კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ღალატი მიზეზებით

 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ღალატი უმიზეზოდ არ არსებობს. თანაც, შეუძლებელია, დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე იყოს. რაც შეეხებათ ქალებს, რომელთაც უღალატეს, მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ ამ ყველაფერზე. მიზეზებს კი არ ეძებენ, არამედ უნდათ, იცოდნენ, შეიძლება თუ არა, ღალატის პრევენცია. ან როგორ მიხვდნენ წინასწარ, რომ უბედურება ახლოსაა.

რჩევა პირველი: დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ქალი გათხოვების შემდეგ „ეშვება” და „დუნდება” – „ჩაჯდება” სახლში და საერთოდ ავიწყდება, რომ მამაკაცის ხშირ-ხშირად გაოცებაა საჭირო. მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი ქმარია. ძალიან კარგია, როცა სახლში სისუფთავე და წესრიგია. გემრიელი კერძებიც ძალიან მოსწონთ მამაკაცებს, მაგრამ ეს არც ყველაფერია და არც მთავარი. მხოლოდ დიასახლისი ცოლი მამაკაცს ვერ დააკმაყოფილებს. თუ მოსწყინდება, მორჩა – მაშინვე აქეთ-იქით დაიწყებს თვალების ცეცებას. როგორ მოიქცეს საცოდავი ქალი?!

ბუნებრივია, რომ დაბნეული ცოლი შეცდომას შეცდომაზე დაუშვებს. მთავარი პრინციპია – იყავით მუდამ ყურადღების ცენტრში ნებისმიერი საშუალებით. არ მოდუნდეთ და არ ათქმევინოთ ქმარს, რომ თქვენმა ერთფეროვნებამ დაღალა. შეეცადეთ, ხშირად განაახლოთ ოჯახური ცხოვრება, თუნდაც მრავალფეროვანი უიქენდების ხარჯზე. ბევრი პოზიტიური ემოცია და ახალ-ახალი მოვლენა. შეაჩვიეთ ქმარი იმას, რომ საკუთარ თავზე იზრუნებთ და ეს ნორმალურია. დაგეგმეთ კულტურული ღონისძიებები, წადით სასეირნოდ და გაერთეთ. შეიყვარეთ თქვენი მეუღლის ჰობი. ერთი სიტყვით, საინტერესო გახადეთ თქვენი ცხოვრება. ეს თქვენც მოგეწონებათ და რაც მთავარია, სულ უფრო ნაკლები მიზეზი ექნება ქმარს, ღალატისთვის.

 

განსაკუთრებული ატმოსფერო

 

ის ცოლია ჭკვიანი, რომელიც სახლში, მეუღლისთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. რას ნიშნავს ეს?! – ყოველ შემთხვევაში, იმას არა, რომ კაცს სასათბურე პირობები შეუქმნა. მამაკაცმა უნდა იცოდეს საკუთარი მოვალეობები და ჰქონდეს პასუხისმგებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იზრუნო მასზე, როგორც ეს საყვარელ ადამიანს ეკუთვნის. ბუნებრივია, მამაკაცმაც უნდა იზრუნოს თავის მეორე ნახევარზე, მაგრამ ატმოსფეროს ოჯახში ქმნის ქალი. კაცი კი არის ბუნებით მონადირე, მაგრამ მონადირე ყოველთვის სახლში ბრუნდება. სახლში, სადაც მას კერია და მშვიდი ატმოსფერო ელოდება. მხოლოდ ის, რომ გემრიელ კერძებს ამზადებთ, საქმეს ვერ უშველის. იყავით თქვენი ქმრისთვის საყვარელი. რატომ დაუწყებს ძებნას გარეთ ვნების „ჩასახშობად”, როცა სახლში სექსუალური, ალერსიანი და ვნებიანი ქალი ელოდება?! შესაძლოა, გამონაკლისები მართლაც არსებობენ, რომელთაც არაფერი აკმაყოფილებთ, მაგრამ გამონაკლისებზე თეორიები არ იგება.

