კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

SOS!

ყოფილი ჩინოვნიკის დეკრიმინალიზაციური ვნებანი

რაკი მარიხუანის ყოფნა-არყოფნა ჩვენს თანამდევ უკვდავ სულად, მე ვიტყოდი, სასპეკულაციო თემადაც კი იქცა, იძულებული ვარ, თითისტარივით ვიტრიალო ამ პრობლემის გარშემო.

თან, იმის გათვალისწინებით, რომ დეკრიმინალზაციის მოთხოვნას აშკარად დაჰკრავს ლეგალიზაციის ელფერი. ასე, მაგალითად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ნაუფროსალი ბ-ნი ბარნოვის (რომელიც აქციასაა შეერთებული, იმიტომ რომ, როგორც თავად ამბობს, „მშვენიერი აქციაა“) პათოსია – მოწიეთ და დაიხეთქეთ ტვინ-ფილტვები, რადგან, ყოფილი ჩინოვნიკის აზრით, „სახელმწიფოს საქმე არ არის, რას უზამს კონკრეტული ადამიანი თავის სხეულს (რაც იმას ნიშნავს, რომ, მისი აზრით, სუიციდის მცდელობისას არ ღირს ადამიანების გადარჩენა).“ იგი იმასაც შეუშფოთებია, რომ „ამ კანონის გამო ახალგაზრდებს მასობრივად ვსვამთ ციხეში, წლობით ვალპობთ იქ და ვუსპობთ მომავალს არაფრის გამო (აქ პაუზა გააკეთეთ, ცრემლების მოსაწმენდად) და იქვე დასძენს, რაკი გვახსოვს, ვინც ეს კანონი შემოიღო, რომ კანონი უნდა შეიცვალოს.

ცხადია, შორს წაგვიყვანს ბ-ნი ბარნოვის აზრებს ჩაყოლა. მეტიც, თუმცა პირადად მე თავს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეთა რიცხვში მოვიაზრებდი, ამ აქციების პათოსის ფონზე აღარც კი ვიცი, მარიხუანის მეორე და შემდეგ ჯერზე გათვალისწინებული სასჯელი ზედმეტია თუ  შეკავების ერთადერთი მექანიზმია?!

მეორე მხრივ, დღესავით ნათელია, რომ ანტინარკოტიკული კამპანია საბავშვო ბაღიდანვე უნდა იწყებოდეს, რომ ბავშვობიდან ჩაიბეჭდოს ტვინში,  როგორ ხდება მარიხუანის მომხმარებელთა 60 პროცენტი, როგორც წესი, უფრო მძიმე ნარკოტიკის მუშტარი; რა ემართება ორგანიზმს ეგრეთ წოდებული „ლომკისას“  და, რაც მთავარია, მარიხუანის მომხმარებელი ათი ათასიდან ერთი აუცილებლად რომ ავადდება შიზოფრენიით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეათიათასე ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება იყოს! 

скачать dle 11.3