კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“გამოუვალმა მდგომარეობამ„ სადებიუტო CD ალბომი გამოუშვა

ქართულმა ალტერნატიულმა ჯგუფმა  „გამოუვალმა მდგომარეობამ” გამოუშვა სადებიუტო CD  ალბომი, სახელწოდებით – „გამოსავალი“. მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 7 ივნისიდან შეუძლია. ბენდი ასრულებს 70-80-90-იანი წლების ქართული ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ალბომის კონცეფციის შემუშავებისას, ჯგუფის წევრებისთვის ინსპირაციად იქცა „კოკა-კოლას” გლობალური კამპანია „Kiss Happiness“ – „აკოცე ბედნიერებას“. ეს ყოველივე საფუძვლად დაედო CD ალბომის პირველ სიმღერას – „შენს ტუჩებზე“. გარდა ამ სიმღერისა, ალბომში შედის ექვსი პოპულარული სიმღერის ახალი, საპრემიერო ქავერი და მსმენელისათვის კარგად ნაცნობი სამი ძველი ჰიტი. პრესკონფერენციის მსვლელობისას სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ და „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ჯგუფის გულშემატკივრებს კიდევ ერთი სიახლე ელით: გარდა იმისა, რომ  ალბომის შეძენას ფიზიკურად შეძლებთ,  ასევე, საშუალება გექნებათ, ონლაინ-გაყიდვების მეშვეობითაც ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი სიმღერა.

ვანიკო თარხნიშვილი: უპირველეს ყოვლისა, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო „ბრავო რექორდსს“. ამ ალბომით ჩვენ ერთად შევძელით კიდევ ერთი ახალი კარგი საქმის გაკეთება. ჩვენი მთავარი მიზანია, კარგი განწყობა შევუქმნათ ადამიანებს, გავერთოთ და ვიმხიარულოთ.  ეს გახლავთ პირველი სტუდიური ალბომი, რომელშიც თითქმის მთელი ჩვენი შემოქმედებაა შესული, რისთვისაც ვშრომობდით და ვათენებდით ღამეებს. 

დავით გაბუნია: აქამდე თითქმის ამ ალბომზე ვიყავით ორიენტირებულები. სამომავლო გეგმები არცთუ მოკრძალებული გვაქვს – გვინდა, რომ გავცდეთ საზღვრებს და სხვასაც გავაგონოთ ჩვენი ხმა.

ზაზა შენგელია: ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ეს ჯგუფის პირველი ალბომია,  რომელიც თავისი გაფორმებით, დიზაინითა და რეპერტუარით უნიკალური გამოვიდა. ჯგუფის შემოქმედებაში ეს არის ახალი ნაბიჯი. სტუდიურმა ჩანაწერმა მათ კიდევ უფრო მეტი ჟღერადობა შესძინა. ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც „გამოუვალ მდგომარეობას“ უამრავი რაოდენობით ჰყავს, ამიერიდან ექნება საშუალება, შეიძინოს საყვარელი ბენდის ონლაინ ან CD ალბომები. 

скачать dle 11.3