კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რომელმან შექმნა სამყარო“

ანუ „მზე იტირებს და ჩაქრება“

საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით კმაყოფილება იმადენად მაღალია, რომ, თუკი საპარლამენტო ოპოზიცია აქამომდე აკრიტიკებდა, აწ უკვე ტაქტიკის შეცვლა მოუწია (იფიქრა რა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო?!).

ტაქტიკის ცვლილებაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი ბენეფიციართა გამოკითხვის შედეგებზე შევჩერდები: მათი 80,3 პროცენტი კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მიღებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებით; უკმაყოფილო მხოლოდ  1,7 პროცენტია.

უფრო მაღალია მაჩვენებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით მოსარგებლეებისა: 96,4 პროცენტი.

თუმცა, რესპონდენტთა 40 პროცენტის აზრით, პროგრამის გაფართოებაა აუცილებელი და, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი –  ფარმაცევტული პრეპარატების დამატება.

რაკი კვლევა 2014 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის, USAID -ისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასების მიზნით, ყველა მხარე შეიქმნა იძულებული, ეღიარებინა შედეგი.

ხოლო, რაკი იძულებული გახდა, ოდესის გუბერნატორმა (რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის დროინდელ ტრადიციას არ ღალატობს და კვლავ ერთადერთი ტელეკომპანიის ეთერით გვესაუბრება) განაცხადა, რომ (მოვიხმობ ციტატას): „სერგეენკომ კი არ შექმნა ეს სისტემა, ეს სისტემა ჩვენ შევქმენით, ჩვენ ავაშენეთ ეს საავადმყოფოები და 2 წელი გვჭირდებოდა, რომ საყოველთაო დაზღვევაზე გადავსულიყავით“ და დრამატული პროგნოზიც არ დაუმადლებია: „ეს რეფორმაც ჩამოიშლება და უხელფასო ექიმები ისევ დაიწყებენ ფულის აღებას.“

მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, თვით მზე ჩაქრება, თუკი აწ უკვე ოდესის გუბერნატორს მესამე პოსტად დედამიწის მბრძანებლობას არ ჩააბარებენ, ვინაიდან სწორედ იგია, „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“. – 

скачать dle 11.3