კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დრო მისცა ბუბა მათნაძემ ხატია ბრაჭულს გრძნობებში გასარკვევად და რატომ გააქციეს გადასაღები მოედნიდან გიორგი ლიფონავა

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამუნასა და ბაქარის სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეძლო ნუნუკას და სხვა, ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება. როგორც ვნახეთ, წყვილმა მალულად ჯვარიც დაიწერა და ამით, ალბათ, ბევრი გულშემატკივარი მაყურებელი გაახარა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომდევნო სერიებში ვიხილავთ, მანამდე კი ბაქარისა და თამუნას როლის შემსრულებლებს – ბუბა მათნაძესა და ხატია ბრაჭულს, მათი „კადრს მიღმა“ ურთიერთობის შესახებ ვესაუბრეთ.

ბუბა: თუ თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს უბნელებთან ერთად ვარ და სადმე მივდივართ ხოლმე, ან ერთ-ერთის სახლში ვერთობით ყველა ერთად. ყველას თავის საქმე აქვს, თუმცა ძირითადად, მაინც, როცა მე ვარ თავისუფალი, მაშინ ვიკრიბებით. ყველას „მოვხოდავ“ ხოლმე (იცინის). ახლა ცოტა რთული პერიოდი მაქვს საატესტატო გამოცდების გამო, მაგრამ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. 

ხატია: მეც, უკვე მეორე თვეა, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მეგობრებისთვის მაინც ვიცლი. თუმცა, რომ გითხრა, ბოლო ორი თვე ძველებურად ვერთობი და სადმე დავდივარ-მეთქი, მოგატყუებ. უფრო საქმეზე ვარ კონცენტრირებული. 

– სერიალში ნუნუკა თქვენს დაშორებას ცდილობს. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონიათ შემთხვევა, რომ მშობლებს თქვენი არჩევანი არ მოსწონებიათ?

ბუბა: მე ახლა შეყვარებულიც არ მყავს და ასეთი თემები ძალიან შორსაა ჩემგან (იცინის). ხატია, შენ რას იტყვი?

ხატია: ასეთი ცანცარული რაღაცეები არ მომსვლია ცხოვრებაში. თამუნასავით „შტერი“ არ ვარ. ოჯახის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. არა მგონია, ისეთი ადამიანი მომეწონოს, რომელიც მათ არ მოეწონებათ. მაგრამ თუ მაინც მოხდა ასე და ვინც მე მომწონს ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის მიუღებელია და არც ჩემი შესაფერისია, მაშინ  მათ აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ. თუმცა, არა მგონია, ასეთი რამ მოხდეს. ზოგადად, ახლა იმდენად ჩართული ვარ საქმეში, პირადი ცხოვრება თითქოს გვერდზე გადავდე.

ბუბა: ჩემს ცხოვრებაშიც მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.

ხატია: იმას არ ამბობ, მე რომ სიყვარულს მიხსნიდი? (იცინის).

ბუბა: ხატიას სიყვარული ავუხსენი და პასუხს ველოდები. მითხრა, ორი კვირა დამაცადეო და ერთი კვირა უკვე გავიდა. ვნახოთ, ახლა რა იქნება. ბაქარს უყვარს თამუნა და ბუბა პასუხს ელის ხატიასგან. ხალხო, მიგულშემატკივრეთ! (იცინის). 

– თაყვანისმცემლები არ ცდილობენ თქვენს მოხიბვლას?

ხატია: ბუბა პოპულარული ბიჭი გახდა და ეჭვიც არ მეპარება, რომ მის მოხიბვლას ცდილობენ. ეს მეც კარგად ვიცი. კაცები, ხომ იცი, ბევრს არ ლაპარაკობენ და ეს არ იტყვის, მაგრამ საკმაოდ ბევრი გოგონაა მისით დაინტერესებული. 

ბუბა: მეც გამაცანი, იქნებ ბედს ვეწიო (იცინის). 

ხატია: ნახე, როგორ არ იმჩნევს (იცინის). ფოტოებს მანახვებს ხოლმე – ამას მოვწონვარო და მე ვუფასებ. ვეუბნები, მომწონს თუ არა. 

ბუბა: მე გარეთ როცა გავდივარ, ისე ვიქცევი, როგორც არ უნდა მოვეწონო გოგოს, ჩემთან არ მოვა. თავს არ მიაყენებს ასეთ შეურაცხყოფას (იცინის). ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. არაორდინარულად ვიცვამ. მაგალითად, – დიდი „ბატინკები“, მუხლებამდე აწეული გეტრები და მაისური, რომელსაც ოცდაათი „ძუძუ“ ახატია. მიყვარს ბოლომდე გაჯაზება. გოგოებს ძირითადად „დასტოინი“ ბიჭები მოსწონთ და არ შემიძლია, მათთვის „ვკერო“ სახეები (იცინის). მეგობრებთან ერთად ძალიან მხიარული ვარ და მოკლედ, ისე ვიქცევი, რომ შე იძლება, გამარჯობაც არ მითხრან გოგოებმა (იცინის). მართლა არ შემიძლია, იმისთვის, რომ ვინმეს მოვეწონო ან „ძველი ბიჭი“ გავხდე, ან „დასტოინი“, ანდაც ყოვლისშემძლე. ვარ, ვიყავი და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. 

ხატია: მე არ ვცდილობ, თაყვანიმცემლების დაფრთხობას. ყურადღება სასიამოვოვნოა, თუ ზომიერების ფარგლებში ჯდება.

– თქვენ როგორები მოგწონთ?

