კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე სარკეში საკუთარი სხეულის ანარეკლზე დიდხანს დაკვირვება და არსებობს თუ არა პირობითი საზღვარი დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებსა და პარალელურ სამყაროს შორის

სარკის წინ მანდილოსნები (და არა მარტო ისინი) საათობით იპრანჭებიან და არც კი იციან, რომ ერთი შეხედვით  უწყინარმა და ჩვეულებრივმა ნივთმა, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს მათზე. ასევე, არსებობენ უხილავი სტუმრები ბინაში, რომლებიც სწორედ იმ დროს გვეწვევიან საცხოვრებელში ფარულად, როცა მათ არ ველით. ამ თემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ პარაფსიქოლოგს, ქალბატონ ლალის, რომელმაც სასარგებლო რჩევები მოგვცა.

ლალი: ბევრმა არ იცის, რომ სარკეს, ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო და საჭირო ნივთს, საკმაოდ მაგიური თვისებები და მისტიკური ძალა აქვს და  მასთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მეცნიერ-ეზოთერიკოსებმა არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყეს ამრეკლავი ზედაპირების თვისებათა შესწავლა და არაერთი ცდაც ჩაატარეს, რომლის შედეგებიც გამაოგნებელი და დასაფიქრებელი აღმოჩნდა. კერძოდ, დადგინდა, რომ ადამიანის ანარეკლს შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს მასზე.

– წინაპრებისგან გამიგია, ვინც დიდხანს ზის სარკის წინ, მის სილამაზეს სარკე შეჭამსო. ამაში სიმართლის მარცვალი დევს?

– დიახ, ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი მართლაც დევს. შემიძლია, რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რაც სარკეს უკავშირდება. მაგალითად, არ შეიძლება სარკეში პირდაუბანელი ჩახედვა, რადგან, ამას ადამიანის სილამაზის უარესობისკენ შეცვლა შეუძლია. არ არის სასურველი სახლში ბევრი სარკე გქონდეთ, რადგან, შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს ადამიანის ხასიათის ცუდისკენ შეცვლის მიზეზი. ათი წუთით სარკესთან დგომა და მასში ცქერა, ანუ სარკეში არეკლილი ადამიანის გამოსახულება, ძალიან მძლავრ გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე. აქედან გამომდინარე, კონტროლს დაუქვემდებარებელი სარკის ეფექტი სასურველი არ არის და ის უკუშედეგს იძლევა. თუმცა, კვლევით ისიც დადგინდა, რომ, თუ უგუნებოდ ხართ ან რამე გტკივათ, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სარკე ამას დადებითად აღიქვამს და პოზიტიურ სხივებს გამოაფრქვევს, რაც თქვენზეც დადებითად აისახება.

– პარალელური სამყაროს უხილავი არსებები სწორედ სარკეების მეშვეობით ახერხებენ ჩვენთან კონტაქტის დამყარებასო, ესეც სიმართლეა?

– დიახ, პარალელური სამყაროს უხილავი არსებები სწორედ სარკეების მეშვეობით ახერხებენ ჩვენთან კონტაქტს. ბავშვის ორგანიზმი, უფროსებისგან განსხვავებით, ნაკლებად დაცულია და ეს მას სხვა სამყაროს ეგრეთ წოდებული „ვამპირებისთვის” უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ალბათ, ამ ჩემი ნათქვამის მერე გაჩნდება აზრი, რომ პატარებისგან განსხვავებით, მოზრდილი ადამიანები ამ უხილავი პარალელური სამყაროს სტუმრების ავი ზრახვებისგან დაცულები არიან. ასეც არ არის საქმე. მოზრდილი ადამიანები, მართალია, პატარებზე დაცულები არიან, მაგრამ ისინი თავად იზიდავენ პარალელური სამყაროდან უხილავ სტუმრებს.

– ეს როგორ ხდება?

