კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გრიგოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად „მღვიძარს“ ნიშნავს.

1721 წელს მუხათში მოიხსენიება პაპუნა გრიგოლაშვილი.

საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.

ებრალიძე 

ადრე ებრალიძეები გლახაშვილები ყოფილან.

გვარი გლახაშვილი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან – გლახა.

საკუთარი სახელი გლახა მოიხსენიება თეიმურაზ მეორის განჩინების წიგნში, 1753 წელს.

გლახო ებრალიძე 1823 წელს, სოფელ ერტისის აღწერაში, გედევანიშვილების გლეხად მოიხსენიება. 

საქართველოში 1 539 ებრალიძე ცხოვრობს; ლანჩხუთში – 474, თბილისში – 445, შუახევში –  143. არიან სხვაგანაც.

ავთანდილაშვილი-ავთანდელიშვილი

ავთანდილაშვილი ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. ავთანდილ, მნიშვნელობის მიხედვით, უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების სამშობლოს“. ის საკუთარ სახელად ქცეულა და ძალიან გავრცელებულია ქართულშიც. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო.

ავთანდილაშვილები, 1721 წლის აღწერის თანახმად, ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ. მხოლოდ თავად ყაფლანიშვილებს ჰყავდათ ცხრა აზნაური. მათ შორის არიან: ყულიჯანა, ფრიდონა, ფარემუზა, ბერუა, გიორგი, დოლმაზა, ზავრიდა.

ავთანდილაშვილების გვარის შტო-გვარებია ბეჟანაშვილი და ტერტერაშვილი. ქვემო და შიდა ქართლში სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან: ბიძინა, ზაალ, გიორგი, როინ, თამაზ, იაგანა, იესე, ჟამურა, ბერუა ავთანდილაშვილები.

საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12. არიან სხვაგანაც.

მიქელაძე

მიქელა კაცის საკუთარი სახელია. აქედან არის ნაწარმოები გვარები: მიქელაძე, მიქელავა, მიქელაია, მიქელაიშვილი, მიქელბაია, მიქელთაძე და ასე შემდეგ.

მიქელაძეები დიდი თავადები იყვნენ.

მიქელა ძველ ებრაულ ენაზე „ღვთის სწორს“, „ღვთაებრივს“ ნიშნავს.

„აზნაური მიქელაშვილის წინაპარნი არიან იმერელი მიქელაძეების სახლის შვილთაგანნი, მდაბალ აზნაურად მიღებულნი, რომელნიც მოჰყვა ზითევსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალს ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისასა და მუნიდგან არიან ცნობილ აზნაურად მიქელაშვილებად 1685 წელსა და მოხსენიებულია ტრაქტატსა შინა“.

საქართველოში 721 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 163, ოზურგეთში – 109, ყვარელში – 67. არიან სხვაგანაც.

დარბიაშვილი

გვარის ფუძე მიღებულია, სავარაუდოდ, ზმნიდან სირბილი.

დარბიაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენში 1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათოლიკოს დომენტის ამილბარ და ახუა მაღალაძეებისთვის მიუცია.

საქართველოში 102 დარბიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 77, თბილისში – 20, ქუთაისში – 5. არიან სხვაგანაც.

ებალაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ებალა.

ასევე, გვხვდება მეტსახელი ებალა.

1721 წელს ციციშვილის ყმის, ებალაშვილის სახელი მოიხსენიება სამღერეთში.

საქართველოში 96 ებალაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 75, თელავში – 15, თბილისში – 6.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3