კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააიგივა სტალინმა მათხოვარი ქალი საკუთარ დედასთან

სტალინის პერსონისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ყველა მისი ბიოგრაფი თუ მკვლევარი მის სიდიადეს ერთხმად აღნიშნავს. სტალინის ცხოვრების ცნობილი მკვლევარი, იოსებ ბორშენი წერს: „სტალინი, თავისი ეპოქის ღირსეული შვილი იყო და ღირსეულად ატარა ის მძიმე ტვირთი, რომელიც მას განგებამ დააკისრა. სწორედ ეს დიდი ადამიანი ედგა ავანგარდში ფაშიზმის განადგურებას, რომელიც კაცობრიობის გასაჟლეტად იყო მოვლენილი სატანის მიერ. როგორც დიდი აღმშენებელი, სტალინს ბადალი არ ჰყავდა კაცობრიობის ისტორიაში და ჯერ არსად აშენებულა და არც არასოდეს აშენდება ისეთი მძლავრი ქვეყანა, როგორიც საბჭოთა იმპერია გახლდათ. მრავალი საფუძვლიანი თუ მეტწილად უსაფუძვლო ბრალდებების მიუხედავად, სტალინი ყოველთვის დარჩება იმ ერთ-ერთ ბოძად, რომელზეც მისი წარსული, აწმყო და მომავალი დგას. სტალინი იმორალური პიროვნება, ძლევამოსილი განმსჯელი, მარტოსულია და ნუ ვეძებთ მასში იმ თვისებებს, რომლებითაც სულდგმულობენ რიგითი მოკვდავნი. სენტიმენტალურობა და ცრემლი უცხო იყო ისეთი ქმნილებისთვის, როგორიც სტალინია და ამისთვის მას ნუ გავკიცხავთ...“

ბორშენის მტკიცება, პრინციპში, სიმართლეა და იმორალური სტალინი იშვიათად ჰყვებოდა გრძნობებს. თუმცა არც გრძნობების გამოხატვა იყო მისთვის უცხო და ზოგჯერ ამას საკმაოდ მკვეთრ ფორმებში და მრავალმხრივად აკეთებდა.

1947 წლის 30 მარტს კუნცევოდან გამომგზავრებული სტალინი კრემლში მიდიოდა. მოსკოვში რომ შევიდნენ, სტალინმა მოულოდნელად ჩვეული მარშრუტის შეცვლა განიზრახა და თავისი დაცვის უფროსს, ნიკოლაი ვლასიკს უთხრა:

– ძველ მოსკოვში გავისეირნოთ. მაინტერესებს, იქ რა ხდება. ჯერ კიდევ რევოლუციამდე იქ მრავალი საათი მაქვს გატარებული და „ოხრანკას“ ხშირად დავსხლტომივარ ხელიდან მის ვიწრო ქუჩებში. გარდა ამისა, იქ მრავალი მართლმადიდებლური ტაძარია და შეხედვა მინდა.

ვლასიკი, რომელიც საკუთარი სიცოცხლით აგებდა პასუხს სტალინის უსაფრთხოებაზე, უზომოდ შეშინდა და შეჰბედა:

– იოსებ ბესარიონოვიჩ, მაპატიეთ, მაგრამ ეს მარშრუტი დამუშავებული არ გვაქვს და ამიტომ იქ გასვლა არ შეიძლება.

სტალინი არ განრისხებულა, უბრალოდ, ჩაეცინა და ვლასიკს მიუგო: 

– გააკეთე, რასაც გეუბნები. ჩემი სიცოცხლე შენზე კი არა, ღმერთზეა დამოკიდებული. თანაც, ამ მართლმადიდებლური ტაძრებით სავსე ადგილზე რა უნდა შემემთხვეს.

სტალინის კორტეჟმა სტარომასკოვსკაიასკენ გადაუხვია და როგორც მოგვიანებით ვლასიკი უყვებოდა პოსკრებიშევს, „პატრონი“ მართლმადიდებლური ტაძრების სილამაზით ტკბებოდა. ასე, ნელი სვლით ჩაუარეს წმიდა ბარბარეს, წმიდა სამების, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძრებს და წმიდა გიორგის ეკლესიას რომ გაუსწორდნენ, სტალინმა მოხუცებული ქალი შენიშნა, რომელიც ტაძრის შესასვლელთან იჯდა, ხელი ჰქონდა გაწვდილი და მათხოვრობდა. ჩვეულებისამებრ დინჯი და გაწონასწორებული სტალინი ამ სურათმა ისე აღაშფოთა, ერთბაშად აფეთქდა და ვლასიკს უღრიალა:

– ესე იგი, ამგვარად სრულდება ჩემი ბრძანება, რომ მოსკოვში არცერთი მათხოვარი აღარ იყოს. ნუთუ ასეთი რა გაუჭირდა, „მოსგორკომს“, რომ ერთი მოხუცი ქალის შენახვა არ ძალუძს. ჩქარა მოიყვანეთ აქ ეს ქალი და ერთად გავარკვიოთ, რა ხდება.

