რა ეკრძალებოდა თამო ვაშალომიძეს „ფლეიბოის” კონტრაქტის მიხედვით და რომელი ჟურნალისთვის გადაიღო მან ეროტიკული ფოტოები უკრაინაში
თამო ვაშალომიძე ერთ-ერთი სკანდალური მოდელია და, შესაბამისად, ის ყოველთვის არის მედიის ყურადღების ცენტრში. როგორც ცნობილია, თამო ცოტა ხნის წინ უკრაინაში გაემგზავრა რუსული „ფლეიბოისთვის” ფოტოების გადასაღებად, თუმცა, რუსულ მხარესთან უთანხმოების გამო, მისი ეროტიკული ფოტოები უკრაინულ ჟურნალში, XXL-ში გამოქვეყნდება.
თამო ვაშალომიძე: აღარ ვიღებ ფოტოებს რუსული „ფლეიბოისთვის”, ვინაიდან, უკრაინული ჟურნალის XXL-ის რედაქტორებისგან უკეთესი შემოთავაზება მივიღე. რუსულ მხარესთან პრობლემა იმ საკითხზე შემექმნა, რომ სულ სხვა კონტრაქტი დამახვედრეს უკრაინაში, რომელიც გულისხმობდა გადაღებების შემდეგ მოსკოვში ცხოვრებას და, კიდევ, მეკრძალებოდა სხვა ჟურნალებისთვის ფოტოსესია. ვინმეს რომ ეთქვა, თამო, თეთრეულის რეკლამა გამიკეთეო, ამასაც ვერ შევძლებდი; თან, ვერ ვიცხოვრებდი მოსკოვში, რადგან, ბებია მყავს და სამსახური მაქვს საქართველოში. მოდელი ვარ და არ მივეცი ჩემს თავს უფლება, კონტრაქტზე ხელი მომეწერა. იყო მეორე გარემოებაც: მოსკოვში გამგზავრებაზე პრობლემა შემექმნა – არ ჩამირტყეს ვიზა, მათ კი მოწვევაც არ გამიკეთეს. XXL-ის გადაღებებზე ბევრად კარგი სიტუაციაა; რაც მთავარია, ფოტოსესიის დროს თეთრეულით ვარ და არა შიშველი. ჟურნალი სექტემბერში გამოვა, რომელიც, შესაძლებელია, საქართველოშიც ჩამოიტანონ გასაყიდად.
– გარეკანზე იქნები? სამუშაო გარემო როგორია?
– სამუშაო გარემო არის ძალიან მაგარი. თბილად მიმიღეს; ლანჩზე და წვეულებაზე დამპატიჟეს, სადაც მოდელები და ჟურნალისტები გავიცანი. რაც ყველაზე მთავარია, ახალი იმიჯით წარვდექი საზოგადოების წინაშე, ანუ, თვალები არ მქონდა ჩაშავებული (იცინის). ეს გადაღება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სამომავლოდაც არის პატარ-პატარა შემოთავაზებები და, ვნახოთ, რა იქნება. ისე, ამ თემის გახმაურებაც არ მინდოდა სექტებრამდე, თუმცა, არ გამომივიდა.
– ფოტოსესიისთვის მთლიანად გაშიშვლება შენთვის პრობლემა იყო?
– როდესაც ჟურნალი გაძლევს უფლებას, როგორ ფორმაშიც გინდა, ისე გადაიღო ფოტო, პლიუს, გარეკანზეც იქნები, ეს მოდელისთვის საუკეთესო შემოთავაზებაა. ძალიან ცოტა მოდელს ეძლევა უფლება, თავად აირჩიოს, შიშველმა გადაიღოს, ბიკინით თუ სხვა სამოსით ფოტოები. კმაყოფილი ვარ შემოთავაზებით და ლამაზი, ეროტიკული ფოტოებიც გამოვიდა. მე სულ სხვა გეგმები მაქვს, ამ ჟურნალით არ შემოიფარგლება ჩემი შემოქმედება. არ მინდა იმით ვიყო აქტუალური, რომ სულ გავშიშვლდე, ამიტომაც არ დავთანხმდი რუსული „ფლეიბოის” შემოთავაზებას და მომავლისთვის შემოვინახე.
– რომ არა უკრაინის შემოთავაზება, მაინც უარს იტყოდი?
– შემოთავაზება რომ არ ყოფილიყო, არ ვიტყოდი უარს, პირველი სინჯიც კი მქონდა მათთვის. თავიდან მეგონა, მთლიანად სიშიშვლე არ იქნებოდა საჭირო, ცოტათი დაფარული მაინც მექნებოდა სხეული. თუმცა, ეს მათ ინტერესში არ შედიოდა. საქართველოში ასეთი ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი და პირდაპირ „ფლეიბოიდან” დამეწყო სამოდელო კარიერა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. თუმცა, როდესაც უკეთესი შანსი გეძლევა, რატომაც არ უნდა გამოიყენო?! ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, „დავატორმუზე” მთლიანად გახდაზე. ახლა ბევრად საინტერესო ფოტოები გამოვიდა, სადაც საყვარლად მიჩანს საჯდომი ან სხეულის სხვა რაღაც ნაწილი. რაც მთავარია, ჟურნალის გარეკანზე ეწერება, რომ ვარ ქართველი მოდელი; ასევე, საიტისთვის დამონტაჟდება ვიდეო და ორი გვერდი დამეთმობა ჟურნალში, სადაც ოთხი ფოტო განთავსდება.
– უკრაინელი მამაკაცებისგან ყურადღებას არ გრძნობ?
