კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტიკების დამლბობები

ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში არ წყდება საუბრები თემაზე, უნდა აღდგეს თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთსა და სომხეთს შორის.

ამ ინიციატივის სულ ბოლოდროინდელი ავტორები აფხაზეთის „სახალხო კრების“ „ვიცე-სპიკერი“ ვაგარშაკ კოსოიანი და „დეპუტატების“ ჯგუფია, რომლებმაც იქაურ საზოგადოებას შესთავაზეს, უფართოესი მსჯელობა დაეწყოთ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების შესახებ.

თუმცა „სახალხო კრების“ დეპუტატივე ბესლან გუბაზი (და არა მხოლოდ ის) კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე აფხაზეთსა და სომხეთს შორის მანამდეა დაუშვებელი, სანამ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

იმას გარდა, რომ, თურმე, არც თბილისი ცნობს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს და ის თავის ნაწილად მიაჩნია და, ამასთან, რკინიგზისგან შემოსავალს არა მხოლოდ სოხუმი, თბილისიც მიიღებსო.

შესაბამისად, სომეხ თანამემამულეებს ურჩევს, თუ გული შეგტკივათ რკინიგზის აღდგენაზე, მოუწოდეთ ერევანს, გვაღიაროსო.

თუ გავიხსენებთ, რომ მხარეები ცხარედ კამათობენ პროექტის წამგებიან-მომგებიანობაზე, ოღონდ, კრინტს კი არ ძრავენ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს სოხუმი ერევანს, თუ არა თბილისის გავლით, როგორც ჩანს, ეს მეტად უმნიშვნელო დეტალად მიაჩნიათ. თუმცა ისიცაა: ღვინო არსად იყო, ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო. – 

скачать dle 11.3