სტალინის განსაკუთრებული ბრძანებით, მოსკოვში არცერთი მათხოვარი არ უნდა ყოფილიყო და მათი უზრუნველყოფა საქალაქო კომიტეტს ევალებოდა, რომელსაც ხრუშჩოვი განაგებდა.

ვლასიკმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და მოხუცი სტალინთან მიიყვანა. სტალინმა ის გვერდით მოისვა და ჰკითხა:

– რამდენი წლის ბრძანდებით?

– ოთხმოცს გადავაბიჯე, შვილო, – უთხრა მოხუცმა სტალინს, – რატომ შეწუხდი, შენისთანა მდგომარეობის ხალხი ჩემნაირებთან ლაპარაკით თავს არ იწუხებს.

სტალინს სახე ეცვალა, თვალები ჩაუწითლდა და მოხუცს ყელში მოწოლილი ხმით უთხრა:

– რას ბრძანებთ, დედილო, რის შეწუხება. თქვენ რომ დაგინახეთ, დედაჩემი, ეკატერინე გამახსენდა. რა გაგიჭირდათ, რომ ასეთ დღეში ხართ? მე სპეციალური განკარგულება გამოვეცი, რომ ყველა გაჭირვებულს დაეხმარონ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, „მოსგორკომში“ მისვლა, იმათ უნდა მოგაკითხონ.

ქალს მწარედ ჩაეცინა. სტალინს ცრემლიანი თვალი შეავლო და უთხრა:

– მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ ყოჩაღად ვარ და სიარული შემიძლია. რომ არავინ მომაკითხა, „მოსგორკომში“ ჩემი ფეხით მივედი. მაგრამ უკან გამომაბრუნეს. ჩემი შვილი 58-ე მუხლითაა გასამართლებული და ეს რომ ვუთხარი, კაბინეტიდან გამომაგდეს.

58-ე მუხლი მაშინდელი კანონებით სამშობლოს ღალატს ნიშნავდა. სტალინმა არაფერი უპასუხა ქალს. შემდეგ კარი მიხურა და მძღოლს მოსკოვის კომიტეტისკენ დაძვრა უბრძანა, სადაც ხრუშჩოვის რეზიდენცია მდებარეობდა. მოგვიანებით, ნიკოლაი ვლასიკი ასეთ სცენას იხსენებდა: „სტალინმა მოხუცი პირადად აიყვანა ხრუშჩოვთან, რომელიც მათ საკუთარი კაბინეტის წინ შეეგება. არ ვიცი, სტალინს რა დაემართა, როგორც ეტყობა, მართლაც დედასთან გააიგივა ეს ქალი და გაფითრებულ ხრუშჩოვს უღრიალა:

– რატომ არ დაეხმარეთ ამ ქალს. ჩემს ბრძანებას რატომ არ ასრულებ?

ხრუშჩოვს მთელი სხეული აუცახცახდა და სტალინს ძლივძლივობით უპასუხა:

– ამხანაგო სტალინ, ამ ქალის შვილი სამშობლოს მოღალატეა და საჭიროდ არ ჩავთვალე, დავხმარებოდი.

ხრუშჩოვის სიტყვებმა სტალინი უკიდურესად აღაშფოთა. „პატრონი“ ისეთი გაფითრებული არასოდეს მენახა. მან ნიკიტას უღრიალა:

– კრეტინო! ეს ხომ მოხუცია. მშიერ-მწყურვალი. მოღალატე შვილი შენც გყავდა (ხრუშჩოვის შვილი, სტალინის ბრძანებით, სამშობლოს ღალატისთვის დახვრიტეს), მაგრამ შენთვის ხელი არავის უხლია. ჩქარა ყველაფერი მოაგვარე და ასეთ სიბინძურეში გარეული კვლავ რომ გნახო, ჩემი ხელით დაგხვრეტ...

მოხუცი ქალი პროსკოვია პავლოვა აღმოჩნდა. კონსტრუქტორ ლეონიდ პავლოვის დედა, რომელიც სუპერგამძლე ჯავშნების დამზადებაზე მუშაობდა და მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაბეზღების გამო იხდიდა სასჯელს. მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვა და პავლოვი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო ცრუ დამსმენი დახვრიტეს. პროსკოვია პავლოვას, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად დაეხმარნენ. ამ ისტორიაში მე ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ სტალინი არც მე მომრიდებია და როდესაც „მოსგორკომიდან“ კრემლში ვბრუნდებოდით, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები...“

скачать dle 11.3