კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციხეში ჯობია

ზბიგნევს პოლონეთის კრიმინალური პოლიცია კარგად იცნობდა. ერთი შეხედვით, ამ სუსტ და უფერულ ყმაწვილზე ვერავინ იტყოდა, რომ რამდენიმე ბანკი ჰქონდა გაძარცული, თანაც, ყოველგვარი თანამზრახველების, ხელსაწყო-იარაღებისა და ხმაურის გარეშე. უკვე რამდენიმე წელი იყო, ზბიგნევი დიდ დროს ატარებდა კომპიუტერის სერვერებთან. ჰაკერის ინტერესის სფეროს ბანკთაშორისი ინტერნეტკომუნიკაციები წარმოადგენდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ საქმეში. ბანკებსა და ელექტრონულ სეიფებს მარტივად ტეხდა და ფული თავის ანგარიშზე გადმოჰქონდა. ბოლოს ნიუ-იორკში, ოთახიდან გამოუსვლელად აზარალა  ნაციონალური ბანკი ათი ათასი დოლარით. ვარშავაში, მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის ფინანსურ ქსელი რომ შევიდა და მათი საიდუმლო გახსნა, რომელშიც კონკურენტმა უპრობლემოდ გადაუხადა სამი ათასი დოლარი, სწორედ მაშინ ჩაავლეს და ძლივს დაუძვრა ხელიდან ვარშავის პოლიციას. ერთი მეგობრის რჩევით, სწრაფად აიღო ბილეთი და მოსკოვში „დაუბერა“. უთხრეს, იქ ასეთი დანაშაულებები დაფიქსირებული ჯერ არ არის, რომც დაგიჭირონ, ვერ მოგისჯიან და შეგიძლია, თავისუფლად იმუშაოო.

ზბიგნევი სამი თვე უკვე იჯდა ჰოლანდიის ციხეში და თავისუფლებაზე ყოფნა აშკარად ერჩივნა, მით უფრო – სოლიდური ფინანსების შოვნის პერსპექტივით.

აეროპორტში მეგობრის ნაცნობები დახვდნენ – ორი ახმახი, ცუდად ჩაცმულები, მაგრამ, ისეთი ძვირფასი მანქანით, რომ ზბიგნევმა პირიც კი დააღო. ასეთი „მერსედესით“ ვარშავაში პარლამენტის წევრებიც არ დადიოდნენ, ალბათ, მხოლოდ ელჩები და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები; ამიტომ, თავდაპირველი უნდობლობა გაუქრა. სამაგიეროდ, ისინი უყურებდნენ გაოცებულები. ბოლოს ერთმა, პაველმა ჰკითხა:

– შენ ძარცვავ ბანკებს?

– ჰო... არ გჯერათ?

– ცოტა ძნელი დასაჯერებელია... ალბათ, გუნდი გყავს მაგარი.

– არავითარი გუნდი, მარტო ვმუშაობ... მერე აგიხსნით. სად მივდივართ?

– თქვენთვის ბინა ვიქირავეთ.

– ძალიან კარგი. იმედია, მშვიდ რაიონშია, – ზბიგნევმა ნებივრად მოიკალათა მანქანაში და გაიღიმა.

მეორე საღამოს პაველი და რომა გაშტერებულები უსმენდნენ ზბიგნევს, რომელიც უცნაურ რაღაცას ყვებოდა. მერე ერთმანეთში ხმადაბლა ისაუბრეს:

– მოგვისმინე, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ და სერიოზული შეფიც გვყავს. ერთმა ბანკმა ძალიან გაგვაბრაზა. შეგიძლია, რამე სერიოზული პრობლემა შეუქმნა? კარგად გადაგიხდით.

– რატომაც არა! შემიძლია, მათი ქსელი ისე დავავირუსო, რომ რამდენიმე ათეული ათასის ზარალი ნახონ.

ახმახებს სახე გაუნათდათ:

– მაგარია. ჩვენგან რა არის საჭირო?

– ძლიერი კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტთან. ეს ჩემთვის ბავშვური სათამაშოსავით არის. ისეთ ვირუსს შევუშვებ, დიდი ხნით გავუჩენ თავსატეხს.

– და... რამდენი დღე დაგჭირდება?

– მაქსიმუმ ორი... – გაიცინა ზბიგნევმა.

