კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ნუ გაუშვებ ხელიდან მშობლის ლოცვა-კურთხევას

მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ, შვილებისთვის ღვთისგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე, გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება, შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას უძღვნიან თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, ის ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.

ერისკაცისთვის მშობლის ლოცვა-კურთხევა უდიდესი განძია, ისევე, როგორც მონაზვნისთვის თავისი ბერის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობენ: „ნუ გაუშვებ ხელიდან მშობლის ლოცვა-კურთხევას“.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერცერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა ის და ვლოცულობდი მისი შვილებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყვლიდათ-მეთქი.

– დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა, – მიპასუხეს მათ.

– წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.

წელიწად-ნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა.

კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ, ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება, თუ არა წყევლისგან გათავისუფლება?

მამა პაისი პასუხობს:

 თუ შვილები თავის თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ ადრე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან.

скачать dle 11.3