კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტურიზმის ევროპული აკადემია – წარმატებული მომავლის არჩევანი!

 თბილისში ახალი ევროპული სტანდარტის  კოლეჯი – ტურიზმის ევროპული აკადემია დაფუძნდა. იმის მიუხედავად, რომ კოლეჯი სულ ახალი გახსნილია, მის შესახებ ინფორმაცია უცებ გახმაურდა.  აქ იდეალურ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ, დაეუფლოთ პროფესიას, რომელსაც საქართველოში დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. რით არის გამორჩეული ტურიზმის ევროპული აკადემია და რას სთავაზობენ აქ სწავლის მსურველებს,  ამის შესახებ კოლეჯის დამფუძნებლებს – ირაკლი გვარამაშვილსა და თეონა არახამიას გავესაუბრეთ.  

ირაკლი გვარამაშვილი: „M point  ჰოლდინგი” რვა თვის წინ დაფუძნდა, თუმცა, მეც და ჩემს პარტნიორებსაც ტურიზმში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი უცხოეთში, მაგრამ,  დადგა დრო, როცა შეველიე მაღალანაზღაურებად სამსახურს,  დავბრუნდი საქართველოში და მუშაობა დავიწყე ტურიზმის დეპარტამენტში.  ტურისტულ ბაზარზე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემაა როგორც სერვისების მიმართულებით, ასევე, რთულია  კვალიფიციური კადრების მოძიება.  ჩვენი ჰოლდინგის მფლობელობაშია ტუროპერატორი  კომპანია „მაქს ტურისტიკი”; გვაქვს სასტუმრო ქობულეთში, სადაც ასამდე პროფესიონალის დასაქმებას ვგეგმავთ;  შესაბამისად, აღმოვჩნდით ახალი  ბარიერების  წინაშე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ტურიზმის ევროპული აკადემიის გახსნა, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი სტანდარტით.  

–  რა მიმართულებებს მოიცავს ტურიზმის ევროპული აკადემია?

– უკვე დაწყებულია მიღება სპეციალობებზე: სასტუმროს (რესტორნის) მენეჯმენტი, გიდი,  ტუროპერატორი, მიმღები-რესეფშენი, რესტორნის საქმე: კულინარი, მიმტანი, ბარმენი.  სასწავლებლად ვიწვევთ ახალგაზრდებს 18 წლიდან, თუმცა, მსურველთა ასაკი შეზღუდული არაა და, ჩვენთან სასწავლო, ასევე, პრაქტიკული კურსის  გავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მქონე მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაეუფლოს ახალ პროფესიას, იპოვოს თავისი ადგილი საქართველოს შრომით ბაზარზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები არაინ. კოლეჯი  მოამზადებს მაღალი კვალიფიკაციის კადრებს როგორც ამ კომპანიებისთვის, ისე მივცემთ მათ საშუალებას, დასაქმდნენ უცხოეთში.  ჩვენი პარტნიორია ტურიზმის  თურქულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  თანამშრომლობა მოიცავს როგორც ჩვენი სტუდენტების სტაჟირებას მათ ბაზაზე არსებულ სასტუმროებში, ასევე ჩვენი ტრენერების გადამზადებას. კოლეჯში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხის მართვას. ამ კოლეჯის დაფუძნებაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, ტექნიკური თვალსაზრისით კოლეჯი აბსოლუტურად აკმაყოფილებს  საერთაშორისო სტანდარტს. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ჩემს კოლეგებს, თუმცა, ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ფუნქციონირებდნენ არასათანადო პირობებში გახსნილი კოლეჯები, სადაც  ისე გასცემდნენ დიპლომებს, აკრედიტაციაც კი არ ჰქონდათ გავლილი.  ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა სწავლა-განათლების და პრაქტიკის გავლა შეძლონ ძალიან კომფორტულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში.  ყველა აუდიტორია აღჭურვილია კომპიუტერებით; თითოეულ სტუდენტს ექნება საშუალება, იმუშაოს  მაღალ დონეზე. ჩვენ  ვიზრუნეთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებზეც – მათთვის გვაქვს სპეციალური აუდიტორია, სადაც ისინი თავისუფლად მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რასაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს.       

– როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი? 

– ტურიზმის ევროპული აკადემიის დირექტორია ბატონი ზაალ გამყრელიძე, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სასწავლო პროცესს წარმართავენ  პროფესორები, დოქტორები,  რომლებსაც აქვთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.  სასწავლო პროგრამა  შესაბამისობაშია იმ სტანდარტთან, რასაც მოითხოვს განათლების სამინისტრო, რომელიც კეთილგანწყობილი და გახსნილია თანამშრომლობითვის.   სტუდენტი, მისი სურვილისამებრ, გაემგზავრება  ანტალიაში, სადაც მას სპეციალობის მიხედვით ექნება საშუალება, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსებში  გაიაროს  ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც ასევე მოიცავს კომპანიის მიერ მის უზრუნველყოფას საცხოვრებელი და სადაზღვევო პირობებით.  სტაჟირების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს საერთაშორისო  სერტიფიკატს, რაც მას, ჩვენ მიერ გაცემულ საერთაშორისო დიპლომთან ერთად, მისცემს საშუალებას, წარმატებით დასაქმდეს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.      

თეონა არახამია: წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლონდონსა და  მოსკოვში.  აფხაზეთიდან ვარ და ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანას უკავშირდება, ამიტომაც დავბრუნდი აქ. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გვაქვს მისაღები ფასები. კოლეჯის ადმინისტრაცია განახორციელებს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ პროექტებს: განსაკუთრებული პირობები გვექნება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,  წარმატებულ სტუდენტებს კი დაენიშნებათ სტიპენდია.    

 

P.S. ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ ნანახი სჯობია, მარტივი ჭეშმარიტებაა – ეწვიეთ ტურიზმის ევროპულ კოლეჯს და თავად დარწმუნდებით, რომ ეს არის უმაღლესი სტანდარტის მქონე კოლეჯი, კომფორტული გარემოთი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კეთილგანწყობით, რასაც  ყველაფერში იგრძნობთ!  აქ  თქვენი არჩევანია  –  თქვენი წარმატებული მომავალი!   

 დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 032 2  45-78-87; 555 55-59-51. 

მისამართი: გურამიშვილის გამზირი ¹78 (მეტრო „ღრმაღელესთან”) 

 www. mpointacademy.ge 

დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე”! 

скачать dle 11.3