კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი იარაღი გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრის დასახვრეტად და რის გამო გამოუტანეს მას უმაღლესი სასჯელი

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსათვის ერთდროულად ამოუცნობი და საშიში სახელმწიფოა. ატომური შესაძლებლობებით მანიპულირების გარდა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობითაც აშფოთებს. ქვეყანაში, სადაც ღრმა სოციალიზმი მძვინვარებს, ხშირად ისჯებიან სიკვდილით ადამიანები.

 მსოფლიო მედიის ყურადღება განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის დახვრეტამ მიიქცია. ხიონ ჰიონ ჩხოლი ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი 2012 წლიდან იყო. ის 1949 წლის 11 იანვარს დაიბადა, ხოლო 66 წლის ასაკში სიკვდილი მიუსაჯეს. ჰიონ ჩხოლმა სამხედრო სამსახური ჩვიდმეტი წლისამ დაიწყო, მაშინ ის ბატალიონს მეთაურობდა. სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, 66 წლის მინისტრს უმკაცრესი განაჩენი ძილისთვის გამოუტანეს. როგორც ცნობილია, მას სამხედრო მსვლელობისას, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ბელადი, კიმ ჩენ ინი, ესწრებოდა, რამდენჯერმე ჩასთვლიმა. ამის გამო ჰიონ ჩხოლი ათასობით ადამიანის თვალწინ, საზენიტო დანადგარით დახვრიტეს. სამხედროებმა, რომლებიც ბრიფინგს ესწრებოდნენ, დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი. სეულის უსაფრთხოების მკვლევრის განაცხადებით, ეს იყო შემზარავი სანახაობა – საზენიტო დანადგარი რამდენიმე იარაღის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც სროლისთანავე ანადგურებს ობიექტს. აქედან გამომდინარე, ერთი გასროლით ჰიონ ჩხოლის სხეული სრულიად დაიფლითა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, აწ უკვე გარდაცვლილი თავდაცვის მინისტრი, აპრილში მოსკოვში იმყოფებოდა უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მას დიდი უპატივცემულობა გამოუხატავს კიმ ჩენ ინის სამხედრო ღონისძიბების მიმართ. ის, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ბელადის მიმართ ორგულობასა და უპატივცემულობაშიც დაადანაშაულეს. ამასთანავე, როგორც სეულში აღნიშნავენ, ჰიონ ჩხოლი ხშირად არ ეთანხმებოდა ბელადის აზრს და ყოველთვის გამოთქვამდა უკმაყოფილებას მის რეჟიმზე. ჩრდილოეთ კორეაში, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის სიკვდილით დასჯისათვის იარაღი ZPU-4 გამოიყენეს, უფლებების დაცვის სააგენტომ, გასული წლის სექტემბერში მსგავსი ფაქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. სამხრეთ კორეის დაზვერვა, ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ჩრდილეოთ კორეაში თანამდებობის პირების დასჯის შესახებ. კიმ ჩენ ინის ბრძანების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანს გამოუტანეს იგივე განაჩენი. 2013 წლის 3 ნოემბერს, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, დაახლოებით 80 ადამიანი დახვრიტეს, რომელთა დანაშაული სამხრეთკორეული ფილმების ყურება და ბიბლიის წაკითხვა იყო. ერთ-ერთი მოწმის თქმით, დამნაშავეები  შინპონგის სტადიონზე გაასამართლეს. აღნიშნული სისასტიკე აყურებინეს მოსახლეობას, რომელთა რიცხვიც  10 000 კაცს შეადგენდა. ცნობილია, რომ გასულ წელს, ქვეყნის ლიდერმა საკუთარი ბიძა, მისი 200-მდე თანამოაზრესთან ერთად, კორუფციისა და ცხოვრების ამორალური წესის გამო დახვრიტა. 

შეგახსენებთ, რომ 1945 წლამდე კორეა, იაპონიის მფლობელობაში, როგორც კოლინია ისე შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ჩრდილოეთ ნაწილს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, სამხრეთს – ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკამ და საბჭოეთმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რამაც 1948 წელს ორი სხვადასხვა სახელმწიფო წარმოშვა: ჩრდილოეთის – პროსაბჭოული და სამხრეთის – პროამერიკული. ჩრდილოეთ კორეა, არის 21-ე საუკუნის ქვეყანა, სადაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი დღემდე არსებობს. დღეს არავინ დავობს იმის შესახებ, რომ მსოფლიო ტოტალური რეჟიმის ქვეყნების სიაში ეს სახელმწიფო პირველ ადგილზეა. ჩრდილოეთ კორეა, ქვეყნის არაოფიციალური სახელწოდებაა და მისი მმართველები ლეგენდარული ლიდერის, კიმ ირ სენის მემკვიდრეები: კიმ ჩენ ირი (რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა) და კიმ ჩენ ინი არიან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთ კორეაში გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებები, ფაქტობრივად, არ არსებობს. მართალია, 2009 წელს მოხსნეს აკრძალვა მობილური ტელეფონის გამოყენებაზე, მაგრამ ფხენიანის მცხოვრებლებს ტელეფონის მხოლოდ ადგილობრივ ქსელში ჩართვა შეუძლიათ. ეს კავშირი კი იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ მობილური ტელეფონით, ძირითადად, სახელმწიფო მოსამსახურეები, ბიზნესმენები და უცხოელები სარგებლობენ. რაც შეეხება ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს, მისით სარგებლობა მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების მუშაკებს შეუძლიათ. 

როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი აწესებს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე კონტროლს. სატელევიზიო არხები გადმოსცემენ მხოლოდ პოზიტიურ ამბებს, რაც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაზე დიდი თაღლითობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მედიამ გააჟღერა, ეხებოდა 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ფინალში გავიდა. გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო თასიც ღირესულად დაიმსახურა. ინფორმაციაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეამ იაპონია დაამარცხა ანგარიშით 7:0; ამერიკა – 4:0, ხოლო ჩინეთს 2:0 მოუგო. რეალურად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა და გერმანია შეხვდნენ ერთმანეთს, ჩრდილოეთ კორეა კი ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ვერ მოხვდა.

скачать dle 11.3