ბრძნული აზრები
რუსო: რაც უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავს, მით უფრო სუსტია ხელისუფლება.
შოუ: დემოკრატია დასტურია იმისა, რომ ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვიმსახურებთ.
გიორნე: თემიდას მახვილი რომ არ ეჭიროს ხელში, სასწორს თავზე გადაამტვრევდნენ.
მაიმონდი: თუკი შემოსავალი შრომის გარეშე გვაქვს, მაშინ, კიდევ ვიღაც შრომობს ისე, რომ შემოსავალს არ იღებს.
ოეში: ვინც მუდმივად ლოდინს ირჩევს, მასთან ყველაფერი გვიან მიდის.
გოეთე: ნუ იტყვი ყველაფერს, რაც იცი, მაგრამ, მუდამ იცოდე, რას ამბობ.
დეშნერი: დემოკრატია არის ხელოვნება, ხალხს ხალხისავე სახელით, საზეიმო ვითარებაში ამოვდოთ ლაგამი.
ჰეიერდალი: ვინც სიკვდილს თავაწეული ხვდება, სწორედ ის არის სიცოცხლის ღირსი.
გრაფი: ერთიანობა გვაძლიერებს, მაგრამ ხშირად გვაბრმავებს.
რატენაუ: ვისაც სიამოვნებს, იბატონოს მონებზე, თვითონ არის გამოქცეული მონა; თავისუფალი კი მხოლოდ ის არის, ვისაც ნებაყოფლობით ჰბაძავენ და ემსახურებიან.
გრინერი: ყოველივე გასაოცარი ჩვენს სამყაროში ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაცა იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ევალება.
დოდენერი: დროდადრო უნდა დაშორდე ადამიანს, რომ უკეთესად გაიცნო იგი.
ტვენი: აღზრდა მოზრდილების მიერ ორგანიზებული თავდაცვაა ახალგაზრდებისგან.
ლი იაკოვა: ადამიანი, რომელსაც სიკვდილის წინ თუნდაც ხუთი ნამდვილი მეგობარი ჰყავს, არ უნდა იყოს უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით.
ლამარტინი: რწმენა – ეს ისაა, რაც გონებას საშუალებას აძლევს, იცხოვროს თავის შესაძლებლობებზე მაღლა.
ბისმარკი: ცუდი კანონებითა და კარგი თანამშრომლობით მართვა შესაძლებელია; ცუდი თანამშრომლების შემთხვევაში კი საუკეთესო კანონებიც გამოუსადეგარია.
ოქტავიო პაზი: თავისუფლების გარეშე დემოკრატია დესპოტიაა, თავისუფლება დემოკრატიის გარეშე – ქიმერა.
ბერტუხი: შეცდომა დასაშვებია. სხვისმა შეცდომამ შეიძლება ჭკუა გვასწავლოს; ჩვენი შეცდომა კი ტკივილის გადატანას გვასწავლის.
ვულფი: დედამიწაზე არ არსებობს იმაზე მშვენიერი თამაში, ვიდრე ლამაზი ქალის მიერ საყვარელი ადამიანისთვის სადილის მზადების პროცესია.