ზუსტად სამი დღის შემდეგ ზბიგნევს ახმახებმა ტკაცუნა დოლარები მოუტანეს კონვერტით და ახალი დავალება მისცეს: იგივე გაეკეთებინა მსხვილი სამშენებლო ფირმისთვისაც. ზბიგნევი მუშაობას შეუდგა, მაგრამ საღამოს მის ბინაში ოპერატიული ჯგუფი მოვარდა და დააპატიმრა. ზბიგნევს გაუკვირდა, მაგრამ არ შეშინებია. მას უფრო იმის ეშინოდა, მის შესახებ მოსკოვის პოლიციას ვარშავის პოლიციისთვის არ ეცნობებინა, რადგან, იქ ხუთი წლით მაინც მოუწევდა ჩაჯდომა, აქ კი მაქსიმუმ სამ თვეში გამოუშვებდნენ – მეგობრისგან დაიმედებულს ამის იმედი ჰქონდა. რაც შეეხება სამი თვით წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ყოფნას, ესეც არ იქნებოდა პრობლემა – მყუდრო საკანი, პირადი კომპიუტერი, სიმშვიდე და ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობა. ამიტომ სრულიად აუღელვებლად გაჰყვა სამართალდამცველებს.

მაგრამ...

იმედგაცრუება საკანში შესვლისთანავე იწვნია – ვიწრო, ნახევრად ბნელ ოთახში თერთმეტი კაცი იყო: ორი ვიეტნამელი, სამი ნამიბიელი ზანგი, ერთი იუგოსლავიელი, დანარჩენები კი – რუსები. ვიწრო ფანჯრიდან მზის სხივიც ვერ აღწევდა. ტუალეტი იქვე იყო, დანარჩენ კომფორტზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი... ზბიგნევი გაოგნდა. პირველად იგრძნო შფოთვა. ეს ბუნაგს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის სამყოფელს. პოლონელის შფოთვა კიდევ უფრო გაიზარდა, როცა მეორე დღეს ადვოკატს დაალაპარაკეს. რადგან მისი რუსული ზბიგნევს ნახევრად ესმოდა, თარჯიმანიც მოუყვანეს – ინგლისურენოვანი. იმან აუხსნა – რადგან რუსეთის საკანონმდებლო ბაზაში არ მოიძებნა შესაფერისი მუხლი, რომლითაც ზბიგნევის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესატყვისებოდა, ამიტომ მას განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეობისთვის გაასამართლებდნენ. ეს მუხლი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. რას გადაწყვეტდა მოსამართლე და მიიჩნევდა თუ არა ამას მართებულად, ამაზე ადვოკატს პასუხი არ ჰქონდა. 

ზბიგნევს „დასცხა“...

– შვიდი წელი აქ უნდა გავატარო?

– არა, – მშვიდად აუხსნა ადვოკატმა, – ციხეში, რომელიც ნამდვილად არ მოგეწონებათ.

– იქნებ სასამართლოთი გამომიშვან?

ადვოკატმა მხრები აიჩეჩა:

– ვერაფერს დაგპირდებით...

ორი კვირის შემდეგ ზბიგნევმა უკვე იცოდა, რას ნიშნავს „ობშჩიაგი“, „შნირი“... ორჯერ ისე სცემა საკნის მაყურებელმა, რომ გონება დაკარგა... ცოტა რომ მომაგრდა, ზედამხედველს კარზე მუშტების ბრახუნით უხმო და პოლონეთის ელჩი მოითხოვა. ზედამხედველმა დასცინა – რომის პაპიც ხომ არ მოგიყვანოთო... ზბიგნევს ტუალეტის ხეხვა დაავალეს, თანაც ისე, რომ სარკესავით უნდა ელაპლაპა... პატარა პროტესტზეც კი გამეტებით უბაგუნებდნენ. კიდევ სამი დღის შემდეგ ზბიგნევმა ადვოკატთან შეხვედრა მოითხოვა, წვრილად მოუყვა, როგორ ეძებდა ვარშავის პოლიცია, რომ მისი მონაცემები ალბათ ინტერპოლშიც კი იყო გადაცემული და მოითხოვა, პოლონეთის მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ... ძლივს მიიყოლა სული იმ დღემდე, როცა თავი ვარშავის კომფორტულ ციხეში საიმედოდ დაიგულა და, როგორც საშინელ კოშმარს, ისე ყვებოდა რუსეთის ციხეში გატარებულ დღეებზე. ერთადერთი პოზიტივი, რაც იმ კოშმარიდან გამოჰყვა, ჩეფირის რეცეპტი იყო... ჩეფირის დასაყენებლად ციხის უფროსიც კი ეპატიჟებოდა და მის კაბინეტში ნებივრად მიირთმევდნენ ამ სასიამოვნო ნაყენს... ზბიგნევი ფიქრობდა, ჯობია, ცოლი ან სიდედრი მოკლა და ვარშავის ციხეში მოხვდე, ვიდრე იმ საშინელ ქვეყანაში განცხრომით იცხოვროო...

скачать dle 11.3