– კი, როგორ არა. პირველი რეაქციაც მახსოვს: სპორტულები მეცვა და მაღაზიაში მივდიოდი. როგორც მამაკაცები, ასევე გოგონებიც, თვალს არ მაშორებდნენ. ცოტა შავგვრემანი რომ ვარ და სხვანაირი იერი მაქვს, ეს უფრო იწვევდა მათ დანტერესებას. პირველივე დღეს ბევრი თბილი სიტყვა და კომპლიმენტი იყო. საერთოდ, ძალიან მიყვარს უკრაინა, ვინაიდან, თბილი ხალხი ცხოვრობს. უკვე მესამედ ვარ ამ ქვეყანაში და ყოველ ჩასვლაზე უფრო კარგი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები.
– ძირითადად რას გეუბნებიან ხოლმე?
– მანქანებს მიჩერებენ და მეუბნებიან: რა ლამაზი ხარ, საიდან ხარ, ვინ ხარო (იცინის). ეს არ გამკვირვებია, ყურადღებას ისედაც მიჩვეული ვარ. უბრალოდ, ჩავდივარ ისეთ ქალაქში, სადაც ყველა ლამაზია გოგოა, ქერა, ცისფერთვალება, საყვარელი და ჩემ მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი. როდესაც ვსეირნობ, სულ გაღიმებული სახეები მხვდება.
– რთული რეჟიმი გაქვს?
– დიახ, საკმაოდ. ბევრს ვვარჯიშობ. ერთხელ სავარჯიშო დარბაზში ვერ მოვახერხე წასვლა და ნომერში დავიწყე სირბილი (იცინის), თან, ლახტი ვიპოვე და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სასაცილო ვიქნებოდი (იცინის). უზომოდ მომწონს აქაური სიტუაცია, ძალიან კარგი გარემოა. გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თბილისმა ცუდად არ გამიგოს, მაგრამ, უკრაინელი ხალხისგან უფრო კარგი დამოკიდებულება მოდის ჩემ მიმართ, ვიდრე ქართველებისგან.
– ბევრი ყურადღების გამო, უხერხულ სიტუაციში ხომ არ აღმოჩენილხარ?
– ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო, უფრო სახალისო ისტორიები გადამხდა. ერთ დღესაც, რედაქტორი მირეკავს და მეუბნება: თამო, სასტუმროს წინ დაბურულმინებიანი, შავი „კია” გელოდება და, ეცადე, მალე მოხვიდე, გადაღებაზე გელოდებითო. სასტურმოს წინ მართლა დამხვდა მსგავსი მანქანა და მეც პირდაპირ ჩავჯექი, სხვა რამისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მირეკავს რედაქტორი – სად ხარ ამდენ ხანს, გელოდება მძღოლიო. ვაიმე-მეთქი, შევტრიალდი მძღოლისკენ და ვეკითხები: თქვენ ის არ ხართ, ვისაც გადაღებაზე უნდა წავეყვანე-მეთქი? (იცინის) არა, ქალბატონო, მაგრამ, ისეთი ლამაზი ხართ, უარი ვეღარ გითხარით, სხვა მანქანაში რომ აღმოჩნდითო. ჩემი რეაქცია იყო – გააჩერეთ! (იცინის). გადაღებიდან მე და ჩემი დაქალი წავედით შოპინგზე. უკან რომ ვბრუნდებოდით, დაგვავიწყდა სასტუმროს სახელი. კიდევ კარგი, ფოტო მქონდა გადაღებული და ტაქსის მძღოლს ვაჩვენეთ. მეც მეგონა, რომ მშვიდობით მიგვიყვანდა ეს კაცი დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ, სულ სხვა სასტუმროში აღმოვჩნდით, რომელსაც იგივე სახელწოდება ჰქონდა. არ არის, ბატონო, ეს ჩვენი სასტუმრო, სხვა კვარტალშია და იქ წაგვიყვანეთ-მეთქი (იცინის).
– შოპინგისთვის დრო არ გრჩება?
– რა თქმა უნდა, მრჩება. ზოგადად, ძალიან მიყვარს უკრაინაში შოპინგი, კარგი რაღაცეებია, განსაკუთრებით – ქალის თეთრეული (იცინის).
– შეიძინე ახალი თეთრეული?
– აბა, ამ შანსს გავუშვებდი ხელიდან?! (იცინის).
– საჩუქრებს თუ იღებ უცხოელი თაყვანისმცემლებისაგნ? იუნას საჩუქარზე რას იტყვი?
– წითელი და თეთრი ვარდები მივიღე – შემოქმედებითმა ჯგუფმა მაჩუქა, – მითხრეს, რომ ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ვარ (იცინის). ეს საჩუქარი იუნას მეშვეობით გადმომცა, Sexmarket-ის ხელმძღვანელობამ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ვიბრატორის ჩუქება (იცინის). ამ ყოველივემ უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში, მაგრამ, აქ არც მე და არც იუნა არაფერ შუაში ვართ. მაჩუქეს და უარს ხომ არ ვიტყოდი? (იცინის).
– როგორ ფიქრობ, ამ შენს ნაბიჯს როგორ მიიღებენ ქართველები?
– იმედია, ხალხი არ გამლანძღავს და შემიყვარებს ისეთს, როგორიც ვარ. ასევე ხალხმა განსაჯოს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ქართველებო, ძალიან მიყვარხართ და, იმ ქვეყანაში ვარ ახლა, სადაც ყველაზე მეტად გვაფასებენ!