კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ყურში მაქვს გულისცემის მსგავსი ხმაური და შხუილი. რისი ბრალია და როგორ ვიმკურნალო? 

პასუხი: ყურებში პულსაციის შესაძლო მიზეზებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ათეროსკლეროზი, საძილე არტერიის, საუღლე ვენის შევიწროება, არტერიული-ვენური შუნტი და სხვა სისხლძარღვოვანი დეფექტები); შუა და შიგნითა ყურის დაავადება; ტრავმა; სიმსივნური დაავადებები. ყურში პულსირებული ხმაურის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ვენური ხმაური, რაც მიუთითებს ხოლმე ხერხემლის მეორე მალის საუღლე ვენაზე ზეწოლაზე ან გულის წუთმოცულობის გაზრდაზე (ანემიის, ფიზიკური დატვირთვის, თირეოტოქსიკოზის დროს). საწყის ეტაპზე მდგომარეობის შეაფასების მიზნით ოტოლარინგოლოგთან ვიზიტია საჭირო.

კითხვა: უახლოეს პერიოდში დაორსულებას ვგეგმავ, მაგრამ, მაქვს ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება, ვატარებ სმენის აპარატსაც. ახლობელმა მითხრა, რომ მშობიარობამ შეიძლება სიყრუე გამოიწვიოს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: ასეთ სიტუაციაში, ჯობია, საკითხი უშუალოდ თქვენს ყელ-ყურის ექიმთან გაარკვიოთ და არა ახლობლებთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექიმი არ გირჩევთ მშობიარობას, საგანგაშო არაფერია, რადგანაც დღეს საკეისრო კვეთა არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას და წარმატებით ტარდება.

კითხვა: არსებობს თუ არა კავშირი ქრონიკულ ტონზილიტსა და თმის ცვენას შორის მოზრდილებში, თუკი თმის ცვენის სხვა შესაძლო მიზეზები გამორიცხულია?

პასუხი: თმის ცვენის შესაძლო მიზეზებად განიხილება ინფექციის ქრონიკული კერების არსებობა ორგანიზმში: ჩირქოვანი კბილები, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთება, ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ.

კითხვა: ჩემი დიაგნოზია სუბქონდრალური სკლეროზი. მაინტერესებს, ექვემდებარება თუ არა ეს დიაგნოზი ოპერაციას?

პასუხი: სუბქონდრალური სკლეროზის მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობასა და იმ ფაქტორების ბლოკირებას, რომელმაც გამოიწვია პათოლოგია. ყოველგვარი მკურნალობა ეფექტურია ადრეულ სტადიაზე. 

ძვლოვანი წანაზარდების დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ტკივილის სინდრომის კუპირება შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით; ამავე მიზნით და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ფიზიოპროცედურებს; სახსრების ზედაპირის სუბქონდრალური სკლეროზის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს პრეპარატები ქონდროიტინისა და გლუკოზამინის შემცველობით. საჭიროა მდგომარეობის შესაბამისად შერჩეული ფიზიკური დატვირთვა; მანუალურ თერაპიას, მასაჟსა და სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

скачать dle 11.3