არსებობს ასეთი ტერმინი ფსიქოლოგიაში: „ბიზნესმენის სინდრომი” – მამაკაცი, რომელიც ნელ-ნელა მიიწევს იერარქიულ კიბეზე და ამაში მეუღლეც ეხმარება, შემდგომში ძალიან უფრთხილდება მას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოლმაც აუცილებლად ფეხი უნდა აუწყოს ტემპს – ანუ, სრულიად შეესატყვისებოდეს მეუღლის სტატუსს და სოციალურ მდგომარეობას. ერთი სიტყვით, ქალისთვის გაცილებით რთულია ცხოვრება. თუმცა, ჩიტი ბრდღვნად ღირს, რადგან რაც უფრო მობილიზებულია ქალი, მით მეტად საინტერესოა მისი ცხოვრება.

 

ლამაზი და სასურველი

 

ყველა დარწმუნებულია, რომ ლამაზი ქალები ცხოვრებაში ყველაფერს ძალიან იოლად აღწევენ, რომ მათთვის ნებისმიერი სურვილის შესრულება უადვილესია. სინამდვილეში, ჭკვიან და ლამაზ ქალს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა ძალიან უჭირს. მით უფრო, რთულია დაამტკიცონ, რომ რაღაცას წარმოადგენენ.

პირადულშიც და საქმიანობაშიც ლამაზ ქალს უწევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ საკუთარი გარეგნობის იმედად არ არის. მით უმეტეს, როცა ქალბატონი ამბიციური და პატივმოყვარეა.

„სიკეთეები” თავისით არ ჩნდება. არც კარგი ქმარი მოგერთმევა ლანგრით და არც კარგი სამსახური. ასე რომ, სულ ტყუილად გშურთ ლამაზი ქალების. მათთან წარმატება ნამდვილად არ მოდის თავისით. პრობლემებიც აქვთ და დაბრკოლებების გადალახვაც ზოგჯერ უჭირთ. ლამაზი ქალის მუდმივად შურთ და მუდმივად ეჭვით უყურებენ. ქმარიც ძნელად ენდობა. თუ ლამაზი ქალი მიზანდასახული არ არის, თუ ზარმაცია და ელოდება – თავისით როგორ მიერთმევა ყველაფერი, მაშინ ის ორმაგად ცოდოა. ერთია, რომ მის წარუმატებლობას არავინ დაიჯერებს და მეორე – საკუთარი თავისადმი რწმენას დაკარგავს, რასაც სილამაზე ვეღარ დააბალანსებს.

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი – როგორი წვალებითაც არ უნდა მიაღწიოს ლამაზმა ქალმა წარმატებას, მისი დამსახურებები მაინც სხვას დაბრალდება – მდიდარ, ძლევამოსილ ქმარს, ან...

ერთი სიტყვით, ნუ შეგშურდებათ ლამაზების.

 

არავითარი კონტროლი

 

ქალბატონების საყურადღებოდ – ღალატის პრევენცია არ არის და ვერც იქნება პარტნიორზე გაძლიერებული კონტროლი. რა თქმა უნდა, არ უნდა მოეშვე და ყურადღებაც არ უნდა მოადუნო, მაგრამ მთელი შენი შეგნებული ცხოვრება ქმრის კუდში დევნას მიუძღვნა, რა თქმა უნდა, სისულელეა. ჯერ ერთი, ძალიან დამამცირებელია. მეორეც – ენერგიას ისე შეისრუტავს, რომ აღარაფერს ტოვებს. ვერც მიხვდებით, ქმრის დევნა-კონტროლში როგორ გამოიფიტებით. აღარაფერს ვამბობთ იმ ნერვულ აშლილობაზე, რომელიც გარანტირებული გაქვთ. ზოგადად, კონტროლი აღიზიანებს და აბრაზებს ყველაზე მშვიდ მამაკაცსაც კი. მათ ეს პირადი სივრცის ხელყოფად, თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს დიდი სისულელეა, მაგრამ მამაკაცებს სხვანაირად მიაჩნიათ. გვინდა, თუ არ გვინდა, მათ აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ. სხვანაირად თანაცხოვრება არ გამოვა. გასაგებია, რომ მამაკაცის ბრმად ნდობა ძალიან ძნელია. ამას თქვენგან არც არავინ ითხოვს, მაგრამ ზომიერება და გონივრულობა აუცილებელია. თუ ამ ორი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი კარგად იქნება. „არავითარი კონტროლი!” – თვალშისაცემად და საჯაროდ, მაგრამ რაღაც დოზით ყურადღების მიქცევა საკუთარი მეუღლის „ცელქობებისთვის” – აუცილებელია.

скачать dle 11.3