კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წარმოადგენდა „ტვირთი ¹200“ და როგორ გაიხსნა მსხვილი ნარკოსაქმე საფლავის თვითნებური ექსჰუმაციის შედეგად

ტვირთი ¹200

1984 წლის ივლისში, თბილისში 20 წლის პავლე გოცირიძის ცხედარი ჩამოასვენეს ავღანეთიდან. იქ ის სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა და მოჯახედებთან ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. ჯარისკაცის სხეული თუთიის კუბოში იყო მოთავსებული. მას ორი ოფიცერი ჩამოჰყვა. ისინი მთელ პროცესს თავიდან ბოლომდე დაესწრნენ და მხოლოდ მას მერე გაემგზავრნენ უკან, გოცირიძე კუკიის სასაფლაოზე რომ დაკრძალეს.

თუთიის კუბო დადუღებული იყო და მისი გახსნა მხოლოდ აუტოგენს შეეძლო. დაღუპული ჯარისკაცების მშობლებსა და ნათესავებს ნეშტის ჩვეულებრივ კუბოში გადასვენება და მისი ამგვარად დასაფლავება სურდათ. მაგრამ, თანმხლებმა ოფიცრებმა ამის უფლება არ მისცეს. მაიორმა პროხოროვმა მათ უთხრა:

– სხეული ისეა დაფლეთილი, მისი ნახვა არავის მოჰგვრის სიამოვნებას. გარდა ამისა, ბალზამირებაც არ აქვს გაკეთებული და ამ სიცხეში მას სუნი აუვა. დაღუპვიდან ორი კვირაა გასული და ის უკვე საკმაოდ გახრწნილი იქნება.

ერთი სიტყვით, პროხოროვის არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა. მან გოცირიძის ოჯახს დაღუპული პავლეს საბუთები და ტვირთი ¹200-ის თბილისში ჩატანის ბლანკის ასლი დაუტოვა. შემდეგ კი, თანმხლებ ოფიცერთან ერთად გაემგზავრა. საბუთებში ეწერა, რომ რიგითი პავლე გოცირიძე ქალაქ ყანდაღართან ბრძოლის დროს დაიღუპა. ცნობას ხელს აწერდა პოლკოვნიკი ივან სობკო, რომელიც მოტომსროლელთა პოლკს მეთაურობდა. ტვირთი ¹200 – ავღანეთში დაღუპულთა სამშობლოში ტრანსპორტირების კოდი გახლდათ.

თვითნებური ექსჰუმაცია

პავლე გოცირიძის დაკრძალვიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ 1985 წლის იანვარში, თბილისში ვინმე მერაბ გიგაური დაბრუნდა. ისიც ავღანეთში მსახურობდა და გოცირიძეების მეზობლის ნათესავი იყო. ისე მოხდა, რომ ძველით ახალ წელს, მერაბი და პავლეს მამა ერთმანეთს სუფრაზე შეხვდნენ. საუბრის დროს მერაბმა ავღანეთი ახსენა და ყანდაღართან შეტაკებაც გაიხსენა. მან თქვა:

– იმ ბრძოლაში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მე მეზობელ ნაწილში ვმსახურობდი და შეტაკების შემდეგ, ბრძოლის ველიდან მოკლულთა ცხედრები გამოგვქონდა. ჩვენივე ნაწილიდან მოხდა უკვე თუთიის კუბოებით მათი გაგზავნა სახლებში და იქაც ვმონაწილეობდი. ბრძოლის ველიდან სამოცდაცამეტი ჯარისკაცის გვამი გამოვიტანეთ. გასაგზავნი კუბოები კი სულ ას სამი იყო...

პავლეს მამამ, ოთარ გოცირიძემ გიგაურს ჰკითხა:

– დანარჩენი ოცდაათი კუბო, სხვა ბრძოლაში დაღუპუბლი ჯარისკაცების იყო?

– არა მგონია, ძია ოთარ. იმ პერიოდში მხოლოდ ის ბრძოლა იყო იქ.

– აბა, დანარჩენზე რას იტყვი?

– მე ვფიქრობ, რომ კუბოები ცარიელი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ, ყველა დაღუპულის მოძებნა ვერ მოხერხდა. ალბათ, კლდის ნანგრევებში მოჰყვნენ ან ხეობაში ჩაცვივდნენ და იქ ტურებმა შეჭამეს, – მიუგო ოთარს უკვე საკმაოდ მთვრალმა გიგაურმა, რომელსაც სუფრაზევე ჩაეძინა და ოთარ გოცირიძეს აღარ უცდია მისგან რაიმეს გაგება.

ორი დღის შემდეგ ოთარ გოცირიძემ, მისმა ძმამ ლევანმა და გოცირიძეების მეგობარმა, კუკიის სასაფლაოზე შემდუღებელი აიყვანეს ღამით. პავლე გოცირიძის საფლავი გათხარეს და გვამის ექსჰუმაცია მოახდინეს. შემდუღებელს თუთიის კუბო აუტოგენით უნდა გაეჭრა. მაგრამ, მან რომ კუბოს ფანარი მიანათა, რათა ნაკერი ენახა, თქვა:

– ამას აუტოგენი არ სჭირდება, უფროსო. კუბო გაჭრილია.

