ვაკანსია
გადასაბირებელი
ისე მოხდა, რომ რუმინეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ-ვიორელ პონტას წანააღმდეგ, რომელსაც გამოძიება ედავება, არც მეტი, არც ნაკლები: ფულის გათეთრებაში, ინტერესთა კონფლიქტისა და გადასახადების დაფარვაში.
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს გადადგომა მოსთხოვა. რუმინეთის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ პონტამ, წარსულში მოსამართლემ და პროკურორმა, 2007-2008 წლებში არარსებული სამუშაოს სანაცვლოდ 63 ათასი ევრო მიიღო იმ ფირმისაგან, რომელიც მის კომპანიონს ეკუთვნოდა. ამ კომპანიონს კი თავად პონტას მთავრობაში რამდენიმე პოსტი, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ამჟამად კი იქ არის, სადაც ჯერ არს, როგორც ეჭვმიტანილი სხვა კორუფციულ სქემაში.
ანტიკორუფციული დეპარტამენტი მიმართავს რუმინეთის პარლამენტს, რომ პრემიერ-მინისტრ პონტას იმუნიტეტი მოუხსნან. ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს რუმინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ვიცით, რომ რუმინეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში და კორუფციული სკანდალის გამო მარტში თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრიც კი გადადგა; ასევე, ცნობილია, რომ ევროკავშირსა და სრულიად დასავლეთს განგაშის ზარები არ დაურისხებიათ – პოლიტიკური დევნააო, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ჩვენ ვგონივართ გონებრივად არც მთლად საღად მოაზროვნენი, ან ჩვენი პროკურატურა ვერ ასაბუთებს ბრალდებებს.
როგორც უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ, ერთი მხრივ, რუმინეთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრის პოსტი თითქმის ვაკანტურია, ეჭვი მაქვს, რომ ოდესის ოლქს რუმინეთის სახით კონკურენტი გამოუჩნდა – ვაიდა, მათი გუბერნატორი რომ გადაიბირონ, ევროკავშირი ხომ მაინც სულ სხვაა?! –