კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ცოლი უტარებდა დავით კლდიაშვილს დამატებით რეპეტიციებს ქართულის არცოდნის გამო

„დიდი მწერლები არასდროს არაფერს არ იგონებენ, არ თხზავენ.  ისინი უკვე მომხდარს, არსებულს, ცნობილს  სულს შთაბერვენ და გარდასახავენ” (თომას მანი).  სწორედ დავით კლდიაშვილია ის მწერალი, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს ასახავდა თავის თხზულებებში. ამისთვის ის თავის მეუღლესა და ახლობლებს სთხოვდა: „მომიყევით ნაცნობ-მეგობართა ამბავი, თავგადასავალი. აბა, ჰე, დამგეშეთ, დამგეშეთო!”… კლდიაშვილი ის მწერალია, რომლის ნაწერებს ყოველ დროში ახლიდან კითხულობდნენ, ზოგჯერ ზედაპირულად, მაგრამ თაროზე დავით კლდიაშვილის შემოქმედება არასდროს დარჩენილა. ვიღაცისთვის  დავით  კლდიაშვილი  იუმორისტი  მწერალია,  ვიღაცისთვის, უბრალოდ, სოფლის მწერალი, მაგრამ ძალიან მართალი. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წაიკითხეთ მისი დღიურები, რომელიც კარგად დაგანახვებთ მის ბუნებას. გაიგებთ, თუ როგორ ისწავლა რუსულ ენაზე გაზრდილმა კაცმა ქართული და გახდა ქართველების საყვარელი მწერალი; როგორი სამხედრო კარიერა ჰქონდა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მისი ამ დღიურების შემოკლებული ვარიანტი ახალი თაობის მკითხველისთვის (და არამხოლოდ) ძალიან კარგი საჩუქარია.                  

… ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი… 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. მათ სიყვარულით მიიღეს პატარა მოსწავლე და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სწავლა შეჰყვარებოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ დავითი რუსეთში გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად. (წყარო – „ბურუსი”) 1872 წელს 9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში. მოსწავლეებს აღმზრდელები მიუჩინეს. მათგან ერთი, მიხაილ სტეპანიჩ ესიკორსკი ბავშვებს ნამდვილ მამობას უწევდა, ართობდა და ესიყვარულებოდა, მაგრამ მეორე აღმზრდელი – კურბატოვი მათ „ტატარჩუკებს” ეძახდა, რის გამოც ქართველები ძალიან განაწყენდნენ და განყოფილება დაატოვებინეს. მაგრამ, ქართველებს სხვა უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამ აწუხებდათ. მათ ბევრი ვარჯიშისა და კითხვის მიუხედავად, მაინც ავიწყდებოდათ ქართული. 

დავით კლდიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია და მოსკოვის მესამე  სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. ორი წლის სწავლის შემდეგ, სამხედრო სამსახურში გაამწესეს ბათუმში, თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად… კლდიაშვილს განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული და ქართული კარგად არ იცოდა. ბათუმის ქართული სკოლის ერთ-ერთ წარმოდგენაზე კლდიაშვილს ერგო როლი. იმის გამო, რომ მან ქართული ცუდად იცოდა, პოლიცმაისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე – ქეთევანი დამატებით რეპეტიციებს უტარებდა. დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში – „ჩემი ცხოვრების გზაზე” წერდა: „ჩამაჯენდა სავარძელში ქეთევანი და მათქმევინებდა როლს. ერთი ათჯერ, თხუთმეტჯერ უნდა გამემეორნა ჩემი მონოლოგი. გაწვალებული ვიყავი ასეთი სწავლით, მაგრამ არანაკლები გაწვალებული იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც შემომაძახებდა ხანდახან მოთმინებადაკარგული: „არ შეიძლება ასე, ყმაწვილო, უნდა ისწავლოთ ქართული, ქართველი ხართ!” მეც ძალიან მოწადინებული ვიყავი მესწავლა ჩემი ენა, მაგრამ წარმატებაში ნელი ნაბიჯით შევდიოდი”.

1882 წელს დავით კლდიაშვილმა სოფელ კაცხში პავლე მაჭავარიანი გაიცნო, მის ოჯახს დაუახლოვდა და გარკვეული დროის შემდეგ, პავლეს ქალიშვილი – მარიამი ცოლად შეირთო. მოგვიანებით, დავითის ვაჟი, სერგო წერდა: „დავითის სიმამრი მეტად ტიპური მოხუცი იყო. ოჯახი მდიდარი ჰქონდა და ხელგაშლილად ცხოვრობდა. მის სახლში სტუმარი ულევად იყო. იმერეთის რომელი სოფლიდან და კუთხიდან არ ნახავდით აქ საქეიფოდ მოსულ აზნაურებს. ამ ოჯახში მისვლა სანაქებოდ მიაჩნდათ... სიმამრის სახლი მდიდარ მასალას იძლეოდა. იქ ჩემთვის ნამდვილი აკადემია იყო, – არაერთხელ უთქვამს მამას…

… 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს, გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან… ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 წლის მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე… ბრძოლით განვლო გზა ბათუმიდან ლაზისტანამდე, სადაც პირონიტის კომენდანტად დაინიშნა. ჩვეულებისამებრ, ეწინააღმდეგებოდა უაზრო სალდაფონურ ხელმძღვანელობას, უნიჭო სარდლობის გადაწყვეტილებებს. აკრიტიკებდა უშედეგო სამხედრო ოპერაციებს, იცავდა ჯარისკაცებს უსამართლო, არაადამიანური დამოკიდებულებისგან… დავით კლდიაშვილი ლაზისტანშიც დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ესაუბრებოდა მათ ისტორიაზე, საქართველოზე…  ერთხელ დავითთან პირონიტელი ლაზები მივიდნენ და სთხოვეს დახმარება საღვთო ტყის გადარჩენაში, რომელსაც ლიახოვის ბრძანებით, გაჩეხვა-გადაწვას უპირებდნენ მესანგრეები. დავითმა დაცვა ჩააყენა და საღვთო ტყეს ახლოს არ გააკარა ისინი. ეს ომის პირობებში, ფრონტის ხაზზე, ისიც ოფიცრისგან, გაუგონარი საქციელი იყო. მას სამხედრო ტრიბუნალი და სასტიკი სასჯელი ემუქრებოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, საქმის წარმოება შეფერხდა. ამასობაში 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო. მეფე გადადგა, იმპერიას დროებითი მთავრობა ჩაუდგა სათავეში და დავით კლდიაშვილისთვის აღარავის ეცალა… მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული. იქ ხანდაზმულმა დავით კლდიაშვილმა კიდევ რამდენიმე მოთხრობა დაწერა. 

скачать dle 11.3