კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: მყავს „ფოლკსვაგენ ჯეტა“. რადიატორიდან წვეთავს. შეიძლება თუ არა, ამოვავსო სპეციალური ამოსავსები სითხით?

პასუხი: არის სითხეები და ფხვნილები, რომლებიც პატარა ხვრელებს ავსებს და კარგადაც მუშაობს, მაგრამ ეს მაინც დროებითი შველაა. ჩემი რჩევა იქნება, რადიატორი შეაკეთოთ.

კითხვა: მანქანაში ჩავრთე კონდიციონერი და რაღაცნაირი სუნი დადგა. ისე, ჩვეულებრივად მუშაობს. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: ეს, შესაძლოა, არის ფრეონის სუნი, რომელიც, სავარაუდოდ, შესაცვლელია. რადგან თქვენს კონდიციონერს თვეების განმავლობაში არ უმუშავია, ამიტომ, შეიძლება, ის გაფუჭდა, და, უმჯობესია, შეცვალოთ, რაც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. ახალი კონდიციონერი ჰაერს უფრო კარგად და სწრაფად გააცივებს, რაც დამატებითი ეკონომიის საშუალებას მოგცემთ.

კითხვა: მინდა შევიძინო „ნისან ტიდა“. მარტივია თუ არა მისი მოვლა და რას უნდა გავუფრთხილდე ყველაზე მეტად?

პასუხი: „ნისან ტიდა” საკმაოდ პრაქტიკული და ეკონომიური ავტომობილია. გარედან თითქოს პატარაა, მაგრამ, შიგნიდან სალონი ფართო და ტევადი აქვს. მას აქვს სიჩქარის ვარიატორული ტიპის კოლოფი და, უმჯობესია, თუ ვარიატორის ზეთს ყოველ 30 000 კილომეტრზე შეცვლით. ასე ვარიატორს ძალიან დიდხანს შეინახავთ. თუ ის გაფუჭდა, დიდი თავის ტკივილი გაგიჩნდებათ.

კითხვა: მყავს ეკოტეკისძრავიანი ავტომობილი. რა არის საჭირო, რომ მოტორი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან?

პასუხი: ყველანაირი ტიპის ძრავის მოვლა ნიშნავს კარგი ზეთისა და კარგი ბენზინის მოხმარებას. მინიმუმ, ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა ჩაასხათ ძრავში და ყოველ  8 000 კილომეტრზე ცვალოთ.

კითხვა: ჩემს ავტომობილს ზეთი გასდის და სისტემატურად საჭიროებს ზეთის დამატებას. რამდენ ხანს შეიძლება ასე გავაგრძელო, ამით ძალიან ხომ არ დავაზიანებ ძრავას?

პასუხი: ზეთის მუდმივი დამატებით არაფერი არ დაზიანდება, მთავარია, ზეთი სულ იყოს ძრავაში. შეიძლება, ახლა ცოტა გასდის და დროთა განმავლობაში მოიმატოს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, საიდან გასდის. რა თქმა უნდა, ნაკლები პრობლემა გექნებათ, თუ იპოვით პრობლემას და შეაკეთებთ. 

კითხვა: როცა ავტომობილი შევიძინე, ჩეკი არ ენთო, ზუსტად ორ დღეში აანთო ჩეკი. კომპიუტერზე პრობლემას არ აჩვენებს. სახიფათოა თუ არა ასეთი ავტომობილით სიარული? უკვე სამი თვეა, მყავს და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

პასუხი: ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი მარკის ავტომობილი გყავთ. შესაძლოა, სისტემას არ მოსწონს საწვავის ის ხარისხი, რომელსაც ასხამთ ავტომობილში და ხშირად ჩეკი ამის გამო ინთება, მაგრამ ეს კომპიუტერზე აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, არასწორ ადგილზე იყავით.

скачать dle 11.3