კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ოთარ ჭილაძე: ვისაც ებრძვი, იმას ემგსგავსები.

ეჟი ლეცი: მტრის სახე მაშინ უფრო მაშინებს, როცა ვხედავ, როგორა ჰგავს ჩემს საკუთარ სახეს.

გოეთე: სულელები და ჭკვიანები ერთნაირად უვნებელნი არიან. ძნელად ასატანი არიან მხოლოდ ნახევრად სულელნი და ნახევრად ჭკვიანნი.

ბუასტი: მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება არის ის, ჩვენს გულს სიძულვილს რომ აჩვევს.

ბოეციუსი: ჭეშმარიტი თავისუფლება ის არის, რომელიც კერძო სარგებლობას საზოგადო სარგებლობას უქვემდებარებს.

გერცენი: მამულისადმი ჩემი სიყვარული რატომ უნდა ვრცელდებოდეს ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობაზე?

დემოკრიტე: სიმამაცე ამცირებს ყველა უბედურებას.

ეჟი ლეცი: ბრბო ერთი დიდი პირით ღრიალებს, ოღონდ ათას პატარას აჩენს.

ლაუბი: თავისუფალია ის ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ინფორმირებულია, რომ არ არის თავისუფალი.

იუნგერი: ვინც მარტო იმაზე ფიქრობს, თუ რა იცის, არაფერზე არ ფიქრობს.

დებიუსი: რიტორიკა წალკოტია ისეთი, რომელიც ყვავილს უფრო იძლევა, ვიდრე ნაყოფს.

ბუდა: საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო უდიდესი გამარჯვებაა.

ბომარშე: ხმაამოუღებლად მორჩილება მარტო კანონს შეუძლია მოითხოვოს.

შაფო: ყმაწვილის გაწვრთნას საძირკვლად ორი რამე უნდა ჰქონდეს: ერთია კეთილზნეობა და მეორე – კეთილგონიერება. პირველი ბოძია სათნოებისა და მეორე – ფარი სხვისი ბოროტების მოსაგერიებლად.

სენეკა: ბედნიერია ის, ვისაც ისე უყვარს სხვა, რომ მარტო მისი ერთი ხსენებით იწვრთნებოდეს და კეთდებოდეს. ვისაც ნიჭი აქვს სხვისი სიყვარულისა, ის თვითონაც მალე შეიქმნება ღირსი თაყვანისცემისა.

რონი: სხვებს დაუთმე ლიდერობის უფლება მცირე დროს ცხოვრებისკენ სწრაფვაში, შენს თავს კი – არა. სხვებს დაუთმე უფლება არაფრის მქმნელ კამათში დაიხარჯოს, შენს თავს კი – არა. სხვებს დაუთმე უფლება განიცადონ უბრალო რამ, შენს თავს კი – არა. სხვებს დაუთმე უფლება თავიანთი მომავალი სხვას ჩაუგდონ ხელში, შენს თავს კი – არა.

პორტრაისი: ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან დგას ერთი ქალი, რომელიც მას მფარველობს. ერთი წარმატებული ქალის უკან სამი მამაკაცია და მას უკან ექაჩებიან.

скачать dle 11.3