ცინკის კუბო სასწრაფოდ გახსნეს და შიგნით მხოლოდ ორი ცალი ლოდი იპოვეს...

ოპერაცია „ღამის უჩინარნი“

თვითნებური ექსჰუმაცია 1985 წლის 17 იანვარს მოხდა. 21 იანვარს, ოთარ გოცირიძე უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. მან თავისი მეგობრის დახმარებით „კაგებეს“ პოლკოვნიკ ივან დავიდოვთან შეხვედრა მოახერხა. მას ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, მიწაში რომ ვდებდით, კუბო მყარად იყო დადუღებული და აშკარაა, ის შემდეგ, ვიღაცეებმა რაღაცისთვის გახსნეს...

ივან დავიდოვი კონტრდაზვერვის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ამ საქმეს უმალვე მისცა მსვლელობა. 22 იანვარს, თბილისში „კაგებეს“ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ეწვია. თუთიის კუბოს გამოკვლევამ ცხადყო, რომ მასში არასდროს მოუთავსებიათ გვამი. სამაგიეროდ, იქ ჰეროინის კვალი აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუთიის კუბოს ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.

ავღანეთში სასწრაფოდ მიავლინეს „კაგებეს“ საგანგებო-ოპერატიული რაზმი. დააპატიმრეს მოტომსროლელთა პოლკის მეთაური ივან სობკო. მაიორი სტეპან პროხოროვი და კაპიტანი ევგენი ზორინი, რომლებმაც ტვირთი ¹200 თბილისში ჩამოიტანეს. გამოძიებამ საბჭოთა უშიშროება გენერალ-მაიორ ვიტალი სომოვზე გაიყვანა. ის ავღანეთში ზურგის უზრუნველყოფისა და სამეურნეო სამსახურის ერთ-ერთი მეთაური გახლდათ. გაირკვა, რომ სომოვი ჰეროინის ავღანელ მწარმოებლებთან იყო შეკრული და ვითომდა დაღუპული მეომრების მაგივრად, ავღანეთიდან ჰეროინი გამოჰქონდა. შემდეგ კი ნარკოტიკი სხვადასხვა მიმართულებით იგზავნებოდა. სულ რაღაც ორ კვირაში, „კაგებემ“ 30 ადამიანი დააპატიმრა და პასუხისგებაში მისცა. გენერალი სომოვი კი გაიქცა და მოჯაჰედების მხარეს გადავიდა.

საბჭოთა გენერლის გაქცევამ შოკში ჩააგდო პარტიული ელიტა. პოლიტბიუროს საგანგებო, დახურულ სხდომაზე მისი სასწრაფოდ უკან დაბრუნება, ან უკიდურეს შემთხვევაში, მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ამ მისიის შესრულება კი „კაგებეს“ საგანგებო-ოპერატიულ რაზმს დაევალა, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი ვიქტორ გიორგაძე მეთაურობდა. გიორგაძის ხელქვეითები ყველაზე საპასუხისმგებლო და საიდუმლო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდნენ და არაერთი საიდუმლო ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული შორეულ ქვეყნებში, მტრის ზურგში. 1985 წლის 2 თებერვალს ოცკაციანი რაზმი ავღანეთში, ქალაქ ღაზნიში გადაისროლეს, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობდა. იქვე, მიუვალ მთებში იყო განლაგებული მოჯაჰედების ბანაკი და სწორედ იმ ბანაკს აფარებდა თავს გენერალი ვიტალი სომოვი. დაზვერვის მონაცემებით, სომოვი პაკისტანში აპირებდა გადასვლას, რაც უფრო მოუხელთებელს გახდიდა მას. ამიტომ, ოპერაცია „ღამის უჩინარნი“ სასწრაფოდ დაიგეგმა და მისი განხორციელება 3 თებერვალს, ღამით დაიწყო. მებრძოლებს თავად 42 წლის ვიქტორ გიორგაძე მეთაურობდა. მათ წარმატებით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეაღწიეს მოჯაჰედების ბანაკში და ვიტალი სომოვი უხმაუროდ გაიტაცეს. შემდეგ კი საბჭოთა შვეულმფრენებმა იერიში მიიტანეს ექვსკაციან ბანაკზე და ქვა-ქვაზე არ დატოვეს. სომოვი მოსკოვში ჩამოიყვანეს. გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს.

P.S. პავლე გოცირიძე, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, 1989 წელს იპოვეს პაკისტანში. იქ ის, 35 საბჭოთა მეომართან ერთად, ტყვეობაში იმყოფეოდა და დეკემბერში ყველანი სამშობლოში დააბრუნეს.

скачать dle 11.3