კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემს უახლოეს ადამიანს შეეფარდა სასამართლოს მიერ გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით ან გირაოს თანხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.  როგორ შეიძლება, მოხდეს შეფარდებული გირაოს თანხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ გირაოს თანხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: თუ ბრალდებულს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ხდება ამ ქონების შეფასება და თუ ის გირაოს თანხის ეკვივალენტურია, შემდეგ შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს უძრავ ქონებას. სასამართლო განჩინებით აკმაყოფილებს შუამდგომლობას, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს განჩინებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ყადაღის დადების გადაწყვეტილების მომენტიდან, გირაო შეტანილად მიიჩნევა და იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გირაოს თანხის სახით გადახდა. 

კითხვა: გარდამეცვალა დედა, რომლისგანაც მე და ჩემს ძმას მემკვიდრეობით დაგვრჩა საცხოვრებელი სახლი. მინდა, რომ დედისგან მემკვიდრეობით დატოვებული სახლი პირდაპირ გადავიდეს ჩემი შვილის სახელზე და დარეგისტრირდეს მის საკუთრებად. იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვი მემკვიდრეობის მიღებაზე, გადავა თუ არა პირდაპირ ჩემი წილი ჩემს შვილზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები, ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. შესაბამისად, თქვენ მიერ  მემკვიდრეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში, თქვენს შვილზე არათუ ვერ გადავა მემკვიდრეობის უფლება, არამედ საერთოდ დაკარგავს უფლებას მომავალში იმ ქონებაზე, რომელიც თქვენ მემკვიდრეობით გეკუთვნით.

კითხვა: მამა აფხაზეთის ომში დაშავდა და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. მე ვარ სრულწლოვანი და შრომისუნარიანი, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვე. დედა მუშაობს ძალიან მცირე ხელფასზე. ერთი თვის წინ გარდამეცვალა მამა. შესაძლებელია თუ არა, ჩემი მუშაობის დაწყებამდე, ოჯახს შეგვინარჩუნდეს მამის პენსია.

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება. მოცემულ შემთხვევაში, პენსია შეწყდება პენსიონერის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

კითხვა: ჩემმა ქმარმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, ითხოვა განქორწინება. მე ვარ ორსული, მეოთხე თვეში. მეზობელმა მირჩია, შევიტანო შესაგებელი სასამართლოში და ვითხოვო, უარი ეთქვას მოსარჩელეს იმ მოტივით, რომ ორსულად ვარ. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და კანონი თუ დამიკმაყოფილებს სასამართლო მოთხოვნას?

პასუხი: დიახ, მოცემულ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. გაცნობებთ, რომ ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. 

скачать dle 11.3