარ ჯავახიშვილმა 50 000 ლარი და როგორ მოახერხა მან 1999 წელს ნაღდ ფულად 7 000 ლარის დაგროვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი 1954 წელსაა დაბადებული სოფელ ტიბაანში. 1972-1977 წლებში იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპეციალობაზე – ფინანსები და კრედიტები. მისი პროფესიული გამოცდილება  1977 წელს დაიწყო სახბანკის რუსთავის განყოფილების უფროს ეკონომისტად; იმავე წელს დააწინაურეს მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროს ეკონომისტად; 1979-1980 წლებში საგეგმო ეკონომიკური სამმართველოს უფროს ეკონომისტად იმუშავა; 1980 წელს საქრესპბანკის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. 1983-ში  სახბანკის რუსთავის განყოფილების მმართველად დანიშნეს; 1985 წელს – საგეგმო ეკონომიკური სამმართველოს უფროსად; 1987-ში – ბანკების კოორდინაციის სამმართველოს უფროსად; 1988-დან 1991 წლამდე კი საქრესპბანკის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა; 1992-1993 წლებში ბინსოცბანკის ისნის განყოფილების მმართველი იყო; 1993-დან 1998-მდე კი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 1999 წელს პარლამენტში მოხვდა; თავდაპირველად საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მოგვიანებით – თავმჯდომარეც (2004-მდე);  2011 წელს ნოდარ ჯავახიშვილმა „ქართუ ბანკში“ გადაინაცვლა, მუშაობდა „ქართუ ბანკის“ საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარედ, „ქართუ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორად და ბოლოს – „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2014 წლის მაისიდან კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

ნოდარ ჯავახიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, მარინა ჩადუნელი და ორი შვილი: 1976 წელს დაბადებული თამარი და 1978 წელს დაბადებული მიხეილი. იმხანად ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება ნოდარ ჯავახიშვილის საკუთრება იყო; კერძოდ: მიწის ნაკვეთი (2 400 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი სოფელ გლდანში; საცხოვრებელი ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე; მეცხოველეობის ფერმა სოფელ ტიბაანში – ღორი 100 სული, ცხვარი 250 სული და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 30 სული; ასევე, ორი ავტომობილი, 20 000 ლარად ღირებული „ჰიუნდაი გალოპერი“ და 6 000-ლარიანი „ბეემვე“. დეკლარაციის შევსების დროს კი ნაღდ ფულად 7 000 ლარი ჰქონდა. 1999 წლის განმავლობაში, როგორც დეპუტატმა, წლიური ხელფასის სახით 1 110 ლარი აიღო.

2000 წელს ბ-ნი ჯავახიშვილის საპარლამენტო წლიურმა ხელფასმა 5 000 ლარი შეადგინა; 2001 წელს – 8 010 ლარი; 2003 წელს – 9 180 ლარი. რაკი სახელმწიფო სამსახურში აღარ იყო, ქონებრივი დეკლარაცია წლების განმავლობაში არ შეუვსია – 2015 წლამდე, სანამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად არ დაინიშნა. 

სულ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ მეუღლე, უძრავ ქონებად კი – მხოლოდ მიწის ნაკვეთი გლდანის ტერიტორიაზე (1 000 კვ. მ.). დეკლარაციის შევსების მომენტში ნოდარ ჯავახიშვილს ნაღდ ფულად ჰქონდა 30 000 ლარი და 10 000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება შემოსავალს: 2014 წლის განმავლობაში მან, როგორც „ქართუ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტომა, 21 358 ლარი აიღო; როგორც „ბანკი ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა – 129 435 ლარი.

რაც შეეხება გასავალს: ნოდარ ჯავახიშვილმა სწავლის საფასურად (ოღონდ, უცნობია, ვისი სწავლის) 3 200 ლარი გადაიხადა, მგზავრობის ხარჯებში – 3 811 ლარი, ხოლო შემოწირულობის სახით 50 000 ლარი გაიღო, თუმცა უცნობია, ვისთვის ან რისთვის.

скачать dle 11.3