კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რიშელიედან – რიშელიემდე

„ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს?!“

ოდესის გუბერნატორი, რაკი პიარის მადლი და ძალა მისთვის ზედმიწევნით ცნობილია, ბუნებრივია, მთელი ეშხითა და ენერგიით შეუდგა საინფორმაციო სივრცის დაპყრობას და, ასევე, სავსებით ბუნებრივია, ისტორიული ფაქტების თავისებურ ინტერპრეტაციებსაც მიჰყო ხელი.

ასე მაგალითად, ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინულ „მე-5 არხთან” ინტერვიუში ოდესის ისტორია გაიხსენა და თავი ოდესის ერთ-ერთ დამაარსებელს, არმან ჟან დიუ პლეს – კარდინალ  რიშელიეს შეადარა.

სახელდობრ, ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი ისტორია უამბო უკრაინელ მაყურებელს (მოვიხმობ ციტატას): „როგორ გგონიათ, რატომ მიიღეს ჩემი ჩამოსვლა ოდესელებმა დადებითად და მშვიდად? იმიტომ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი კარდინალი რიშელიე იყო ფრანგი მიგრანტი, რომელიც საფრანგეთიდან, ისევე როგორც მე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამო წამოვიდა და, როცა საფრანგეთში ყველაფერი დაწყნარდა, კვლავ თავის ქვეყანაში დაბრუნდა.“

ისტორიას არა უშავს, რომ არა ერთი „მაგრამ”: არმან ჟან დე პლესი – კარდინალი რიშელიე, მეტსახელად „წითელი ჰერცოგი,“ 1685 წელს დაიბადა პარიზში და 1742-ში გარდაიცვალა (ოდესა კი მოგვიანებით დაარსდა. ), თან, ამ კონკრეტულ რიშელიეს საფრანგეთი არ დაუტოვებია.

საქმე ის არის, რომ ჩვენმა პრეზიდენტყოფილმა არმან ემანუელ სოფია-სეპტიმანი დე ვინერო დე პლესი, ჰერცოგი რიშელიე იგულისხმა, რომელიც 1766 წელს დაიბადა პარიზში და 1822-ში მიიცვალა. რუსი ხელმწიფის სამსახურში კი 1804 წელს ჩადგა და ნოვოროსია-ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი გახლდათ 1815 წლამდე (რუსულ წყაროებში მას ემანუელ ოსიპოვიჩ დე რიშელიედ მოიხსენიებენ).

ჩვენ არ ვიცით, დაიჯერეს თუ არა უკრაინელებმა მათი ახალი გუბერნატორის მიერ შეთავაზებული ვერსია (როდესაც ორივე რიშელიე მარინეცაა და ფერაძეც), თუმცა ჩვენ ისეთეები მოგვისმენია ჩვენი პრეზიდენტყოფილისგან (იმით დაწყებული, რომ დავით აღმაშენებელს მხოლოდ 200 ჯვაროსანი ჰყავდა, ჩემს დროს კი ამერიკელი ინსტრუქტორების ცვენააო და, შოთა რუსთაველისა და გრიგოლ ორბელიანის აღრევით დამთავრებული, იმას გარდა, რომ ისტორიულად ყაზახების შთამომავლები ვართ), რაღა გაგვაკვირვებს?! პათოსით: „ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვიროს, ნადიდგორალი, ნაშამქორალი“…

скачать dle 11.3