კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალაგ-ალაგ ლიბერალები

ანუ „ანგელოზი“

ვიდრე დასავლეთი რფ-ს სანქციებს უგრძელებს, ეს უკანასკნელი კი თავის მოქალაქეებს უცხოეთში გამგზავრებას უკრძალავს, იმის პარალელურად, რომ დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებთან ფრიად თბილი ურთიერთობები აქვს; აღარაფერს ვამბობ, ყირიმის მონელებაზე, 10 ივნისს ვატიკანში თვით რომის პაპი თვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართულა და თვით 50 წუთის განმავლობაში გაგრძელებულა. მაგრამ, რაც მთავარია, რომის პაპს პრ. პუტინისთვის მედალიონი გადაუცია, არც მეტი, არც ნაკლები, მშვიდობის ანგელოზის გამოსახულებით.

თანაც, დასძინა: „ეს მედალიონი, რომელიც წინა საუკუნეში შექმნა მხატვარმა, გამოსახავს ანგელოზს, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და გვიცავს.“

რომის პაპის მოტივები სავსებით გასაგებია, ბოლოს და ბოლოს, ბიბილიური შეგონებაა, ილოცეთ თქვენი მტრებისთვისო, თუმცა ამ ისტორიაში უცნაური ერთი რამაა: ამ ფაქტს სრულიად საქართველოს არასამთავრობო სექტორი მეტად გულგრილად გამოეხმაურა (როგორც ვატიკანის იმ განცხადებას, ერთსქესიანი ქორწინებები კაცობრიობის მარცხიაო), თუმცა ადვილი წარმოსადგენია, ლანძღვა-კრიტიკის რა კორიანტელს დააყენებდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რომ ეჩუქებინა ანგელოზისსახიანი მედალი პრ. პუტინისთვის, რაც, თავისთავად, გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩვენს არასამთავრობოელთა ნაწილი რაღაც ალაგ-ალაგ ეერთგულება ლიბერალიზმსაც და საკუთარ ვითომ პრიცნიპებსაც?! 

скачать dle 11.3