კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გალაქტიკების მბრძანებელი

„რუსო, რუსო, თავი გიგავს ბუსო“

გასულ კვირას, თავსხმა წვიმის გარდა, კიდევ ერთი თემა – მარიხუანის დეკრიმინალიზაცია იყო უაქტუალურესი. კერძოდ, ამ მოთხოვნით თვით აქცია გაიმართა, სხვათა შორის, არც მეტი, არც ნაკლები, არასრულწლოვანთა მონაწილეობით, რასაც იოტისოდენა უხერხულობაც კი არ შეუქმნია აქციის მომწყობთა და მონაწილეთათვის.

მოკლედ, როგორც უნდა იყოს, რაკი ჩვენი აზროვნების სტილი რადიკალიზმით ხასიათდება (დაახლოებით ისე, რა პრინციპითაც ნერვული უჯრედები მუშაობს: სულ ან არაფრის კანონი), ასე მაგალითად, პროდიუსერ მიშა მშვილდაძის ღრმა რწმენით, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებს ციხეში უნდა სვამდნენ მარიხუანის მოწევის გამო, არის, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით რუსი (არადა, თითქოს სად – მარიხუანა და სად – რუსი?!)!

მან ეს შეფასება სწორედ ზემონახსენებ აქციაზე გააკეთა, რომელზეც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ. მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობისთვის მოვიხმობ სრულ ციტატას: „ვინც პარლამენტში ხმას მისცემს იმას, რომ ციხეში სვამდნენ ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო, იქნება რუსი, არსით, სულით, თავისი ადამიანობით. ვინც ხმას მისცემს იმას, რომ ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას გამო, ყველა თავისი არსით იქნება ნორმალური, კეთილი, ევროპელი ადამიანი.“

მე არ შევჩერდები იმ დეტალზე, რომ, ვინც მარიხუანის მოხმარების გამო ციხეში ჩასმა მოიფიქრა, მათ მაშინაც თანაუგრძნობდა და დღესაც თანაუგრძნობს ბ-ნი მშვილდაძე (ანუ ცოტა თანმიმდევრულობის პრობლემაა, თუმცა, რაკი თავად მას არ უქმნის უხერხულობას, შევეცადოთ, არც ჩვენ დავღონდეთ ძალუმად).

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ხსენებულ ბატონს გაევროპელების მეტად მარტივი გზა აურჩევია: ჩამოჯდები შენთვის სახლის კიბეზე, დაბოლდები და თავს, მარტო ევროპელობა რა ბედენაა, თუ მოისურვებ, თვით გალაქტიკების მბრძანებლადაც კი წარმოიდგენ. – 

შესაბამისად, მაქვს იდეა, შემდეგი აქცია ჩატარდეს დევიზით: „რუსო, რუსი, თავი გიგავს ბუსო“!

скачать dle 11.3