კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატი – „კეთილმყოფელი“

ათონის წმიდა მთის ვათოპედის მონასტერში დაბრძანებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, სახელით – „კეთილმყოფელი“, ანუ გამაფრთხილებელი. ხატი გამოსახულია წმიდა დიდმოწამე დიმიტრი სოლუნელის სახელობის ტაძრის გარე კედელზე, რომელიც სავანის მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს არის მიშენებული. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხსენებული ხატის ეკლესიის გარე კედელზე დაწერის შესახებ ათონზე ასეთი გადმოცემა არსებობს: ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი დიდის (მეოთხე საუკუნე) ასული – პლაკიდია თავისი ძმის, არკადის სახილველად რომიდან ზღვით კონსტანტინეპოლს გაემგზავრა (არკადი იმჟამად კონსტანტინეპოლში მეფობდა). პლაკიდიას განზრახული ჰქონდა, გზად ათონის წმიდა მთაზე გადასულიყო და მამის მიერ აგებულ ვათოპედის მონასტერში დაბრძანებულ ზეციური დედოფლის სასწაულმოქმედი ხატისთვის თაყვანი ეცა. მან მართლაც გასცა ბრძანება და ხომალდის მეთაურმა გემი ათონის მთის სანაპიროს მიაყენა. ვათოპედის სავანეში მოღვაწე მამები იმპერატორის ასულს დიდი პატივით მიეგებნენ. მაგრამ, როცა შეიტყვეს მისი სურვილი მონასტრის მოლოცვის შესახებ, ძალზე შეშინდნენ, რადგან ათონის მთის წესდების მიხედვით, მთაზე ქალის შესვლა სასტიკად იყო აკრძალული. შეწუხებული ბერები თავიანთი იმპერატორის დის სურვილს წინ მაინც ვეღარ აღუდგნენ და მასთან ერთად, ზღვის ნაპირიდან მონასტრისკენ გაემართნენ. პლაკიდიამ, რომელიც ბერებს თავმდაბლად მიჰყვებოდა, მონასტერში მათთან ერთად მთავარი კარიბჭით შესვლა არ იკადრა. ის სავანის ჩრდილოეთით, პატარა კარიბჭისკენ გაემართა. მაგრამ, როგორც კი მას მიუახლოვდა, ზეციდან მოულოდნელად მრისხანე ხმა გაისმა: „შესდექ! წინ ნაბიჯს ნუღარ წარსდგამ, თორემ სასტიკად დაისჯები!“ პლაკიდიას თავზარი დაეცა. შეშინებული ქალი მიხვდა, თუ რა საშინელი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც თავისი გაუთვალისწინებელი საქციელით წმიდა მთის წესდება დაარღვია. პლაკიდია მიწაზე დაემხო და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეევედრა. იქვე, მან სავანის ბერებისგან შეიტყო, რომ ზოგიერთი დედაკაცი, რომელნიც გაკადნიერდნენ და ათონის წმიდა მთაზე ცხადად თუ ფარულად შესვლას შეეცადნენ, უეცარი სიკვდილით დაისაჯნენ. პლაკიდიამ გულისხმაჰყო, რომ სიცოცხლე მას თავად ღვთისმშობელმა აჩუქა, როდესაც წმიდა მთის დარღვევისთვის სიკვდილით არ დასაჯა. ამ წყალობით გახარებულმა ქალმა სავანეში წმიდა დიდმოწამე დიმიტრის სახელობის ეკლესიის აგება, ხოლო იმ ადგილას, სადაც მას ზეციდან მრისხანე ხმა შემოესმა, ღვთისმშობლის ხატის გამოსახვა ბრძანა. სავანის ძმებს მან ასევე სთხოვა, რომ ხატის წინ მუდმივად ჰქონოდათ ჩაუქრობელი კანდელი (ამ წესს სავანის მამები დღემდე იცავენ). ხატს სახელად კეთილმყოფელი, გინდაც გამაფრთხილებელი ეწოდა.

როგორც კი დედოფალი პლაკიდია კონსტანტინეპოლში ჩავიდა, მან ვათოპედის მონასტერში მომხდარი სასწაულის შესახებ მაშინვე თავის ძმას, იმპერატორ არკადის აუწყა. ამ ამბით გახარებულმა იმპერატორმა ვათოპედის სავანეს მრავალი სიმდიდრე შესწირა. მან მონასტერს მამულები, რამდენიმე სავაჭრო ფარდული და ზღვისპირა ტბის მეოთხედი აჩუქა. ასევე, თავის მეჭურჭლეთუხუცესს დაავალა, რათა მას მონასტრისთვის ყოველწლიურ ძღვნად 12 ლიტრი ოქრო და 17 ლიტრი ვერცხლი გაეგზავნა.

საყურადღებოა, რომ ათონის წმიდა მთის წესდებას, მის მიწაზე დედაკაცის შესვლის აკრძალვის შესახებ, დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ წესს თვით დამპყრობელი ოსმალებიც კი, რომლებიც ათონის მთაზე საზედამხედველო სამსახურისთვის ინიშნებოდნენ, დიდი შიშითა და რიდით იცავდნენ.

скачать dle 11.3