– ძალიან მარტივად, რადგან, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებსა და პარალელურ სამყაროს შორის საზღვარი ძალიან პირობითია. სხვა სამყაროთა არსებებს, რომლებიც უხილავად იმყოფებიან ჩვენს სახლებსა და ფიზიკურ ყოფიერებაში, ადვილად შეუძლიათ, საცხოვრებლად ის კუთხე აირჩიონ, რომელიც მათ განსაკუთრებით ხიბლავთ და მოსწონთ. ისინი იმ ბინებს ირჩევენ ყველაზე ხშირად, სადაც მათთვის საყვარელი ენერგიების წყაროებია. მათი კვების მთავარი წყარო ენერგიაა, რომელიც სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქოლოგიური გამოხდომების დროს გამოიყოფა ჩვენ ირგვლივ. ეს ენერგია ჩვენ ირგვლივ იფრქვევა ცუდი ფიქრებისა და ზრახვების დროს. ამიტომ, როცა ბრაზობთ, განრისხებული ხართ, სხვისი გშურთ ან სიხარბე გიპყრობთ, თქვენ ირგვლივ ცუდი ენერგია ტრიალებს, პარალელური სამყაროს წარმომადგენლები კი ამით სარგებლობენ. ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად, უცხო განზომილების ვამპირებს ფსიქიკური აფეთქების ენერგია უფრო იზიდავთ.

– გამოდის, რომ გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, იგივეა, რაც ენერგოშადრევანი?

– სწორად მიმიხვდით.  გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანის აურიდან სწორედ ის ენერგია გამოიფრქვევა, რაც უცხო განზომილების ვამპირებს იზიდავთ და მოსწონთ. ასტრალურ ვამპირებს ეს ენერგია წყალივით სჭირდებათ. ნეგატიური ემოციის შედეგად, ადამიანი სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ ნაწილს კარგავს, რაც მის აურაში უამრავ ბზარსა და დაზიანებულ ადგილს ტოვებს. ეს ყველაფერი ერთად კი არღვევს მის ბუნებრივ ენერგეტიკულ თავდაცვას ფიზიკური და სხვა სამყაროების უარყოფითი ზეგავლენისგან. სტრესს არა მარტო ფიზიკურ დაავადებამდე მივყავართ, არამედ, ამ დროს ჩვენში არსებულ ენერგეტიკულ კომპლექსში იწყება დარღვევები, კერძოდ, მთლიანობადარღვეული, ენერგეტიკულად გამოფიტული აურა ორგანიზმს დაუცველს ხდის გარე მავნე ზემოქმედებისგან.

– არ გკითხავთ, აურის დაზიანება რამდენად საშიშია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ამაზე საკმაოდ ბევრი იწერება და ჩვენი რუბრიკის სტუმრებიც საკმაოდ აქტიურად გვიზიარებენ ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს. მაგრამ, მაინც, იქნებ თქვენეული თავდაცვის მეთოდებიც გაგვიზიაროთ?

– აუცილებელია, ჩვენი საცხოვრებელი ბინა თვეში ერთხელ მაინც არომატული სანთლის კვამლით გავწმინდოთ. სხვა სამყაროს არსებები ძალიან მგრძნობიარეები არიან არომათერაპიის მიმართ. ამ მიზნით გამოგადგებათ ვარდის, პიტნისა და ევკალიპტის არომატული ჩხირები. მათი სურნელება ადამიანს აწყნარებს, ასევე, განაქარვებს დაგროვილ ცუდ განწყობას, აზრებსა და ემოციებს, ხოლო უცხო არსებებს კი აფრთხობს. ამ მეთოდს სახლის „კვამლით ჩამორეცხვას“ უწოდებენ და ის ძალიან ეფექტურია. თუ თავს შეუძლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა სახლში შედიხართ, კვამლით ცუდი ენერგიის „ჩამორეცხვის“ მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ. ასევე, არ დატოვოთ ღია შესასვლელი კარი და სარკეები ხშირად გაწმინდეთ წყალში გახსნილი ძმრის ხსნარით. თუ სხვის დაავადებაზე საუბრობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს, რაც სხვას სჭირს – ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ. სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი პოზიციის მქონე ადგილია ბინაში, რადგან  კუთხე ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია. თუ თქვენს ზურგს უკან ახლობელი ადამიანი დგას, სასწრაფოდ მიბრუნდით მისკენ პირისახით. არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებულად გაკვირდებათ ზურგზე,  რადგან ზურგი ყველაზე სუსტი და დაუცველი ენერგეტიკული არეა.

скачать dle 11.3