კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიმაღლოთ და გავიუმჯობესოთ „კამელინით“ სიცოცხლის ხარისხი, ზოგადი მდგომარეობა და როგორ იღებენ მისი დახმარებით გასაოცარ შედეგებს ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ

რამდენიმე ათეული წლის წინ, ცნობილმა ექიმმა და ქირურგმა ძაგული (ბენედიქტე) მაღლაკელიძემ, რომელიც თავის პაციენტებს სუფთა თაფლით მკურნალობდა, სწორედ თაფლისგან დაამზადა უებარი წამალი – „კამელინი“. პრეპარატის გამოგონებისთანავე დაიწყეს მისი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. თავიდან შეამოწმეს როგორც ანტიბაქტერიული საშუალება. წამალმა ყველა ბაქტერია გაანადგურა. შემდეგ გადაწყვიტეს მისი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლა თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევით და კლინიკურ დაწესებულებებში. დადებითი პასუხების მიღების შემდეგ, დაიწყეს ამ პრეპარატის კლინიკური მოხმარება. მალე „კამელინი“ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრების გამორჩეული ინტერესის ობიექტი გახდა, რაც ახლაც გრძელდება.  წლების წინ კი „კამელინის“ სიმსივნეზე ზემოქმედების მექანიზმი შეისწავლეს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრებში. საცდელად აიღეს ადამიანის ფილტვისა და სწორი ნაწლავის კიბოს უჯრედები; ასევე, გამოიყენეს კიბოთი ხელოვნურად დაავადებული თეთრი თაგვები. კვლევებით დადგინა, რომ „კამელინს“ აქვს ორმაგი მოქმედება: ის კიბოთი დაავადებულ თაგვებში მკვეთრად ზრდის ეგრეთ წოდებულ „სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს“ (სიმსივნის უჯრედების სიკვდილს) და სხვა მნიშვნელოვანი ციტოკენების (იმუნურ სისტემაში ჩართული ნივთიერებების) რაოდენობას და ამით ორგანიზმს უადვილებს დაძლიოს სიმსივნით გამოწვეული პრობლემები. ამასთანვე, ის უშუალოდ თრგუნავს კიბოს უჯრედებს და დროის გარკვეულ მონაკვეთში ახდენს მათ სრულ განადგურებას, ანუ, „კამელინის“ მოლეკულები თავისით „პოულობენ“ სიმსივნურ უჯრედებს და პირდაპირი ზემოქმედებით ანადგურებენ მათ. 

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კიბოს განვითარების ადრეული ეტაპი იყოს დაფიქსირებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინაღმდეგოდ არის მისი პროფილაქტიკა – სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მეტად საჭირო ნივთიერებების შემცველი მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), რომელიც ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და,  შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთ შესანიშნავ იმუნომოდულატორს წარმოადგენს პრეპარატი „კამელინი“. 

ზარემა იზმაილოვა (ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი):  ყირგიზეთში საგრძნობლად იმატა სიმსივნურმა დაავადებებმა, განსაკუთრებით კი ქალბატონებში. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საერთაშორისო სიმპოზიუმზე საქართველოდან, ონკოლოგ ალექსანდრე ცალუღელაშვილისგან შევიტყვე ქართული პრეპარატის, „კამელინის“ შესახებ. დავინტერესდი, გავეცანი პრეპარატ „კამელინის“ ავტორის ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევებს. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც პაპილომავირუსის გამო 15 წელი არ ჰყავდა შვილი (მკურნალობის ყველა აპრობირებული მეთოდის მიუხედავად, ჩვენ შედეგს ვერ მივაღწიეთ), შევთავაზე, „კამელინის“ სანთლებისა და ამპულების ერთდროულად გამოყენება. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას „კამელინით“ მკურნალობა ამჯობინეს. ზედიზედ ჩაუტარდა მკურნალობის 4 კურსი. ყოველი 20 დღის შემდეგ ხორციელდებოდა შემოწმება, როგორც ექოსკოპიურად, ასევე ანალიზებით. შედეგები დინამიკაში იმედის მომცემი იყო, ამიტომაც ვაგრძელებდით მკურნალობას. მიღწეული შედეგით გაოცებული დავრჩი. დავიწყე პრეპარატ „კამელინის“ გამოყენება სხვა პაციენტებზეც.  გადავწყვიტე „კამელინი“ შემეტანა ჩვენს ქვეყანაში, რათა ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყირგიზეთის მოქალაქეებისთვის. ჩავედი საქართველოში, შევხვდი კომპანია „კამელინის“ წარმომადგენლებს, კვლევაში ჩართულ მეცნიერთა და სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფს. მათი მეშვეობით უფრო ღრმად გავეცანი კვლევების შედეგებს. მოკლე დროში „კამელინის“ 5 ფორმა დარეგისტრირდა ყირგიზეთში. დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში მრავალი ონკოპაციენტი მოიხმარს „კამელინს“ და შედეგებიც ძალიან კარგია. 

დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად  საუბრობს   „კამელინ მ 1-ისა“ და „კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რომელიც მიღწეული იყო სიმსივნის სხვადასხვა, უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. „კამელინი“ არის კარგი იმუნომოდულატორი, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, მათ შორის – ღვიძლის უჯრედებსაც, ხელს უწყობს ჭრილობის მალე შეხორცებას. კარგია „კამელინის“ მალამოს გამოყენება დამწვრობის დროს. მისი, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენება, ძალიან კარგია, არა მარტო სიმსივნური დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მისი თავიდან აცილების მიზნითაც. ანუ, კიბოს საწყისი ეტაპის „გამოპარვის” შემთხვევაში, „კამელინი“ ძალიან კარგად მოქმედებს ავადმყოფზე და იწვევს დაავადების მომავალი განვითარების შეფერხებას. შესაბამისად, მისი გამოყენება სიმსივნის დასაწყის სტადიაში დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვაგინალური ინფექციების,  მათ შორის – ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავის ნახეთქების, ჰემორეის დროს. 

 ცოტა ხნის წინ კომპანიაში მიიღეს ქუთაისელი ქალბატონის, მერი გაბრიჩიძის წერილი, რომელიც პრეპარატ „კამელინის“ ავტორსა და მის შთამომავლობას უდიდეს მადლობას უხდის გადარჩენისთვის. 20 წლის წინ ქალბატონ მერის საშვილოსნოს სიმსივნის გამო გაუკეთდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო. ქუთაისის ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ბატონ ოთარ მეტრეველის რჩევით, პაციენტს „კამელინის“ ინიექციები დაუწყეს. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ (მკურნალობის ერთი კურსი), პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საიმედო გახდა. მკურნალობით გათვალისწინებული, 8-დღიანი შესვენების მერე, კვლავ გაიმეორა შემდეგი კურსი. დღეს სრულიად ჯანმრთელია, ჰყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი, რომლებთანაც დროს აქტიურად და ენერგიულად ატარებს. წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, იტარებს „კამელინით“ მკურნალობის 20-დღიან კურსს.

P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, დამატებითი ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე: 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი).

скачать dle 11.3