შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2008 წლის 24 იანვარს, დილის საათებში. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელი პროფესია იქნება მისთვის უფრო წარმატებული?
პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობა, ავტოდიზაინი, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმე, ფსიქოთერაპია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, რეანიმატოლოგია, ფსიქიატრია, ხალხური მედიცინა, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები, სამართალდამცავი სტრუქტურები. ამ სფეროებში მას მეტი წინსვლის უნარი აქვს.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში. ამჟამად იმყოფება ლონდონში. ექნება წარმატება ამ ქვეყანაში თუ სამშობლოში დაბრუნებას ურჩევთ?
პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა. ინგლისი ცუდი ნამდვილად არ არის. უნდა გამოავლინოს მეტი შრომის უნარი და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები. ეს მისთვის კარგი იქნება. ვურჩევ ინგლისის დასავლეთ მხარეში გადანაცვლებას, იქ მეტი წარმატების შანსი აქვს.