ანეგდოტები
ტრისტან სარალიძის ანეკდოტები
– ჩემი ცოლი ალკოჰოლიზმით იტანჯება.
– ბევრს სვამს?
– ის არა, მე ვსვამ და ის იტანჯება!
***
სვანი ეუბნება ძმაკაცს:
– მგონი, მე მაიზერი კი არა, მუჰამედი მქვია!
– საიდან მოიტანე ეგ?
– საიდან და, გაიხედე, ეგერ, მთა მოდის ჩემთან!
– რა მუჰამედი! არიქა, გავიქეცით, მაიზერ! მეწყერი გვიახლოვდება!
***
ჭიჭიკია და ბიჭიკია მკვდარს მიასვენებენ. კარგა ხანს არავინ შეენაცვლა, გაწყდნენ წელში. ჭიჭიკიამ ვეღარ მოითმინა და ბიჭიკიას მიაძახა:
– ბიჯო, მგონია დევიღუპეთ და გვაჩუქეს ამ შობელძაღლებმა აი მკვტარი!
***
მამაკაცი ექიმს შესჩივის:
– ექიმო, მიშველე რამე, ცუდ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა წყალში გადავვარდე.
– რა გაწუხებთ?
– მე არაფერი, ცოლზე მოგახსენებთ. მივალ სახლში – ვიღაც კაცთან წევს. მეორე დღეს მივალ – სხვა კაცი უწევს ლოგინში და ასე გრძელდება ექვსი თვეა.
– მერე, შენ როგორ იქცევი?
– მე მეუბნება, გადი მეორე ოთახში და ვალიდოლი დალიე, დამშვიდდებიო.
– მერე?
– მეც ასე ვიქცევი.
– ჩემთან რაღა გინდა?
– ამდენი ვალიდოლი გულზე არ მაწყენს?
ექიმ-სექსოლოგ გია ბეროშვილის ანეკდოტები
კაცი მიდის ექიმთან:
– ექიმო, მიშველეთ რამე, ყოველ ღამე ვირთხების ფეხბურთი მესიზმრება.
– გასაგებია. აი, წამლების დასახელება, შეიძინეთ აფთიაქში და დალიეთ ძილის წინ. დღესვე დაიწყეთ.
– ექიმო, ხვალიდან რომ დავიწყო წამლების სმა?
– კი მაგრამ, ხვალ რატომ?
– დღეს ფინალია!
***
– ჭიჭიკია, ბიჭიკიას ცოლი მოუყვანია და შემოგვითვალა, ამოდით ბიჭებიო.
– რავა ყველაფერში ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგ უბედურს!
***
– მაგარი გოგო ხარ ძაან.
– მადლობა.
– და, სად ცხოვრობ?
– ვაკეში და შენ?
– მე გლდანში, შენი ქვედა მეზობელი ვარ.