შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 10 მაისს, დილის 7 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, სადაც შეხვალთ, სტაბილურობა შეიტანოთ. ეს ეხება როგორც სამსახურსა და ოჯახს, ისე სამეგობრო წრესაც. ირგვლივ სიმშვიდესა და ჰარმონიას უნდა აფრქვევდეთ და არა – აგრესიასა და დეპრესიას. უნდა დაეყრდნოთ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფულობასა და მოთმინებას. მოთოკეთ საკუთარ თავში ნეგატიური თვისებები, კერძოდ, სიჯიუტე და სიზარმაცე.
კითხვა: დავიბადე 2001 წლის 17 ივლისს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო აპარატის ზემაღალი სტრუქტურები, ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო საქმიანობა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, სამასაჟო საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია და სტომატოლოგია. ასევე, გასართობი ინდუსტრია, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 17 მარტს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიებში გამიმართლებს სამომავლოდ?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, ასევე, წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. დაეყრდენით სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი სულისკვეთების. საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველ-გადამანაწილებელი. პროფესიებიდან კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი. ასევე, პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სამსახური, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.