რატომ ირჩევს თბილისური ბომონდი სილამაზის ცენტრ ,,ლე ბიუროს” და სად გაირუჯებით ყველაზე სწრაფად
ნამდვილი ფრანგული სტილი: დახვეწილი სალონური ანტურაჟი და ხარისხიანი მომსახურება. „ლე ბიურო” თბილისში სულ რამდენიმე თვეა, გაიხსნა და უკვე მოახერხა თბილისური ბომონდის გულის მოგება. რატომ ირჩევენ სილამაზის ცენტრ „ლე ბიუროს”, ამ კითხვაზე პასუხი ერთია: სალონში მყუდრო გარემო და მაღალი კლასის სერვისი ხვდებათ. თუ რა ტიპის მომსახურებას უწევენ სტუმრებს „ლე ბიუროში”, ამას თავად სილამაზის ცენტრის დამფუძნებელი, ქალბატონი დოდო რუსიშვილი გვიამბობს:
დოდო რუსიშვილი: სილამაზის ცენტრი 2014 წლის ოქტომბერში გაიხსნა. მომხმარებელმა თბილად მიგვიღო. „ლე ბიუროში” ხდება თმის მოვლის პრაქტიკაში არსებული ყველა პროცედურა: თმის შეჭრა-დავარცხნა, თმის გასწორება ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული კერატინ-კომპლექსით, 6-თვიანი ეფექტით, ასევე, კერატინის აღმდგენ-გამაჯანსაღებელი სპა-თერაპია. ცალკე გამოვყოფდი თმის ლამინირებას. ის უნიკალურია, რადგან შეგიძლიათ, გაიკეთოთ სურვილისამებრ: როგორც აღმდგენი თერაპიით, ასევე თმის ფერის განახლებითა და შეცვლით. ეს გულისხმობს, თმას მივცეთ ფერი ისე, რომ არ დაზიანდეს და ვუმკურნალოთ. ჩვენს მომსახურებაშია: თმის დაგრძელება, თმის სამკურნალო თერაპია, თავის კანის პილინგი და მასაჟი. კეთდება კლასიკური მანიკიურ-პედიკიური, ასევე გელ-მანიკური (იგივე „შილაკი”) და ფრჩხილის დაგრძელება – როგორც გელით, ასევე აკრილით. გვყავს მაღალი კლასის კვალიფიციური სპეციალისტები. მაგალითად, ფრჩხილის დაგრძელებაზე მომუშავე ქალბატონი სუზი, წლების განმავლობაში, მოსკოვში წამყვანი სალონის ბრენდხელოსანი გახლდათ. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო სოლარიუმი, რომელიც თბილისში უნიკალურია თავის 52-ნათურიანი კოლაგენის დამცავი სანათებით და აქვს რუჯის მიღების სწრაფი ეფექტი. ჩვენთან გერმანული წარმოების, „სონექსის” სრულიად უსაფრთხო სოლარიუმის აპარატია დამონტაჟებული. კოსმეტოლოგიას სალონში უძღვება პროფესიონალი ექიმი, რომელიც ახორციელებს როგორც მეზოთერაპიას, ასევე – კონტურულ მაკიაჟს, ნებისმიერი სახის ფილერსა და პირსინგს. კანის მოვლა უნიკალური, ფრანგული საშუალებებით თქვენს კანს იცავს და აღადგენს. კანის გაწმენდა ხდება როგორც ხელით, ასევე – აპარატით, თქვენი არჩევანის მიხედვით.
– თბილისური ბომონდის გული ასე მალე როგორ მოიგეთ?
– თბილისში, რეალურად, ევროპული ხარისხის მომსახურება იშვიათია. სწორედ ამიტომაც ავირჩიეთ ფრანგული სტილი მომსახურების კლასისა და კლიენტებთან მიდგომის თვალსაზრისით. ინტერიერიც სადა და დახვეწილია – ევროპაში მიღებული ფრანგული ვინტაჟის გათანამედროვებული დიზაინი. ჩვენთან ფასებიც ხელმისაწვდომია. მუდმივი კლიენტებისთვის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად გვაქვს გარკვეული პროცედურები. ვფიქრობ, სწორედ ეს კომფორტი და კეთილგანწყობა იწვევს თბილისელი კლიენტურის სიმპათიას.
გადაცემა „იმედის დილის” წამყვანი თაკო ჩîორგოლაშვილი: „ლე ბიუროში” სრულ განტვირთვას ვიღებ. კომფორტული დახვედრა პოზიტიურად განმაწყობს. მანიკიურსა და ვარცხნილობასაც აქ ვიკეთებ და სოლარიუმშიც აქ ვირუჯები. სილამაზის ცენტრში რუჯის მისაღები სწრაფი და ეფექტური აპარატია. „ლე ბიურო” ძალიან კომფორტული ადგილია იმ ქალბატონებისთვის, ვისაც უყვარს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი: ორი საათი „ლე ბიუროში” და მივიღეთ – შამპანური, შოკოლადი და არაჩვეულებრივი თმა.
P.S. გარდა იმისა, რომ სილამაზის ცენტრი „ლე ბიურო” თბილისური ბომონდის საყვარელ ადგილად იქცა და ქალბატონები ხშირად მიმართავენ მას გასალამაზებლად, „ლე ბიუროში” ასევე, ფუნქციონირებს თმის, მანიკიურისა და კოსმეტოლოგიის სასწავლო კურსები. თქვენ ძალიან მოკლე დროში, ეფექტური პრაქტიკის თანხლებით, გახდებით სერტიფიცირებული სპეციალისტები. ასე რომ, მიმართეთ „ლე ბიუროს” და თავად დარწმუნდებით, რომ ფრანგული სტილი უკვდავია!
ასევე, ექსკლუზიურად მხოლოდ ჟურნალ „თბილისელების” მკითხველისთვის სილამაზის ცენტრი „ლე ბიურო” გთავაზობთ აქციას. თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ 50-წუთიანი აბონემენტი 100 ლარის ნაცვლად – 45 ლარად და 100-წუთიანი აბონემენტი 200 ლარის ნაცვლად – 90 ლარად.
Tel: 2 375603; 597 101 100; Facebook: le bureau beauty center