ბუბა: კომუნიკაბელური და ყურადღებიანი გოგონები მომწონს. „კაი ოჯახის შვილი“ უნდა იყოს, აუცილებლად თავადური გვარით. აბა, გლეხს ხომ არ მოვიყვან (იცინის). სერიოზულად რომ დავფიქრდე, რაღაც ისეთი უნდა ჰქონდეს, რაც სხვას არ ექნება.

ხატია: ჩემს ყურადღებას ძლიერი მამაკაცები იმსახურებენ. რეალიზებული, შემდგარი და განთლებული უნდა იყოს და აუცილებლად ჯენტლმენი. იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასში ჩემს ზურგს ვხედავდე.

ბუბა: შენ სტალონე და ჩაკ ნორისი გდომებია.

ხატია: არ ვიცი, ეს პრეტენზიებია თუ ამბიციები, მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან ასეთი მამაკაცები. 

– ერთმანეთის თაყვანისმცემლებს იცნობთ?

ხატია: სადაც არ უნდა მოვხვდე, ბაქარის შესახებ უამრავ რამეს მეკითხებიან. ყველას ძალიან უყვარს და აინტერესებთ, როგორია სინამდვილეში. შეყვარებული არ არის, მაგრამ, მგონია, რომ იყოს, ცოტა დაბნეული იქნებოდა. 

ბუბა: ეს შეყვარებული მეც არ მინახავს და ისე, ხატია, ზოგადად, ყველას ეპრანჭება (იცინის). ლამაზი და პოპულარი გოგოა და ასეც უნდა იყოს. თუმცა, სერიოზული არაფერი ყოფილა ან მე არ ვაკვირდები და არ შემიმჩნევია. 

– ხატიას ნომერი არ უთხოვიათ შენთვის?

ხატია: (იცინის) ერთხელ მითხრა: ვიღაცამ მომწერა, თამუნას ნომერი მომეცი და არ დავურეკავო.

ბუბა: ჰო, გამარჯობაც არ უთქვამს, პირდაპირ ამის ნომერი მთხოვა. თან, არც ვიცნობდი ვინ იყო. 

– როცა სერიალში ახალი გამოჩენილი იყავი, მითხარი: იმედია, პოპულარობა თავში არ ამივარდებაო. ახლა ხატიას ვკითხავ, შეცვალა ბუბა წარმატებამ?

ხატია: ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ბუბა დღესაც ისეთივეა, როგორიც პირველ დღეს იყო. 

ბუბა: ახლა სხვა რამეზე ვარ გადართული. გამოცდები მაქვს და პროფესიაც უნდა ავირჩიო. სერიალი ძალიან მაგარია და რა თქმა უნდა, არ ვნანობ იქ მოხვედრას. პირიქით, ძალიან მიხარია. უბრალოდ, რაღაც პერიოდის მერე, მოვა დრო, როცა ცოტა უნდა დავისვენო. მსახიობობას არ ვაპირებ, თუმცა, თუ ვინმეს დავჭირდები, მერე გადავწყვეტ, შემეძლება თუ არა იმ მომენტში ამის გაკეთება, ჩემი საქმიანობის პარალელურად. ახლა სამოცი პროცენტით ჯარში წასვლა მინდა, ორმოცი პროცენტით – პოლიციის აკადემიაში ჩაბარება და რაიმე სტაბილურ სამსახურში დასაქმება. ეს ყველაფერი ისე უცებ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ცოტა დავიღალე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმადური ვარ. უბრალოდ, ჩემს თავს ვატყობ, რომ ცოტა ხანს დასვენება მჭირდება ძალების აღსადგენად. 

– ბაქარი კიდევ ერთხელ „წეიქცა“. ამ სცენის ჩაწერა არ იყო სახალისო?

– არ იყო, იმიტომ, რომ იმ დღეს ცუდად გავხდი. არაფერი მქონდა ნაჭამი. გადაღებები დიდხანს გაგრძელდა და ვეღარ მოვიცალე. ხელები ამიკანკალდა, თავი და თვალებიც უცნაურად მქონდა და რა გამაცინებდა, მიგდებული ვიყავი (იცინის). 

ხატია: სცენარიდან გამომდინარე, ძალიან ვხალისობთ ხოლმე. განსაკუთრებით ერთი მომენტი დამამახსოვრდა. როცა კატო ტელევიზიაში მიმიწვევს და ამის შემდეგ ნუნუკა მოდის ჩვენთან სახლში. მლანძღავს და სახლიდან მაგდებს. სასაცილოც იყო და საინტერესოც. ქეთი ჩხეიძესთან თამაში პროფესიულად გზრდის. 

ბუბა: მე ყველაზე კარგად პირველად რომ მცემეს, ის სცენა მახსოვს. როცა ვამბობ „გაყინული ქათამი მაინც  დამადევით ვინცხამ“. ამ ფრაზაზე ყველას ძალიან გვეცინებოდა. ვეღარ ვიღებდით და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა ისე გაბრაზდა, საერთოდ გაგვექცა გადასაღები მოედნიდან. ბოლოს ჩვენით გადავიღეთ (იცინის). 

თამუნა: ბაქარის ფრაზები ყოველთვის აქტუალურია: „შოკოლადი გიყვარს?“, „გევიხადო?“, „წევიქეცი“, „კიდევ ერთხელ უნდა დევიტანჯოთ“ (იცინის). 

– ხატია, შენი მისამართით თავიდან ბევრი უარყოფითი კომენტარი კეთდებოდა. ახლა შეიცვალა მდგომარეობა?

ხატია: ახლა, პირიქით, თამუნა ყველას შეუყვარდა. ეცოდებათ და გულშემატკივრობენ. აღმოჩნდა, რომ მათი სიყვარული ძალიან ძლიერია. იმდენად, რომ მოახერხეს ნუნუკას წინააღმდეგობის დაძლევა და ჯვარიც დაიწერეს.

скачать dle 11.3